cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

LessonPlan

    No tags

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში

by qetochiqovani — last modified 2011-12-25 09:32 Share

ხილი და ბოსტნეული

Natural sciences
2nd grade

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ხეხილის გარჩევა, შეძლოს წელიწადის დროს დაუკავშიროს ხეხილის ბაღში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ეტაპი (მაგ. მოსავლის აღება); ისაუბროს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ცვლილებებზე; შეძლოს სხვადასხვა სახის ბოსტნეულის ამოცნობა, მათ შორის განსხვავების დადგენა.

მისაღწევი შედეგი:

ბუნ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.

  •  თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის ძირითად ნაწილებს, გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
  • მოსწავლე აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას. (მაგ., ერთი ან სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოთლების ფორმა და ზომა, ყვავილების გვირგვინის ფურცლების რაოდენობა, ნაყოფებში თესლების რაოდენობა).

ბუნ.II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

  • აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით (მაგ., სკოლის და სახლის ეზო-მოვლა/გამწვანება) გამოწვეულ ცვლილებებზე;
  • გამოთქვამს მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი განხორციელების გზებს;    

    

 

 

აქტივობა 1. კითხვა-პასუხი (7 წთ)

მოსწავლეებს პროექტორის გამოყენებით ვაჩვენებ ნატურმორტს - "ხილი" და ვთხოვ დაასახელონ ისინი.

აქტივობა 2. შესაბამისობის დადგენა (3 წთ)

დააკვირდი ფოტოებს, დაასახელე რომელი ნომერი ნაყოფი, რომელ ნომერ ფოტოს შეესაბამება.

აქტივობა 3. წყვილებში მუშაობა (6 წთ )

ვთხოვ მოსწავლეებს კითხვაზე პასუხი ერთმანეთს შეუთანხმონ წყვილებში და წარმოადგინონ პასუხები.

_ თქვენი აზრით, დიდი შრომა სჭირდება თუ არა ხილის მოყვანას?

აქტივობა 4. კომენტარი სავარჯიშოზე (8 წთ )

ავუხსნი მოსწავლეებს, რომ ხეხილის მოვლას მართლაც დიდი შრომა სჭირდება: მას ადრე გაზაფხულზე აჭრიან გამხმარ ტოტებს, ძირებს კირით შეუთეთრებენ (აქვე განვუმარტავ, რა არის კირი ), რომ მავნე მწერებმა არ დაიბუდონ მის ქერქში და არ დააზიანონ. საჭიროების შემთხვევაში ხდება ხეხილის შეწამვლა. ხეს ყოველთვის სჭირდება ღეროს ძირში მიწის შემობარვა, მიწის გაფხვიერება, მორწყვა და სხვა.

დავუსვამ კითხვებს:

  • რა აზიანებს ხილის მოსავალს? (უამინდობა, ქარიშხალი, სიცხე, მავნე მწერები ).
  • როგორ ებრძვის ადამიანი ხეხილის მავნებლებს? (ხეხილს ღეროს ქვედა ნაწილს კირით ათეთრებენ )
  • როგორ ფიქრობთ, ფრინველები ეხმარებიან ადამიანს მავნე მწერებთან ბრძოლაში? ( დიახ )

როგორ ეხმარებიან? ( ისინი მავნე მწერებით იკვებებიან).

ამიტომაც მებაღეები ფრინველებს უფრთხილდებიან. 

წავუკითხავ იოსებ გრიშაშვილის ლექსიდან ნაწყვეტს "ჩიტებს უნდა გავუფრთხილდეთ"

"ეს ჩიტები სულ არ არის

დასახოცი, დასაჭერი,

უყვართ ბაღის ჭია-ღუა

და ხეხილის მავნე მწერი."

აქტივობა 5. პრაქტიკული მუშაობა (7 წთ )

მოსწავლეებმა დანართიდან უნდა ამოჭრან  ვაშლის ხის ფოტოები და ჩააწებონ  შესაბამის ჩარჩოში.

