cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

სოფლის/ქალაქის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები

by eka kibabidze — last modified 2011-01-08 03:38 Share

    უჯარმა დიდი ისტორიის მქონე სოფელია,  რომელმაც მრავალ საუკუნეს გაუძლო,  მას კარგიც ბევრი უნახავს და ბევრჯერ ომის ქარცეცხლის შუაგულშიც აღმოჩენილა. მატიანემ დღემდე შემოინახა უჯარმის ტერიტორიაზე მომხდარი სულ რამოდენიმე ბრძოლის ისტორია, მათგან ყველაზე მაშტაბური იყო ვახტანგ გორგასლის დროს გამართული ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ.

    V საუკუნეში იწყება ირანის შემოსევა საქართველოში. სომხეთის დაცემის შემდეგ სპარსეთის ჯარი მოიწევდა აღმოსავლეთის მხრიდან რუსთავის მიმართულებით თბილისისაკენ. კახეთის მდგომარეობა,  როგორც ჩანს,  გაცილებით უკეთესი ყოფილა-”რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტრის მიერ”, ამიტომაც აქცია კახეთი და ჰერეთი გორგასალმა ირანთან ბრძოლის ძირითად საყრდენად.
    ჯუანშერის გადმოცემიდან ვიცით,  რომ სპარსელთა შემოსევის საფრთხის წამოჭრისთანავე გორგასალმა ბარის მოსახლეობა და საკუთარი ცოლ-შვილი უშიშარ ადგილებში გახიზნა,  ხოლო თავად “წინასა ციხესა”' შედგა და აქედან მთელი ომის განმავლობაში ფეხი აღარ მოუცვლია.
     ახლანდელი ყანდაურა-კაკაბეთის ტერიტორიაზე შეკრებილი ხოსრო მეფის ლაშქარი დასავლეთისაკენ უნდა დაძრულიყო,  რათა “უჯარმის კარის” გავლით ივრის მარცხენა ნაპირს მისდგომოდა და მის გადაღმა “დარფაკას” ველზე დაჯგუფებული ვახტანგ გორგასლის ძალებს დაპირისპირებოდა.
     ხოსრო მეფის ლაშქარს, რომლის სიდიდის შესახებ მართლაც შეიძლებოდა გვეთქვა “ვითარცა თივანი ველისანი და ფურცელნი ხეთანი”. ჯუანშერის მონაცემების თანახმად,  სპარსელთა ლასქარი სამჯერ მრავალრიცხოვანი იყო ქართველებისაზე. უჯარმის კარზე  მომდგარი ირანის ლაშქარის შემადგენლობაში იგი 740 ათას კაცს,
ხოლო ქართველების ლაშქარში კი 240 ათასს გულისხმობს.
      ვფიქრობთ არ შევცდებით,  თუ ხოსრო სპარსთა მეფის ლაშქარის რიცხობრივშემადგენლობაზე ამ მოსაზრებას გავავრცელებთ,  რადგან სპარსელები გორგასლის პერიოდში ოჯახითა და დიდი ამალით მიდიოდნენ ლაშქრობებში.
      შესაძლებელია ხოსრო მეფის ლაშქარი დაბანაკებულიყო “იორსა ზედა”,ხაშმის სანახებში,  ლაჯიბაურის და შავკაციანთ სერების ჩათვლით ლაფიან ხევის შესართავამდე. აქედან ივრის ჭალის ნაპირის ჩასწვრივ სპარსელთა თვალწინ ციხე-ქალაქი უჯარმის ზღაპრული ქედი უნდა წარმოჩენილიყო,  რომლის უკან ტყით დაბურული იალნოს მთის “დიდი ცხვირი” და უჯარმისაკენ ჩამოწოლილი მისი ციცაბო კალთებიც გამოჩნდებოდა.
      “და შეიბნეს იორსა ზედა”-ო ამბობს ჯუანშერი  ისე,  რომ არც თავისი დროის და არც თანამედროვე მკითხველს არაფერს აუწყებს,  თუ როგორ “შეიბნეს”. რა ტაქტიკური განზრახვით განიმსჭვალა ხოსრო მეფე ამ გრანდიოზული მაშტაბის შებმის წინ.
       “და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს და დაეცემოდა ორივე სპათაგან ურიცხვი”, მაგრამ უშედეგოდ- ამ სისხლისღვრას არცერთი მხარისთვის არ მოჰყოლია
წარმატება.
