cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

საქართველოს ტერიტორიის ფორმირება XIII-XVIII საუკუნეებში

by xatuna xatuna — last modified 2011-01-08 04:53 Share


  სსიპ ქ. რუსთავის #4 სკოლა
 ტელეფონი  8(24)18-65-25,   8(24)12-18-18
 ელ.ფოსტა   sajaro4@gmail.com
პედაგოგის სახელი  ხათუნა წასიძე - 8(24)15-07-39,  ლია მუსერიძე -   8(98)10-47-99
 ინფორმაციული მენეჯერი  გიორგი სარალიძე   8(77)15-20-27  , g.saralidze@gmail.com

 პედაგოგის სახელი ხათუნა წასიძე, ლია მუსერიძე, გიორგი სარალიძე
 გაკვეთილის თემა  საქართველოს ტერიტორიის ფორმირება  XIII-XVIII ს-ში
 სწავლების საფეხური/ინტეგრირებული საგნები

 IX   კლასი

გეოგრაფია, ისტორია, ისტ-ი

 მოსწავლეთა პროფილი

 მოსწავლეთა რაოდენობა: 28

მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას: 0

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
გეოგრაფია:
  • გაეცნოს და იმსჯელოს საქართველოს ტერიტორიის ცვლილებაზე სხვადასხვა პერიოდში(XIII-XVIII ს-ში).
  • მოახდინოს  თანამედროვე საქართველოს და კონკრეტული საუკუნის  საქართველოს ტერიტორიების შედარება.
  • გააანალიზოს ისტორიული რუკები XIII-XVIII ს-ში და გამოიტანოს დასკვნები.
  • კონტურულ რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
ისტორია:
  • იმსჯელოს საქართველოს სხვადასხვა პერიოდის (XIII-XVIII ს-ში) ტერიტორიული ცვლილებების საგარეო და საშინაო ფაქტორწების შესახებ და შეავსოს შესაბამისი ცხრილი.
  • შეძლოს XIII-XVIII ს-ში და თანამედროვე საქართველოს გეოპოლიტიკური მგომარეობის შედარება.
  • კონტურულ რუკაზე მუსაობის უნარ-ჩვევა.

 ისტ:
  • ისტ-ის ტექნოლოგიების საშუალებით ინფორმაციების მოძიების, დამუშავების და ვიზუალური მასალი შექმნის უნარ-ჩვევები(კომპიუტერში კონტურული რუკის დამუშავება).
 ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
გეო.1.მოსწავლე რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით ახასიატებს, ადგენს მოვლენასა და პროცესებს; ადგენს თემატურ რუკებს.
  • აანალიზებს რუკებს, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების საშუალებით წარმოადგენს ინფორმაციას.
გეო.10.მოსწავლე აანალიზებს საქართველოს ადგილს  მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკურიპარამეტრების მიხედვით.
  • მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ; დააქვს სხვადასხვა ეპოქის საზღვრები კონტურულ რუკაზე;
  • ადარებს სხვადასხვადროის საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მსოფლიოსა და კავკასიიათვის(მაგ.XVIII ს-ის დათანამედროვე საქართველოს).
ისტ.4. მოსწავლე აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას სახელმწიფოსწარმოშო0ბასა და განვითარებაზე.
  • ცხრილის საშუალებით გამოყოფს საგარეო და საშინაო ფაქტორს (ფაქტორებს),რომელიც სახელმწიფოს ან სახელმწიფო წარმონაქმნის (მაგ. სამთავრო) წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
  • ცხრილში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აჯგუფებს სახელმწიფოებს, რომლებმაც .დაკარგეს დამოუკიდებლობა(ან საერთოდ გაქრნენ) და მიუთითებს ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და საშინაო ფაქტორებს.
  • კონტურულ რუკაზე აღნისნავს შიდა კონფლიქტებისა და საგარეო ომებისგან წარმოქმნილ ტერიტორიულ ცვლილებებს.
ისტ:
1.ძირითადი ცნებები და ოპერაციები

  • ახდენს ისტ-ის საშუალებების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას(კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა).
  • სწორად იყენებს ისტ-ის საშუალებებთან ურთიერთქმედების, შეტანა-გამოტანის ,მოწყობილობებს ამ საშუალებების წარმატებით ფუნქციონირებისათვის (მაუსი, კლავიატურა, მონიტორი, პრინტერი და სხვა).
  • ახდენს ისტ-ის საშუალებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრირებას.
3.ისტ პროდუქტის შესაქმნელი ტექნოლოგიური საშუალებები.
  • იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესისი წასახალისებლად.
საბაზო სკოლა(7-9კლასები)
შედეგები მიღწეულია, თუ მოსწავლე:

  • იყენებს კლავიატურას, შეტანისა (თაგვი,დისტანციური მართვის პულტი და სხვა) და გამოტანის მოწყობილებებს(მონიტორი, პრინტერი).(1)
  • იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსათვის, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონულ ფორმატში ბეჭდვას, კომუნიკაციას, საგამომცემლო და შემოქმედებით საქმიანობას, რათა შეიქმნას საგანმანათლებლო ღირებულების მქონე პროდუქტი აუდიტორიისათვის, როგორც სკოლის შიგნით ასევე მის გარეთ.(3,4)



 
თანმიმდევრობა
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი ტარდება კომპიუტერულ კლასში.

