| cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | ru | se |
![]() |
|
ტრენინგების შესახებ ...
by Lali Gigauri
—
created on 2009-07-01 08:35
დამთავრდა II დონის ტრენინგები. მეთოდიკისა და ინფო ტექნოლოგიების კუთხით ბევრ სიახლეს გაეცანით. საინტერესოა თქვენი მოსაზრებები ტრენინგზე გამოყენებული სასწავლო მასალებისა და მეთოდების შესახებ. ამ მიზნით ვხსნი ფორუმს, სადაც შეგეძლებათ გამოთქვათ საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, შემოგვთავაზოთ საინტერესო წინადადებები, რჩევები... დასვით შეკითხვები, ვიმსჯელოთ ერთად.... თქვენი აზრით რომელი საკითხია ამოსაღები პროგრამიდან ან რომელ საკითხს უნდა დაეთმოს უფრო ბევრი ყურადღება? ჩემი აზრით, გაკვეთილის გეგმა ინტეგრირებული გაკვეთილების გეგმის ფორმით არ უნდა დაიწეროს. უმჯობესია, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებული გეგმის ფორმატი, რომელსაც მასწავლებლები იცნობენ დანერგვის ტრენინგებიდან. ჩემი აზრით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სასწავლო პროექტებს. ეს არის მთავარია გაკვეთილი დაიგეგმოს ისე, რომ მეთოდურად გამართლებული იყოს, თქვენთვის რომელი ფორმაც უფრო მისაღები იქნება, იმით იხელმძღვანელეთ, დამატებით ახალ ნიმუშსაც გაგაცნობთ, ლემილში ახალი მასალის შექმნის ერთ-ერთ რესურსად გამზადებული გაკვეთილის ფორმაცაა, აბა გადაათვალიერეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ... მანანას ნამდვილად ვეთანხმები, პროექტებზე და ბლოგებზე უფრო მეტი დროა საჭირო. დაველოდოთ სხვების მოსაზრებებსაც და ვიმუშაოთ ამ საკითხზე, იქნებ ტრენინგების გრაფიკში უფრო მეტი დრო დავუთმოთ პროექტებს და ბლოგებს.. დამთავრდა ჩვენი ტრენინგები, გისურვებთ თქვენ საქმიანობაში წარმატებით გამოგეყენებინოთ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება. გთხოვთ, ორიოდე სიტყვით შეაფასოთ ტრენინგი, დააფიქსიროთ რა კომპეტენციები შეიძინეთ და სად და როგრო გამოიყენებთ მათ? ველი გამოხმაურებას... დამთავრდა ტრენინგი და ვფიქრობ მალე დაიწყოს სასწავლო წელი,რომ შევძლო აქ მიღებული ცოდნის გამოყენება. ახალი უნარ-ჩვევები დამეხმარება უფრო ეფექტურ სწავლებაში. საინტერესოს გახდის საგაკვეთილო პროცესს. ვისურვებდი მსგავსი ტრენინგი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მასწავლებლისთვის, რაც საბოლოო ჯამში დადებითად წაადგება ჩვენს მოსწავლეებს. ტრენინგი ნამდვილად იყო მრავლის მომცემი და საინტერესო. მიღებული ცოდნა დაგვეხმარება თანამედროვე გაკვეთილის ჩატარებაში.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ლალი გიგაურს დაუღალავი შრომისთვის და ნებისყოფისთვის.მოხარ ეს ტრენინგი ნამდვილად იყო საინტერესო ბევრი რამ გავიგე და ვეცდები რომ ისტ-ის გამოყენებით ხშირად გავაკეთო გაკვეთილიბი. ამ ტრენინგით ნამდვილად შევისწავლე ბევრი ისეთი რამ, რაც გამომადგება გაკვეთილების თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებაში. სურვილი მაქვს ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყოს ასეთი ტრენინგი, კარგი იქნება სასწავლო კურსში უფრო მეტი საათები იყოს. უდიდესი მადლობა ტრენერს ლალი გიგაურს გაწეული უდიდესი შრომისათვის. ერთადერთი, რაც არ მომეწონა–დროის ნაკლებობა.ძალიან დიდი ინფორმაციაა ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მივიღე უამრავი ინფორმაცია, უკეთესი იქნება, მეტი დრო დაეთმოს ასეთი სახის ტრენინგებს. კიდევ ვისურვებდი მსგავსი ტრენინგის მოსმენას. დიდი მადლობა ტრენერს, ლალი გიგაურს, გაწეული შრომისათვის.ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს შემდგომ საქმიანობაში და დავეხმარები კოლეგებსაც. დამთავრდა ტრენინგი,რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი იყო.მივიღე უამრავი ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. დიდი მადლობა ტრენერს, ლალი გიგაურს, გაწეული მუშაობისათვის. თრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო,გონივრულად დაგეგმილი და მეთოდურად მორგებულად ჩატარებული.შევიძინე ბევრი საჭირო უნარ-ჩვევა,რომელიც გაკვეთილებისა და პროექტების მომზადება-განხორციელ ტრენინგი ძალიან საინტერესო,სასარგებლ ტრენინგი ძალიან საინტერესო,სასარგებლ თრენინგი ძალიან საჭირო და დროული იყო. ის გონივრულად დაგეგმილი და მეთოდურად შესრულებადი იყო ,მაგრამ აუცილებელია უფრო მეტო პედაგოგი იქნას ჩაბმული ასეტ თრენინგში. ქალბატონო ლალი გისურვებთ ჯანმრთელობას და ენერგიას. ტრენინგის მონაწილეთა საყურადღებოდ! ტრენინგის მონაწილეთა საყურადღებოდ! ტრენინგის მონაწილეთა საყურადღებოდ! ვნახე თქვენი ბლოგი,ასევე ლემილიც.ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში,შევქმნა სლაიდშოუ.თუ არის ისტ-ის სწავლების ინტერნეტ ვერსიები ქართულად იქნება შემატყობინოთ. ბლოგის შექმნა ვისწავლე დამოუკიდებლად,ლემილშ |
რას შეცვლიდით მომავალში სასწავლო მასალებიდან?