cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

    No tags

ფლორა საქართველოში -წიწვოვანი მცენარეები

by rusudan xaribegashvili — last modified 2011-01-08 03:45 Share



ფლორა საქართველოში-წიწვოვანი მცენარეები


სიტყვა "წიწვისაგან" წარმოიშვა ნაძვის და ფიჭვის საერთო სახელი-წიწვიანი მცენარეები.წიწვიანი მცენარეების წარმომადგენლებია : ფიჭვი,ნაძვი,სოჭი,ურთხელი ანუ უთხოვარი,ღვია,კედარი ,ლარიქსი და სხვა. საქართველოში გავრცელებული წიწვოვანების ფოთლები,ანუ წიწვები ვიწროა,ნემსისებრი,მკვრივი,ორ ან მრავალწლოვანი.თითქმის ყველას ქერქში,ხშირად მერქანში და წიწვებშიც ,მოეპოვებათ ფისის სავალი მილები.წიწვოვანების ყვავილები უყვავილსაფროა და გირჩებადაა შეკრული.ამიტომ წიწვოვანებს გირჩოსნებსაც უწოდებენ.წიწვოვანებს ბუტკო არ აქვთ(მაშასადამე,არც ნაყოფი ჰქონიათ),თესლკვირტები აქ ღიაა(შიშველი) და ქარის მოტანილი მტვრის მარცვლები პირდაპირ მათ ეცემა (წიწვოვანები ე.წ. შიშცელთესლოვანთა ჯგუფს ეკუთვნიან). წიწვოვანნი-შიშველთესლოვან მცენარეთა ყველაზე მრავალფეროვანი ქვეკლასია.ძირითადად ხეებია,იშვიათად-ბუჩქები.ჩვეულებრივ მარადმწვანეა,მაგრამ ძოგჯერ(მაგალითად ლარიქსი)ფოთოლმცვენიც.წიწვოვანთა მერქანი შედგება გარემოიანფორებიანი ტრაქეიდებისგან.მერქანის პარენქიმა სუსტად ან სრულიად არ არის განვითარებული.წლიური რგოლები კარგადაა გამოხატული.ქერქსა და მერქანში ფისის სავალებია.წიწვოვანტა ფოთლები მთლიანია,ნემსისებრი(წიწვი),მჯდომარე,ძოგჯერ ქერქლისებრი და ფირფიტისებრია(ხაზური და ლანცეტა),აქვთ ქსერომორფული აგებულება. წიწვოვანთა განაყოპიერება ხდება ქარით დამტვერვის შემდეგ.ვითარდება ჩანასახი,რომელიც გარემოცულია ენდოსპერმით და აქვს 2-15 ლებანი:წიწვოვანთა ვეგეტატიური გამრავლება ძლიერ სუსტადაა გამოხატული.თანამედროვე წიწვოვანთ მიეკუთვნება 8 ოჯახი,რომლებშიც შედის 55-მდე გვარი (600-მდე სახეობა),აქედან საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ 15-მდე სახეობა. წიწვოვან ანუ გირჩოსან მცენარეებს ორნაირი გირჩი აქვთ:მამრობითი და მდედრობითი.მამრობითი გირჩები მეტწილად ჯგუფებადაა შეკრებილი ნორჩ ტოტებზე ,იშვიათად გვხვდება თითო-თითოდ.თითოეული მამრობითი გირჩა შედგება ქერქლებისაგან(მტვრიანებისაგან),რომლებზეც იგი სკდება და მტვერი გარეთ ცვივა.ამას წიწვოვანების ყვავილობას ეძახიან.ეს მეტწილად გაზაფხულობით ხდება.ამ დროს წიწვოვანების ტყეში მტვრის კორიანტელი დგას ხოლმე,მიწაც ყვითლადაა მოფენილი,რაც მოყრილ გოგირდს მოგვაგონებს.მამრობითი გირჩიდან მტვერს ადვილად იტცებს ქარი გა გადააქვს მდედრობით გირჩებზე,რომლებიც ტოტებზეა განლაგებული.დაყვავილების შემდეგ მამრობითი გირჩები ცვივა. მდედრობითი გირჩაც, რომელიც იმავე ან სხვა ხეზე ვითარდება,ქერქლებისგან შედგება.ეს ქერქლები ორგვარია: მფარავი და სათესლე.სათესლე ქერქლების უბეებში მეტწილად ორ-ორი თესლკვირტი ვითარდება..მფარავი და სათესლე ქერქლები ძოგჯერ შეზრდილია და მათი გამიჯვნა შეუძლებელი ხდება(ფიჭვი,ნაძვი).დამტვარვის შემდეგ თესლკვირტში ხდება განაყოფიერება.გირჩის ქერქლები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს.გირჩა იხურება,იზრდება და როდესაც მომწიფდება,მისი ქერქლები ერთიმეორეს დასცილდება,გირჩა კვლავ იხსნება გაიშლება და თესლკვირტიდან განვიტარებული,მომწიფებული თესლი გადმოიფანტება.