LeMill
Edit, tips for use and more...

პორტრეტები ეპოქის ფონზე:,. ნ. ჟორდანია

by ნანა ირემაშვილი — last modified 2009-12-11 01:25

საგანი: საქართველოს ისტორია

კლასი: IX

მასწავლებელი: ნანა ირემაშვილი

გაკვეთილის თემა: `პორტრეტები ეპოქის ფონზე:,. ნ. ჟორდანია~

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე, მსჯელობს პიროვნების როლზე ისტორიაში, აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის მიმართ.

მოსწავლის ცოდნის შეფასება: ინდივიდუალური, ჯგუფობრივი პრეზენტაციები


გაკვეთილის ფაზები            

აქტივობა,/საკითხი

მეთოდის/სტრატეგიის დასახელება

და მსვლელობა

დრო

მასალა

1

2

3

4

5

წინარე ცოდნის გამოწვევა და ახალ თემასთან დაკავშირებული მოლოდინის გაჩენა

 

მინი-ლექცია, ნ. ჟორდანიას ცხოვრებასთან და მოღვაწე-ობასთან დაკავშირებული ფოტოების ჩვენება პროექტორით

კითხვა – პასუხები

ასოციაციური კავშირების რუკა

მოსწავლეები იხსენებენ ნ. ჟორდანიას ვინაობას

მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ფაქტებს; მსჯელობენ პიროვნების როლის შესახებ ისტორიაში

15 წთ

    კომპიუტერი,

პროექტორი

კომპიუტერი, პროექტორი,

ნ. ჟორდანიას  ,,ჩემი წარსულის’’ ბოლოთქმა

,,ახალი ცოდნის აგება, შინაარსის აღქმა

ჯგუფების ორგანიზება; ტექსტურ რედაქტორში ჯგუფებისათვის მომზადებულ 2-2- კითხვაზე პასუხების გაცემა

მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს XIX ს. ბოლოსა და XXI ს. დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, კრიტიკულად ახასიათებენ მარქსისტულ მოძღვრებას, მსჯელობენ მესამე დასის ეროვნულ და სოციალურ პრინციპებზე, ანსხვავებენ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ორ ფრთას ერთმანეთისაგან, არკვევენ ნ. ჟორდანიას ადგილს ქართული მენშევიზმის ისტორიაში, აანალიზებენ მის დამოკიდებულებას ეროვნული საკითხისადმი, მსჯელობენ ნ. ჟორდანიასეულ შეხედულებაზე სოციალიზმის შესახებ შენიშნავენ ნ. ჟორდანიას ეროვნული შეხედულებების ევოლუციას.

15 წთ

კომპიუტერი



 

1

2

3

4

5

,,ახალი ცოდნის’’

 აგება, შინაარსის აღქმა

ნ. ჟორდანიას მოღვაწეობასთან დაკავშირებული ვიდეო-ფილმის ფრაგმენტის ჩვენება.

დისკუსია

 

 

 

 

ღია კითხვების დასმა

 

 

 

 

 

 

 

მსჯელობა

 

 

 

 

კითხვები ნ. ჟორდანიას მსოფლმხედველობის ევოლუციასთან დაკავშირებით

 

ვიდეო–ფილმიდან 

ფრაგმენტების ნახვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

1918-21 წ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე შექმნილი კედლის გაზეთების პრეზენტაცია ჯგუფების მიერ

მოსწავლეები კამათობენ ნ. ჟორდანიასა და          ი. ჭავჭავაძეს შორის არსებულ პოლემიკასა და იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე,

ავსებენ ვენის დიაგრამას, პირველ და მესამე დასს შორის არსებულ საერთო და განმასხვავებელ ნიშანთა გამოსავლენად.

