cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

,,ქართული ენა“. ასო ბგერა “ლ“-ს გაცნობა.

by როზა ჭეჟია — last modified 2011-01-08 11:15 Share
       გაკვეთილის თემა ასო ბგერა “ლ“- ს გაცნობა. ტექსტი - “მამალი“.
                                                        გაკვეთილის მსვლელობა                                                                        
                                                           გაკვეთილი პირველი                                                         
                                                                       შინაარსი

  -- გამოწვევა -5 წუთი
.

,,ქართული ენა“. ასო ბგერა “ლ“-ს გაცნობა. - Picture 001.jpg


ნასწავლი ასოების გამოყენებით ვაგებთ “ცოდნის კედელს”. მოსწავლეები ,,აგურებში’’ წერენ ასოებს. ბევშვებს ვთხოვ თვალი გააყოლონ “ჯადოსნურ ჯოხს" და ამოიკითხონ სიტყვები: სიკეთე, მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება და სხვ. ამოკითხულ სიტყვებს ვათავსებთ ,„სიტყვის ტომარაში“ (სიტყვებს გიორგისათვის ვაგროვებთ)
(სურათი №2)

,,ქართული ენა“. ასო ბგერა “ლ“-ს გაცნობა. - Picture 019.jpg


“გაახმოვანე და დამიბრუნე“. ბგერებს ვითომ “ვესვრი” ისინი ვითომ “იჭერენ” ახმოვანებენ და ამ ასოზე დაწყებულ სიტყვებს უკან მიბრუნებენ. მაგ: “ს"-სიხარული , ,,თ"-თაფლი , ,,ჩ"-ჩურჩხელა”. ნაპოვნ სიტყვებს ვწერთ სიტყვის ტომარაში.

,,ქართული ენა“. ასო ბგერა “ლ“-ს გაცნობა. - Picture 0044.jpg


1.ტანსაცმლის შესაკრავი;
2.რქიანი ცხოველი;
3.ხე რომლის ნაყოფიც ღორს უყვარს;
4.სუსტი ქარი;
5.ძვირფასი თვალი;
6.პრანჭია ცხოველი;
  1.  იპოვეთ სიტყვათა სწორი განლაგება წინადადებებში.
  2. გამოიკვლიე: რამდენი სიტყვაა წინადადებაში?
  3.  რომელია პირველი? მეორე? და ა.შ.
  4. რამდენი მარცვალია სიტყვაში?  
ფიზკულტურული პაუზა 5 წუთი.
გოგონები
როგორ შვენის ლურჯი კაბა ლალის
და ზედ ორი თეთრი ფერის ზოლი,
 მაშ ვიცეკვოთ თქვენ დაჰკარით ტაში,
ტაში ბიჭო აბა ტაში, ტაში.

ბიჭები
ახლა ნახეთ ჩვენ როგორა ვცეკვავთ,
შემოგვხედეთ სულ ცერებზე ვდგავართ,
მაშ ვიცეკვოთ თქვენ დაჰკარით ტაში,
ტაში ბიჭო აბა ტაში, ტაში.
ფიზკულტურული პაუზის შემდგომ მოსწავლეებს ვთხოვთ წიგნებს მიუბრუნდნენ. ვუთითებთ სახელმძღვანელოში მოცემულ სიუჟეტურ სურათს. (სურათი №4)

,,ქართული ენა“. ასო ბგერა “ლ“-ს გაცნობა. - сканирование.jpg

კითხვა-დავალებები სურათის განხილვისათვის:

  1. სად ხდება მოქმედება?
  2.  რატომ წევს ბიჭუნა?
  3. რა მინიშნებაა საამისოდ?
  4.  ხომ არ ხედავთ სურათზე რაიმეს რაც თქვენი აზრით უჩვეულოა?
  5.  თქვენ როგორ მოიქცეოდით, რა განცდა დაგეუფლებოდათ ბებიის ადგილას?
  6. ბიჭის ადგილას?
  7. როგორ გამოხატავდი გაოცებას?
  8. როგორ გამოხატევენ ბებია და ბიჭი გაოცებას?
  9. როგორ იყივლებდა მამალი?
  10. როგორ მოხვდა მამალი ამ გაუგებრობაში?
  11. როგორი ფრინველია მამალი?
  12. რატომ ეძახიან შინაურს?
  13.  რა ემტერება მას?
კითხვა-დავალებები სიმღერის გარჩევისათვის:
  1.  ვისი პარტიაა ხმამაღალი?
  2. ვისი პარტიაა ხმადაბალი?
  3. გამოარჩიეთ და დაასახელეთ: ხელოვნური, ბუნებრივი, მუსიკალური და არამუსიკალური ბგერები.
  4.  განცდები მუქი და ნათელი ფერებით ნახატის სახით გადმოეცით.
  1. როგორ მოიქცა მამალი?
  2. როგორ მოიქცა მელია?
  3.  როგორი განზრახვა ჰქონდა მელას?
  4.  თქვენი აზრით როგორ დამთავრდება მელიისა და მამლის თავგადასავალი?
  5. რამ შეაშინა მელია და რატომ?
მოვისმინოთ რა მოხდა? (ნ. დუმბაძის ლექსი “მამალი” – კითხულობა მასწავლებელი)
 როცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა ბაბუამ თქვა: რა ვქნათო?
ბებიამ თქვა: -სასწრაფოდ მამლაყინწა დავკლათო.
ჰოდა ეს რომ გავიგე, მამმალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად კარადაში დავმალე.
მერე, იცით რა მოხდა? ბებომ შიშით იკივლა. . .
იმ სულელმა მამალმა კარადაში იყივლა.
            -გაგეცინათ ლექსის წაკითხვის დროს? რატომ?
            იცით რა ქვია ამგვარი ხასიათის ლექსებს?
                                      ესაა იუმორისტული ხასიათის ლექსი.
 დავალება მეცხრე : შევადგინოთ წინადადება:
 “მამალმა კარადიდან იყივლა“
რამდენი სიტყვაა ამ წინადადებაში?
გამოვყოთ სიტყვა - “მამალი“.
 დავყთ ასო-ბგერებად (ხმოვნის წარმოთქმის დროს მტევანი გავშალოთ, თანხმოვნის წარმოთქმის დროს _ მუშტი შევკრათ).
დავასახელოთ “ლ”-ზე დაწყებული სიტყვები.
დავალება მეათე : დიდაქტიკური თამაში
- “აბა სცადე“  მასწავლებელი ასახელებს სიტყვას, შემდეგი მოთამაშე (უკვე, ბავშვი) სიტყვის ბოლო მარცვლით იწყებს მომდევნო სიტყვას, და ასე თანმიმდევრობით იბმება ჯაჭვი (ყოველი მომდევნო სიტყვა წინას ბოლო მარცვლით იწყება, მაგ.; თევ-ზი, ზი-ნა, ნა-ტო, ტომა-რა და ა. შ.)……

