cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

ფრინველთა სამყარო

by თამარ ლიპარტელიანი — last modified 2011-01-08 12:47 Share


გაკვეთილის გეგმა

 

გაკვეთილის მთავარი თემა

ვესაუბრები მოსწავლეებს შინაური და გარეული ფრინველების შესახებ. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდირებული შინაარსის მიხედვით

     სახელმძღვანელოს მიხედვით

     სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მიერ გამოხატული ინტერესების მიხედვით. კლასში დავსვამ ცნობიმოყვარეობი გაღვივებისათვის ამ

კითხვას: რა ვიცით ფრინველების შესახებ? რაც უბიძგებს მოსწავლეებს კვლევა-ძიებისაკენ.

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა პროფილი

კლასში არის 22 მოსწავლე. კლასში არცერთ ბავშვს არ ესაჭიროება განსაკუთრებული მიდგომა.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

გაკვეთილი აქტიურია თემიდან გამომდინარე. ფრინველთა სამყაროს მოსწავლეები მეტ-ნაკლებად იცნობენ. ჩემ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი ხელს შეუწყობს მეტი ცოდნის, ინფორმაციის და უნარ-ჩვევების დაუფლებაში. მოსწავლეები გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ ინფორმაციას თემასთან დაკავშირებით, რაც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება დღევანდელი გაკვეთილის თემაზე გადასვლაში. ასე მოხდება ინტეგრირება ძველი და ახალი ინფორმაციის.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ამ გაკვეთილის აქტუალობა მდგომარეობს შემდეგში:

გაკვეთილის თემიდან გამომდინარე მოსწავლეებს გავაცნობ პროგრამით გათვალისწინებულ ტექსტს, კერძოდ ,,ყიყლიყო,,

კითხვის უნარის გავარჯიშება - შეძლოს შინაარსობრივად დატვირთული ქვეტექსტების შემცველი მხტვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება.

ზეპირმეტყველების უნარის გავარჯიშება.

მეხსიერებისა და ყურადღების გავარჯიშება - შეძლოს ტექსტის დეტალების გახსენება.

შეძლებენ საუბარს ამ ტექსტის ირგვლივ რომელიმე კონკრეტულ შინაურ ან გარეულ ფრინველზე.

თავისუფლად შეძლებენ ტექსტის დეტალების გახსენებას.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად იციან შინაური და გარეული ფრინველების შესახებ. ისინი ერთმანეთისაგან გაარჩევენ შინაურ და გარეულ ფრინველებს, რაც ხელს შეუწყობს ამ გაკვეთილის წარმატებით ჩატარებას.

შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები შეძლებენ შინაარსობრივად დატვირთული ქვეტექსტების შემცველი მხატვრული ტექსტის წაკითხვას და გაგებას.

შეძლებენ საუბარს ამ ტექსტის ირგვლივ კონკრეტულ რომელიმე შინაურ ან გარეულ ფრინველზე. თავისუფლად შეძლებენ ტექსტის დეტალების გახსენებას.

მოახდენენ ზეპირ პრეზენტაციას. იმსჯელებენ თემის ირგვლივ და აგრეთვე ექნებათ წერითი სამუშაო, კერძოდ ,,ბებოს მამალი,,.

გამოვიყენებ განმავითარებელ, ინდივიდუალურ ჯგუფურ თვითშეფასებას.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ფურცელი, ფერადი ფანქრები, სახელმძღვანელო.

აუცილებლად გამოვიყენებ ისტ-ის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს. დამჭირდება ერთი კომპიუტერი, ეკრანი და პროექტორი

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

დამჭირდება ინფორმაციის ცოდნა თემის ირგვლივ ანუ უფრო კონკრეტულად, ფრინველთა სამყაროს შესახებ. ამ გეგმის განსახორციელებლად დამჭირდება 3 კვირა.

წინარე ცოდნის გააკტიურებას მოვახერხებ კითხვა-პასუხის საშუალებით. გამოვიწვევ მათ ინტერესს. მოვახდენ კონკრეტულ თემაზე მათ ფოკუსირებას.

წაკითხულის მოსმენით მოვახერხებ ნასწავლი მასალის გაერთიანებასა და განმტკიცებას, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის საშუალებით.

მოსწავლეების ორგანიზებას მოვახერხებ ჯგუფში და მთელ კლასთან.