ლია ცხვარიაშვილი, თელავის მე-7 სკოლის ისტ მენეჯერი lia.7skola@gmail.com
|
გაკვეთილის თემა |
წრფივი ფუნქცია |
|
სწავლების საფეხური და კლასი საშუალო საფეხური X კლასი
|
ინტეგრირებული საგნები: მათემატიკა ლია ცხვარიაშვილი ფიზიკა ელენე მატუაშვილი ისტ ლია ცხვარიაშვილი |
|
მოსწავლეთა რაოდენობა |
22 |
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები |
• მოსწავლეები გაარკვევენ წრფივი ფუნქციის თვისებებს. (ზრდადობა, კლებადობა, დადებითობის და უარყოფითობის შუალედები, ...) • შეძლებენ წრფივი ფუნქციის გრაფიკის აგებას • გაიაზრებენ სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების მაგალითებს გავლილი მასალიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან • მოიფიქრებენ მოძრაობის შემთხვევებს, როცა მანძილისა და დროის დამოკიდებულება შეიძლება გამოისახოს წრფივი ფუნქციით |
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები /ინდიკატორები/
|
მათ. X.6. მოსწავლე იკვლევს ფუნქციის თვისებებს და იყენებს მათ სიდიდეებს შორის დამოკიდებულების შესასწავლად შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღმწერი ფუნქციისათვის (მათ შორის რეალურ ვითარებაში) ასახელებს ფუნქციის ტიპს. • სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღმწერი ფუნქციისათვის, მათ შორის რეალურ ვითარებაში, პოულობს ფუნქციის ნულებს, ფუნქციის მაქსიმუმს/მინიმუმს, ზრდადობა/ კლებადობისა და ნიშანმუდმივობის შუალედებს; ახდენს ამ მონაცემების ინტერპრეტაციას რეალური ვითარების კონტექსტში. • ცვლის ფუნქციის პარამეტრებს და ახდენს ამ ცვლილების შედეგის ინტერპრეტირებას იმ პროცესის კონტექსტში, რომელიც ამ ფუნქციით აღიწერება (მაგ. მანძილის დროზე დამოკიდებულების აღმწერ ფუნქციაში -S(t)=vt+S0 , რა გავლენას ახდენს სიჩქარის ცვლილება განვლილ მანძილზე?). • ადარებს ორ ფუნქციას, რომლებიც რეალურ პროცესს გამოსახავს (პოულობს იმ სიმრავლეს სადაც ერთი ფუნქცია მეტია/ნაკლებია მეორე ფუნქციაზე, ტოლია მეორე ფუნქციის) და ახდენს შედარების შედეგის ინტერპრეტაციას კონტექსტთან მიმართებაში.
|
|
თანამიმდევრობა აქტივობები და დრო |
აქტივობა 1 3წთ. კითხვა –პასუხი აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს: 1. რა არის ფუნქცია? 2. რა არის ფუნქციის გრაფიკი? 3. რა არის ფუნქციის განსაზღვრის არე? 4. რა არის ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე? 5. როგორი სახით შეიძლება იყოს მოცემული ორ სიმრავლეს შორის დამოკიდებულება? ერთ-ერთ მოსწავლეს ეძლევა დავალება დაფაზე დახაზოს წრფივი ფუნქციის (y=2x) გრაფიკი
• აქტივობა 2 10წთ. საშინაო დავალების პრეზენტაცია აქტივობის მიზანი: ფუნქციის აღწერის, გამოკვლევის, გრაფიკის აგების უნარ-ჩვევების განვითარება აქტივობის აღწერა: საშინაო დავალებაში ცვლადებს შორის დამოკიდებულებები უნდა გამოესახათ გრაფიკის სახით. გრაფიკი უნდა დაეხაზათ რომელიმე გრაფიკულ რედაქტორში (მაგ. Paint). განეხილათ k და b კოეფიციენტების სხვადასხვა შემთხვევები.
• აქტივობა 3 15წთ. აქტიური ლექცია აქტივობის მიზანი: მათემატიკის მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ზოგადად ფუნქციის ტიპებს. ყურადღებას ამახვილებს ცვლადებს შორის წრფივ დამოკიდებულებაზე. ლექციას აგრძელებს ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც საუბრობს წრფივი თანაბარი მოძრაობის შესახებ. აცნობს ფორმულებს, რომლებითაც აისახება ასეთი მოძრაობა, ამ დროს ეკრანზე ჩანს განვლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი.
• აქტივობა 4 8წთ. გონებრივი იერიში აქტივობის მიზანი: მიღებული ცოდნის შეჯამების უნარ-ჩვევების განვითარება აქტივობის აღწერა: ეკრანზე მოცემულია სხეულის თანაბარი მოძრაობის სიჩქარე. ასევე, მოცემულია მართკუთხა კოორდინათსა სისტემაში განვლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. მოსწავლეები ეკრანზე მიანიშნებენ სხეულის სავარუდო მდებარეობას დროის მოცემული მომენტისათვის. დავალების პირობიდან გამომდინარე, მოსწავლე იყენებს მოძრაობის ფორმულას, აანალიზებს სიდიდეებს შორის წრფივ დამოკიდებულებას.
• აქტივობა 5 3წთ. დისკუსია, ვარაუდის გამოთქმა აქტივობის მიზანი: მოძიებული ინფორმავიის წარმოდგენის, საკუთარია ზრის გამოთქმის, სხვისი მოსმენის, დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება აქტივობის აღწერა: მოსწავლეები წარმოადგენენ წრფივი დამოკიდებულების მაგალითებს, ცდილობენ ფუნქციათა კლასების წარმოდგენას ვენის დიაგრამების საშუალებით
• აქტივობა 6 3წთ. შემაჯამებელი კითხვები აქტივობის მიზანი: შესწავლილი მასალის განმტკიცება
• აქტივობა 7 3წთ. შეფასება
|
|
შეფასება
|
ვიყენებთ შეფასების ტიპებს: განმსაზღვრელი, შემაჯამებელი, განმავითარებელი, თვითშეფასება მასწავლებელი წარუდგენს წინასწარ გამზადებულ რუბრიკას: 1. რა გააკეთეთ ან თქვით ისეთი, რაც თქვენს ჯგუფს დაეხმარა სამუშოს შესრულებაში? 2. რა იყო მნიშვნელოვანი ერთობლივი მუშაობისას? 3. რა იყო ხელის შემშლელი მუშაობისას? 4. რა იყო ერთობლივი მუშაობის ნაკლი? 5. რა იყო ყველაზე დიდი მიღწევა? |
|
საკალასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები |
სახელმძღვანელო –მათემატიკა X კლ. გოგიშვილი, ვეფხვაძე და სხვ. ცარცი, დაფა, კომპიუტერი, პროექტორი |