შევამოწმებ შესრულებულ დავალებას.

აქტივობა 6. გამოცანების წაკითხვა (2 წთ )

ყვითე ტანს მალავს მიწაში,                   

ყველას ეჩვენოს არ ცდილობს,

ბავშვსაც უყვარს და კურდღელსაც

ბოსტნეულს ჰქვია ... (სტაფილო )

 

თავს მიწის მაღლა იკეთებს,

ფორმით ბურთივით მრგვალია,

ბოსტნეულს კერძში ხმარობენ

მწნილადაც საოცარია. ( კომბოსტო )

აქტივობა 7. ფოტოებზე დაკვირვება და ამოცნობა. (5 წთ )

მოსწავლეებს მივმართავ კითხვებით:

როგორ ფიქრობთ, სტაფილო და კომბოსტო ხილია თუ ბოსტნეული? ( ბოსტნეული ).

მოსწავლეებს ვუჩვენებ კომბოსტოს და სტაფილოს.

  • რა იცით სტაფილოს შესახებ? (მოსწავლეები პასუხობენ და აღწერენ სტაფილოს ).
  • რა იცით კომბოსტოს შესახებ? (მოსწავლეები პასუხობენ და აღწერენ კომბოსტოს ).
  • ვის უნახავს ეს მცენარეები ბოსტანში?
  • კომბოსტოს მცენარის რა ნაწილს ვიყენებთ საკვებად - მიწისზედას თუ მიწისქვეშას? (მიწისზედას ).
  • სტაფილოს მცენარის რა ნაწილს ვიყენებთ საკვებად - მიწისზედას თუ მიწისქვეშას? ( მიწისქვეშას ).
  • მოიფიქრეთ და დაასახელეთ სხვა ბოსტნეული მცენარეები, რომლის მიწისზედა ნაწილებს ვიყენებთ საკვებად. ( კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვა ).
  • ახლა დაასახელეთ ის ბოსტნეული მცენარეები, რომლის მიწისქვეშა ნაწილებს ვიყენებთ საკვებად. (ხახვი, ნიორი, ბოლოკი და სხვა

    აქტივობა 8. ინდივიდუალო სამუშაო   (4 წთ.)

 მასწ. -ამოიცანი და დაასახელე ის ბოსტნეული, რომლის მიწისზედა ნაწილებს ვიყენებთ საკვებად

        -დაასახელეთ ის ბოსტნეული, რომლის მიწისქვეშა ნაწილებს ვიყენებთ საკვებად. მოცემული მცენარეების ფოტოები შემოხაზეთ წითელი და ლურჯი ფანქრით - წითელი ფანქრით შემოხაზეთ ფოტო იმ ბოსტნეულისა, რომლის მიწისზედა ნაწილებს ვიყენებთ საკვებად. ლურჯი ფანქრით კი ფოტო იმ ბოსტნეულისა, რომლის მიწისქვეშა ნაწილებს ვიყენებთ საკვებად.

აქტივობა 9. შეჯამება (3 წთ )

მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვებს:

  • რას გავეცანით დღევანდელ გაკვეთილზე?
  • რა არის ხეხილი?
  • როგორ ბაღს ვუწოდებთ ხეხილის ბაღს?
  • რას ამზადებენ ხილისგან?
  • დაასახელე რომელი ბოსტნეული იცით?

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • გონებრივი იერიში.
  • საკლასო დისკუსია.
  • ილუსტრაციებზე და მონაცემებზე მუშაობა.
  • დაკვირვება.
  • მაკრატელი, წებო, კომბოსტო, სტაფილო, კომპიუტერი, პროექტორი.

შეფასების სქემა:

კრიტერიუმები

ვერ ფლობს

ნაწილობრივ ფლობს

სრულად ფლობს

ორგანიზება (შემოქმედებითობა, მასალის ფლობა)

     
მსჯელობა კლასში      
პრაქტიკული მუშაობა