cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

    No tags

ლოკოკინა

by ეთერ კაჭკაჭაშვილი — last modified 2011-01-08 13:26 Share
ლოკოკინა

ლოკოკინა სოფლის მოსახლეობის უმრაავლესობისათვის ტრადიციული საჭმელია. აპრილის პირვწელ ნახევარში მოსწავლე–ახალგაზრდობა და უფროსი თაობის წარმომადგენლები (მამაკახები) მიდიან გლერძებით დაფარულ ფერდობებზე და სპეციალური იარაღით თხრიან ლოკოკინებს. საჭმლის მომზადებისათვის ლოკოკინებს კარგად რეცხავენ, ყრიან ქვაბში, ასხამენ წყალს დასარვამდე, ამატებენ მარილს გემოვნებით და ადუღებნ 10–15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოწურავენ თეფშზე. ჭამის დროს ნიჟარებიდან ლოკოკინებს იღებენ პატარა წვეტიანი ჩხირების დახმარებით და მიირთმევენ. ბევრი მათგანი ლოკოკინების ნახარშსაც სვამს, როგორც ლოკოკინა ისე მისი ნახარში ძალიან სასარგებლოა გულით დაავადებულთათვის, როგორც გამოკითხვებმა გვიჩვენა, ბევრი მათგანის მდგომარეობა ამ კერძის რეგულარული მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ არც თუ შორეულ წარსულში რაიონის საზოგადოების დიდი ნაწილი (სოფელ არლის და უდის მოსახლეობის გარდა) აგრესიულად იყო განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ლოკოკინებს მიირთმევდნენ. ამიტომ, როგორც არლის ისე უდის მოსახლეობა ფარულად მიირთმევდა მას. ამჟამად ლოკოკინას კერძი ითვლება დელიკატესად, ძალიან პოპულარულია და საკმაოდ ძვირიც ღირს.

ლოკოკინა - IMG_0124.jpg

ლოკოკინა - IMG_0125.jpg

ლოკოკინა - IMG_0126.jpg

ლოკოკინა - IMG_0128.jpg

ლოკოკინა - IMG_0131.jpg

ლოკოკინა - IMG_0133.jpg

ლოკოკინა - IMG_0135.jpg

ლოკოკინა - IMG_0137.jpg

ლოკოკინა - IMG_0140.jpg