        სპარსელებმა ბრძოლის დაწყების ძველებურ წესს (პატიოსანსა და თანასწორ პირობებში ბუმბერაზ გოლიათების ორთაბრძოლებს) თავი აარიდეს და ქართველთა წინააღმდეგ პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ. სამი დღის განმავლობაში (არა ღამის) მიჰქონდათ იერიში,  რათა ქართველთა ძალ-ღონე გამოეფიტათ,  გორგასალმა მტრის ასეთ საქციელს საპირისპირო ხერხით უპასუხა: კონტრდარტყმის განხორციელება ღამის პირობებში გადაწყვიტა. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით გორგასალს ბრძოლის დაწყების წინ სასტიკი ბრძანება გაუცია: “რომელი ქართველი მეომარიც ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოვა ისე,  რომ მტრის თავს ან ხელს არ გამოიტანს,  მას თვითონ ჩვენ მოვუსწრაფებთ სიცოცხლესო”. ამის შემდგომ მეფეს მძლავრი კონტრდარტყმა  განუხორციელებია,  სპარსელთა დაცვა სწრაფად გადაუთელიათ,  ხოსრო მეფეს,  რომლის პალატაში თვით გორგასალი შეჭრილა, ცხენზე შეჯდომისა და გაქცევის მეტი ვერა მოუხერხებია-გორგასლის მიერ განგმირული ხოსროს ვაჟის- ბარტამის გვამიც კი იქ დარჩენიათ.
    და აი ამ გადამწყვეტ მომენტში,  როგორც ჯუანშერი იტყობინება: “სპარსმავინმემ სცა ისარი მკერდსა ვახტანგისა” და სასიკვდილოდ დაჭრა მიუხედავად ამისა,შუადღემდე მიმდინარე გაცხარებულ ბრძოლაში ტრიალებდა იგი. ამ ელვისებური კონტრდარტყმით გაოგნებულ-შეძრწუნებული სპარსთა ლაშქარი უმართავი გამხდარა. ამიტომ “სპარსთა მეფეს” გადაუწყვეტია,  რასაკვირველია დროებით მაინც გარიდებოდა აქაურობას: “აიყარა მუნით სპარსთა მეფე და ჩადგა რუსთავს”. ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი უჯარმის ციხეში გარდაიცვალა.
      ოთხ საუკუნეზე მეტი იყო გასული უჯარმაში გორგასლის დამკვიდრებიდან, როცა 914წ დიდი ჯარით შემოიჭრა არაბთა სარდალი აბულ-კასიმი. 300 მეციხოვნის შეუპოვარი ბრძოლის მიუხედავად აიღო უჯარმა და დაანგრია მისი ზღუდენი- “მოვიდა აბუსა ძე და მოადგა უჯარმას,  შიგ იდგა სამასი კაცი და ჰბრძოლეს მრავალთა დღეთა”. ამ  ერთიბეწო მხედრობას  ძალღონე ამოეწურა, ნაწილმა გაქცევით უშველა თავს,  ნაწილიც ბრძოლაში დაეცა. ამ ამბის შემტყობმა ბოჭორმის ციხის მცველმა ქართველებმა უბრძოლველად მიატოვეს თავის ობიექტი და “გარდაიხუეწნეს”. ციხეში არაბები შევიდნენ და განაცხადეს: “რომელ ბაკ იყო”(ე.ი. უჯარმა) იქ თავგანწირულ წინააღმდეგობას წავაწყდით, ეს ნამდვილი ციხესიმაგრე კი “ უკაცურად დაუგდიათ”-ო. შემდეგ,  როგორც “მატიანე ქართლისა” იუწყება,  არაბებმა თურმე ბოჭორმის ციხე დაიტოვეს,  ხოლო “უჯარმის ზღუდენი დაარღვივნეს”. ჯერ არ ვიცით, რომელ უჯარმაზეა ლაპარაკი-ასფაგურისეულ ციხე-ქალაქ უჯარმაზე,  თუ დღემდე მოღწეულ გორგასლისეულ ციხე-დარბაზზე. შესაძლოა მის ნაშთად მივიჩნიოთ “უჯარმული წყობის” ქვით ნაგები კედლის დიდი ნაგლეჯი,
რომელიც ახლანდელ სოფელ უჯარმაში ლამოვანის ველისაკენ მიქცეული ივრისპირა გორის ფერდობის ჩანაზვავებში არის შენიშნული იგი შესაძლოა,  ასფაგურისეული ციხე-ქალაქ უჯარმის ყოფილი ციტადელი იყოს.
     1068 წ, როდესაც ბაგრატ მეფემ საქართველოს გაერთიანების მიზნით გაილაშქრა კახეთზე,  მოულოდნელად ჰერეთში შეიჭრა სპარსეთის სულთანი ალფარსლანი თავისი მოკავშირეებით  დაარბია ქვეყანა და აქ დასვა ამირა ფადლონი,  მომდევნო წლებში ბაგრატმა სასტიკად დაამარცხა ამირა,  მან თავი კახეთ მეფეს აღსართანს შეაფარა. ბაგრატს შეეშინდა კახთა მეფეს ფადლონი არ გაენთავისუფლებინა და მოლაპარაკების შემდეგ აღსართანს-”მისცა ბოჭორმა და უჯარმა კახთა”.
    მონღოლთა ბატონობის შემდეგ უჯარმა,  როგორც ციხე-ქალაქი დეგრადაციის
გზაზე დგება.












 


სოფლის/ქალაქის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები  - 17.jpg