                                                              გაკვეთილი მეორე

დავალება მეთერთმეტე : “ცოდნის მატარებელი“
 ბავშვები “სხდებიან“ წარმოსახვით მატარებელში და სიმღერით (“ჩემო პატარა გუგულო“) მიდიან დაფასთან - ესალმებიან ახალ ასო-ბგერას. ასო-ბგერა “ლ“ იკითხება ხმოვნებთან: ლა _ ლე _ ლი _ ლო _ ლუ

,,ქართული ენა“. ასო ბგერა “ლ“-ს გაცნობა. - Picture 017.jpg

დავალება მეთორმეტე: “ჯადოსნური ჯოხი“
 იმსი დასადგენად არჩევენ თუ არა ბავშვები ასო-ბგერებს ერთმანეთისგან მასწავლებელი “ჯადოსნური ჯოხის“ დახმარებით აკითხებს უაზრო მარცვლების გროვას. თითო მარცვალს კითხულობს თითო ბავშვი “მიკროფონი“ გადაეცემათ მონაცვლეობით.

,,ქართული ენა“. ასო ბგერა “ლ“-ს გაცნობა. - Picture 023.jpg

შინაარსის რეალიზება 20 წუთი.

ვუჩვენებთ ასო-ბგერა “ლ“-ს.
გრაფიკული ანალიზი დაფაზე: - იწერება შუა ხაზს ქვევით. სამ უჯრაში. კითხვები:
რომელი ბგერის მოხაზულობა გავს “ლ“-ს?
ტექსტს სანიმუშოდ კითხულობს მასწავლებელი, შემდეგ კითხვაში გაწაფული მოსწავლე.
კითხვა: რომელი სიტყვებია ტექსტში გაუგებარი?
მოსწავლეები თავიანთ ვარაუდებს შეულამაზებლად და გულახდილად გამოთქვამენ, მასწავლებელიც უერთდება მათ და მინიშნებებით მიყავს სიტყვათა ზუსტი მნიშვნელობის ამოცნობამდე.
ა)მოძებნეთ სიტყვები, რომელშიც ყველაზე მეტი ასო- ბგერაა;
ბ)მოძებნეთ სიტყვები, რომელშიც ყველაზე ცოტა ასო-ბგერაა;
გ) მოძებნეთ მეოთხე სტრიქონის III სიტყვას;
დ) მოძებნეთ II წინადადება.
მელამ მოგაგნო მამალო
მურას მოუხმე მალეო,
სანამ მშველელი მოგივა
მაყვლნარში მიიმალეო.
მუსიკის ხმაზე თითების ვარჯიში.
ინდივიდუალური წერითი ვარჯიში დაფასთან.
დავალება : გამოწერეთ რვეულში ასო-ბგერა “ლ“ და სიტყვა “მამალი“.
  1. როგორ განწყობაზე ხართ?
  2. რა შეისწავლეთ?
  3. რა მოგეწინათ გაკვეთილიდან?
  4. რის გაკეთება გეხალისებოდა ყველაზე მეტად?
  5. ვინ იყო ყველაზე აქტიური?
  6. ვისი პასუხები დაგამახსოვრდა და რატომ?
ვკითხულობთ სიტყვის ტომარაში მოგროვილ სიტყვებს.
 მადლობას ვუცხადებ ბავშვებს დახმარებისათვის და ვპირდები, რომ ამ სიტყვებს აუცილებლად მივუტან გიოს.
 ვთხოვ ეს სიტყვები თვითონაც გამოიყენონ საუბრისას და გაუთბონ გულები ერთმანეთს “კეთილმეტყველებით“.