 

მოსწავლეები ხსნიან, რატომ უწოდებდა           ი. ჭავჭავაძე ნ. ჟორდანიას `რუსული მარქსიზმის თვალაბმულ თუთიყუშს,~ ანალიზს უკეთებენ ილიასეულ ფრაზას: `ნ. ჟორდანიას სურს წუთისოფლის ბრუნვის ღერძის შეცვლა~

 

 

მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას, რატომ უწოდებს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ნ. ჟორდანიას `ლანჩხუთელ პილატეს~, მსჯელობენ ნ. ჟორდანიას დამოკიდებულების შესახებ ი. ჭავჭავაძის მკვლელობის მიმართ.

 

მოსწავლეები მსჯელობენ ნ. ჟორდანიას პოლიტიკურ მოქნილობაზე, ახასიათებენ მას, როგორც ქარიზმატულ ლიდერს, აკრიტიკებენ მის ე.წ. `ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკას~ (ანუ პარტიული და ეროვნული ინტერესების ერთმანეთთან შეთავსების მცდელობას).

 

 

საუბრობენ იმ როლზე, რომელიც შეასრულა ნ. ჟორდანიამ 1918-21 წ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გამოყოფენ მის ნამოღვაწარში შეცდომებს და წარმატებებს

 

 

 

მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით კომენტარებს უკეთებენ კედლის გაზეთებს, რომელთა მოსამზადებლად გამოიყენეს ინტერნეტის მასალები და სამეცნიერო ნაშრომების მონაცემები

20 წთ.

10 წთ

კომპიუტერი,პროეკტორი

ი.ჭავჭავაძის

ლ.

კომპიუტერი



 

1

2

3

4

5

მიღებული ცოდნის გამთლიანება და გაკვეთილის გააზრება)

პრეზენტაცია, მსჯელობა

მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით კითხულობენ პრეზენტაციებს თემაზე: `XXI საუკუნის ახალგაზრდის წერილი ნ. ჟორდანიას~, აყალიბებენ საკუთარ დამოკიდებულებას ნ. ჟორდანიას მოღვაწეობასთან დაკავშირებით,.

აჯამებენ ნ. ჟორდანიას მოღვაწეობას და ავსებენ  T-სქემას მისი პიროვნების დასახასიათებლად.

20 წთ

 

 

 

 

 

10 წთ

დაფა, ცარცი

 


I ჯგუფის კითხვები

 

1)          როგორი იყო XIX ს. ბოლოსა და XX საუკუნის I მეოთხედის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობას?

2)          მოკლედ დაახასიათეთ მარქსისტული მოძღვრება. რამდენად მიესადაგება მარქსიზმი საქართველოს სინამდვილეს?

 

 

II ჯგუფის კითხვები

 

1)          რა იცით მესამე დასის შესახებ?. როგორი იყო მისი ეროვნული და სოციალური იდეალები?.

2)          სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა და ნოე ჟორდანია (როგორ გახდა ნ. ჟორდანია სოციალ-დემოკრატი).

 

 

III ჯგუფის კითხვები

 

1)          რა იცით სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ორი მიმართულების შესახებ?

2)          რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა ბოლშევიზმს და მენშევიზმს?.

 

IV ჯგუფის კითხვები

 

1)          ვის ინტერესებს ემსახურებოდა მენშევიზმი? (პასუხი დაასაბუთეთ)

2)          მენშევიკთა დამოკიდებულება ეროვნული საკითხისადმი.

 

პროფესიონალი ისტორიკოსის კომენტარები მესამე დასის

ეროვნულ და სოციალურ პრინციპებზე:

DVD    0:11:10

     0:11:38

 

 

ისტორიკოსი – მკვლევარის აზრი, ნოე ჟორდანიას ეროვნული საკითხისადმი დამოკიდებულების შესახებ.

DVD    0:16:08

 

 

მეცნიერ-ისტორიკოსის აზრი ნ. ჟორდანიას ორმაგ პოლიტიკურ კურსზე – პარტიული (სოციალისტური) და ეროვნული იდეალების შეხამების მცდელობაზე:

DVD    37:23

             37:50


02.jpg


03.jpg


04.jpg
Creative Commons License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 2.5 License.
MultimediaMaterial