აქტივობა 1. 3წთ.

  მოწავლეები ინდივიდუალურად სხედან  კომპიუტერებთან სადაც ნაჩვენებია გრაფიკი(იხ.სურ.1.)- საქართველოს მიახლოებითი ფართობი სხვადასხვა საუკუნეში (ვასალური ტერიტორიების გარეშე) და ამავე დროს პროექტორის საშუალებით იგივე გრაფიკს ვაჩვენებტ ეკრანზე. მოსწავლეები ახდენენ გრაფიკის ანალიზს და გამოთქვამენ ვარაუდებს.

აქტივობა 2.10წთ.

 კლასს ვყოფთ 5 ჯგუფად, აქედან 4 ჯგუფს ვაძლევთ დავალებას: ისტორიაში განვლილი მასალის საფუძველზე შეავსონ ცხრილი(იხ. სურ.2.), რა საშინაო და საგარეო ფაქტორები განაპირობებდა საქართველოს ტერიტორიის ფორმირებას მათთვის მიცემულ პერიოდში და ამასთანავე მახდენენ ამავე პერიოდის საქართველოს რუკის ანალიზს და შედარებას თანამედროვე საქართველოს რუკასთან.
დავალებები ჯგუფებისთვის:
I ჯგუფი ---  XIII საუკუნე
II ჯგუფი--- XIV საუკუნე
III ჯგუფი--- XV-XVI საუკუნე
IV ჯგუფი--- XVII-XVIII საუკუნე
V ჯგუფი არის შემფასებელთა ჯგუფი. კომპიუტერში მოცემულია წინასწარ შედგენილი შეფასების სქემა(იხ. სურ. 3.), რომელსაც ჯგუფების პრეზენტაციის დროს შეავსებენ.

აქტივობა 3.  23წთ.

  დაფაზე იკვრება ან იხაზება ცხრილი (იხ. სურ.2.)
მიცემული  სამუშაოს დასრულების შენდეგ თითოეული ჯგუგფი ახდენს შესრულებული დავალების პრეზენტაციას: ჯგუფიდან არის ორი პრეზენტატორი, ერთი წარადგენს საგარეო და საშინაო ფაქტორებს, ამასთანავე ჯგუფს ეს ფაქტორები დაწერილი აქვს წებოვან ფურცლებზე, როლებსაც პრეზენტაციის დროს ცხრილის შესაბამის სვეტში მიაკრავს.
  მეორე პრეზენტატორი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ცვლილებებს. პრეზენტაციის დროს პროექტორის საშუალებით ჩანს იმ პერიოდის (საუკუნის) საქართველოს რუკა(იხ.სურ.4), რომლის შაესახებ საუბრობს მოსწავლე. იგი რუკაზე აჩვენებს იმ ცვლილებებს, რომლებიც განიცადა საქართველოს ტერიტორიამ მისთვის მიცემულ საუკუნესი და ადარებს დღევანდელ საქართველოს რუკას.
თითოეულ ჯგუფს 5წთ.
 ჯგუფების პრეზენტაციის პარალელურად V ჯგუფი ავსებდა შეფასების სქემას(იხ.სურ.3.). ჯგუფების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შემფასებელთა ჯგუფის ერთ-ერტი წევრი გააცნობს მათ შედეგებს. შედეგები იწერება გამოკრულ შეფასების სქემაზე. 3წთ.

მასწავლებლები აკეთებენ კომენტარს შეფასების შესახებ. - 1წთ.

                                                                                                                      
აქტივობა 4. - 7წთ.

მოსწავლეები ინდივიდუალურად სხედან კომპიუტერთან, მუშაობენ Kolour Paint-Paint პროგრამაში, მიცემული აქვთ თანამედროვე საქართველოს კონტურული რუკა , რომელზეც დააქვთ იმ პერიოდის საზღვრები, რომელი პერიოდიც ქონდათ ჯგუფური მუშაობის დროს.

აქტივობა 5. 1წთ.

საშინაო დავალება:
შეადარონ ჯგუფში მიცემული პერიოდისა და თანამედროვე საქართველოს საშინაო და საგარეო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე.


 

 შეფასება  მოსწავლეები ფასდებიან ჯგუფური მუშაობის მიხედვით(შეფასების სქემა), კონტურულ რუკაზე მუშაობით და შემდეგ მოტანილი საშინაო დავალებით.
 საკლასო მენეჯმენტი

საგანმანათლებლო რესურსები
ტექნიკა - ინსტრუმენტები: 27 კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი.

ფორმატი, მარკერები, წებოვანი ფურცლები, ცარცი, დაფა, XIII-XVIII ს-ის და თანამედროვე საქართველოს რუკები. 

საქართველოს ტერიტორიის ფორმირება XIII-XVIII საუკუნეებში - ruka241.jpg

საქართველოს ტერიტორიის ფორმირება XIII-XVIII საუკუნეებში - sur2.JPG

საქართველოს ტერიტორიის ფორმირება XIII-XVIII საუკუნეებში - sur3.JPG

საქართველოს ტერიტორიის ფორმირება XIII-XVIII საუკუნეებში - ნახ.4.jpg