cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

LessonPlan

    No tags

"ანბანთან დამშვიდობება"

by ekagigiadse — last modified 2012-01-09 20:34 Share
 
გაკვეთილის თემა "ანბანთან დამშვიდობება"(თეატრალიზებული ინტეგრირებული გაკვეთილი)

სწავლების

საფეხური/კლასი/საგანი

დაწყებითი საფეხური/Iკლასი
ინტეგრირებული საგნები ქართული ენა/ხელოვნება/მუსიკა
მასწავლებლის სახელი, გვარი ეკა გიგიაძე
მოსწავლეთა რაოდენობა 18

გაკვეთიკის

სასწავლო მიზნები(საგნების მიხედვით)

მოსწავლეები შეაჯამებენ საანბანო პერიოდში შესწავლილ მასალას

მისაღწევი შედეგები

(საგნობრივი სტანდარტი)

ქართ.1.3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა

ქართ.1.5. მოსწავლეებს გამომუშავებული აქვთ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები

მუს.1.2. მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან ერთად

თანმიმდევტობა და აქტივობები

/ საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში მოსწავლეები სხედან რკალზე.თითოეული მოსწავლე განასახიერებს ანბანის სხვადასხვა ასო-ბგერას/

                გაკვეთილის მსვლელობა  (35წთ)

  • მასწავლებლის მისალმება
  • სიმღერა 

/მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ასრულებენ სიმღერას "თუ,თუ,თუ" /

 

  • ლიტერატურული კომპოზიცია

/მოსწავლეები თეატრალურად წარმოადგენენ თ.მღვდლიაშვილის "ანბანთქება"-ს/

  • სიმღერა

/მოსწავლეები ასრულებენ რ. სებისკვერაძის სიმღერას "ჩემი წიგნი"/

/მოსწავლეები კითხულობენ რჩეულ ლექსებს დედაენაზე/

  • სიმღერა

/მოსწავლეები მღერიან ნ. თუშიშვილის "შენ, მშობლიურო ანბანო"/

  • მოსწავლეთა დაჯილდოვება

/მასწავლებელი საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულებისათვის მოსწავლეებს გადასცემს სამკერდე ნიშნებს "ცხრათვალა მზე"/

შეფასება განმავითარებელი კომენტარი
აგანმანათლებლო რესურსები ფერადი ფურცლები, ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, დისკი.პროექტორი, კომპიუტერი
Language and literature
1st grade