LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

სინათლის ენერგია

by mariam nucubidze — last modified 2011-01-08 04:53

მზე წარმოადგენს სინათლის  წყაროს ყველა ცოცხალი არსებისათვის და თვით დედამიწისათვის. მსოფლიოში ნავთობისა და ქვანახშირის მაგარი ისეთი ტემპით იხარჯება, რომ მომავალი საუკუნის მეორე ნახევარში იგი მთლიანად ამოიწურება. ატომური ენერგიის სადგურები დიდ საშიშროებას წარმოადგენს, რაც დამტკიცდა 1986 წელს  ჩერნობილში. ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს მზის ენერგია.
ენერგიის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა, არ იქნებოდა მოძრაობა, სინათლე სითბო და ბგერა ენერგია. ნებისმიერ მოქმედებას ენერგია სჭირდება. როდესაც რაიმე ხდება, ერთი სახის ენერგია მეორე  სახის ენერგიად გარდაიქმნება. მაგალითად ფოტოსინთეზი  ანუ მცენარეში საკვები ნივთიერებების წარმოქმნის პროცესი აღდგენითი რეაქციაა. ფოტოსინთეზის დროს მცენარეებში წყლის ნახშირბადის დიოქსიდისა და მზის  ენერგიის საშუალებით გლუკოზა წარმოიქმნება. მცენარეში მზის ენერგიით იქმნება საკვები  ნივთიერებები. ნახშირში მცენარეების მიერ მზისგან მიღებული  ენერგია ქიმიური ენერგიის სახითაა დაგროვილი.
მზის ენერგია სითბურ ენერგიასა და სინათლის ენერგიას შეიცავს, რომელიც ელექტრომაგნიტური ტალღების სახით ვრცელდება. ფოტოელემენტი მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის, ხოლო მზის კორექტორი სითბურ ენერგიად. 
თანამედროვე მზის ღუმელებში მზის სხივი გამოიყენება კერძების შეცხელებისათვის. მზის ენერგიას გამოიყენებენ ასევე წყლის გასათბობად. მზე ათბობს  წყლით სავსე სპეციალურ პანელებს, რომლებიც რეფლექტორის დანიშნულებას ასრულებენ და მიღებული მზის გამოსხივებით ათბობენ   წყალს. მზის ელემენტი   არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც იყენებს ფოტოვალვანურ ეპექტს რათა გარდაქმნას სინათლე ელექტრულ ძაბვად.               
1981 წელს ლა-მანშს გადაუფრინა მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა, რომელსაც ერქვა “მზის ჩელენჯერი„ მას ფრთებზე დამაგრებული ჰქონდა მზის ელემენტები ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად, ფლორიდაში კი საკმაოდ წარმატებით იმუშავა მზის ელემენტებით აღჭურვილმა სატელეფონო ჯიხურმა.

Creative Commons License