უჯარმის რელიეფი
სოფელი უჯარმა მდებარეობს ზღვის დონიდან 750-800მ. სიმაღლეზე, მდინარე ივრის ხეობაში, კერძოდ მის მარჯვენა სანაპიროზე. სოფლის მოზრდილი დავაკება ერთი მხრივ მოქცეულია ბუნებრივი ზღუდე-საფარებისა და მეორე მხრივ, საშუალო სიმაღლის ტყიანი გორების რკალში. ისტორიულად ის წარმოადგენდა დიდ ბუნებრივ
“ბაკს”, რომელიც გამოიყენებოდა მომთაბარე პირუტყვის დროებით შესაჩერებლად ან სამეფო ფარა-ჯოგების სადგომებად.
სოფლის რელიეფში ძირითადად ჭარბობს ვაკე რელიეფი, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება დაბალი და საშუალო სიმაღლის ტყიანი მთები, ხოლო სამხრეთი ნაწილი წარმოადგენს კლდე-ფლატეების უწყვეტ ნაკადს, რომელთა
ძირში მიედინება მდინარე იორი.
