საგანი – ბიოლოგია
კლასი – VIII
მასწავლებელი – ბიოლოგიის (#42 საჯარო სკოლა, პედაგოგი – თამარ მელაძე)
გაკვეთილის თემა: უჯრედის გაყოფა--- მიტოზი, მეიოზი
გაკვეთილების რაოდენობა: ორი გაკვეთილი (ორი აკადემიური საათი).
შეფასება: ფასდება მოსწავლეთა ტესტური ნამუშევარი, ჯგუფური მუშაობისას წევრთა ჩართულობა, ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაცია.
|
ფაზა |
აქტივობა/საკითხი |
მეთოდის/სტრატეგიის დასახელება და მსვლელობა |
დრო |
მასალა |
|
1. წინარე ცოდნის გამოწვევა და ახალთემასთან დაკავშირებული მოლოდინის გაჩენა |
1.რა ვიცით გამრავლების ტიპების შესახებ, სქესობრივი და უსქესო გამრავლება. ხებ.
2) რა ვიცით? – ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე რომელი პროცესები უდევს საფუძვლად გამრავლებას? |
1) ტესტური გამოკიატხვა. ტესტი არის მომზადებული ტექსტურ რედაქტორში, მოსწავლეები უპასუხებენტესტს კომპიუტერში, ფაილს არქმევენ საკუთარ სახელებს და ინახავენ Dესკტოპ-ზე.
2)ზეპირი კითხვა/პასუხი. მოსწავლეები იხსენებენ უჯრედული თეორიის დებულებებს და აკავშირებენ გამრავლებასთან. |
15
5 |
კომპიუტერი, როექტორი.
სასკოლო სახელმძღვანელო |
|
2. „ახალი ცოდნის აგება, შინაარსის აღქმა.
მიღებული ცოდნის გამთლიანება, გაკვეთილის გააზრება. |
1) უჯრედის გაყოფა, მისი სახეები – მიტოზი, მეიოზი. როგორ ხდება გაყოფისას ქრომოსომთა გადანაწილება შვილეულ უჯრედებში? მიტოზსა და მეიოზს შორის მსგავსება და განსხვავება. გაყოფის რომელი ფორმა წარმოადგენს საფუძველს სქესობრივი და უსქესო გა მრავლებისათვის.
1. მიღებული ცოდნის შეჯამება და გაანალიზება.
2. მიტოზური და მეიოზური გაყოფის მნიშვნელობა. |
1) მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. 2) მასწავლებლის მიერ მითითებულ მისამართზე, ეძებენ ინტერნეტში არსებულ აიმაციებს, სადაც ასახულია უჯრედის მიტოზური და მეიოზური გაყოფა. 3)უყურებენ ანიმაციებს, საჭიროების შემთხვევაში ღამდენიმეჯერ. 4) ჯგუფებში მსჯელობენ ნანახის შესახებ. 5) ადარებენ ერთმანეთს ორ პროცესს და ავსებენ ვენის დიაგრამას. 6) ადგენენ როგორ ხდება ქრომოსომთა გადანაწილება გაყოფის შედეგად. 7) გამოთქვამენ ვარაუდს გაყოფის მნიშვნელობის შესახებ.
1) ა) ჯგუფები წარმოადგენენ მათ მიერ შევსებულ ვენის დიაგრამებს. ბ) აკეთებენ დასკვნებს, ქრომოსომთა გადანაწილების შესახებ. გ) გამოთქვამენ მოსაზრებებს, თუ გაყოფის რომელი ტიპი უზრუნველყოფს სქესობრივ ან უსქესო გამრავლებას. დ) მსჯელობენ მიტოზისა და მეიოზის ბიოლოგიური როლის შესახებ.
|
20
|
კომპიუტერი, პრროექტორი.
სასკოლო სახელმძღვანელო
დაფა, ცარცი, ფორმატის ქაღალდები, მარკერები, პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი.. |
|
|
|
2) ა) ხდება ჯგუფების მიერ გამითქმული მოსაზრებების შეჯერება. ბ) დგება ჯგუფების მიერ წარმოდგენილი დიაგრამების საფუძველზე საერთო დიადრამა. გ) ცალკეული ჯგუფების მიერ გამოთგმული მოსაზრებების და დასკვნების გაერთიანება. |
10 |
|
|
|
დავალება შემდეგი გაკვეთილისათვის
|
3) ა) კლასი კიდევ ერთხელ ნახავს ანიმაციებს და მისმენს მასწავლებლის კომენტარებს, შეავსებს დამოუკიდებელი მუშაობისას მიღებულ არასრულ ცოდნას. ბ) კლასი შეავსებს ვენის დიაგრამას სრულყოფილად. გ) შეაფასებს მიტოზისა და მეიოზის ბიოლოგიურ მნიშვნელობას.
მოსწავლეებმა სქემატურად უნდა წარმოადგინონ მიტოზისა და მეიოზის ეტაპები. მოამზადონ მარტივი მაკეტები რომლებიც ასახავენ უჯრედის გაყოფას. |
10 5 |
|