LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე

by Rusudan10p — last modified 2011-01-08 13:27
გაკვეთილის თემა: ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე
სწავლების საფეხური: II საფეხური VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი: კლასში არის 28 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა,

აქტუალობა:

გაკვეთილი მეტად აქტუალურ თემას, გარემოს დაბინძურებას ეხება. ეს გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარება გაიგონ, რომ გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებს ქმნის ადამიანის ზემოქმედება გარემოზე, რომ ტყეების გაჩეხვა, ფაბრიკა ქარხნების, ავტომობილებისა და თვითმფრინავების მიერ გამონაბოლქვი მავნე გაზები აბინძურებენ ატმოსფეროს, სამრეწველო ნარჩენები წამლავენ ნიადაგსა და წყალს,აგრეთვე სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება აბინძურებს გარემოს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

გაკვთილის მიზანი და

შედეგი:

  • მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ გარემოს დამაბიძურებელი ფაქტორები მხოლოდ ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
  • მოსწავლეებს გამოუმუშავდეს გარემოს დაცვისა და ნარჩენების სწორად განთავსების მოთხოვნილება.
  • გაიგონ, რომ ნარჩენები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ნედლეული.
  • აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგებზე და გამოთქვამს მოსაზრებას პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ;
  • მოიძიებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებების შესახებ და სქემატურად გამოსახავს ეკოსისტემაში ამ ნივთიერებების მიმოქცევას და დაგროვებას.
წინასწარი ცოდნა: კვებითი ჯაჭვი, კვებითი ქსელი, ენერგიის გადაცემა კვებით ჯაჭვში, ბიოგეოქიმიური ციკლი წყლის ციკლი, ნახშირბადის ციკლი.
შეფასების საგანი და პროცედურები:
  • ჯგუფური მუშაობა
  • რამდენად ლოკალურია მათი მსჯელობა და დასკვნები.
  • ჩანაწერები სამუშაოს შესახებ.
  • მოვახდენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ განმსაზღვრელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, მასწავლებლის მიერ მომზადებული ელექტრონული პრეზენტაცია.
გაკვეილის მსვლელობა, პრეზენტაცია:
  • საშინაო დავალების შემოწმება (2 წთ).
  • კლასის ორგანიზება ჯგუფური მუშაობისათვის (23 წთ).
  • გონებრივი იერიში რა იციან გარემოს დაბინძურების შესახებ (57 წთ).
  • მასწავლებლის პრეზენტაცია ისტის გამოყენებით (1015 წთ).
  • ჯგუფებში დავალებების განაწილება და მუშაობა (12 წთ).
  • გაკვეთილის შეჯამება (2 წთ).
  • შეფასება (2 წთ).
  • საშინაო დავალების მიცემა (2 წთ).
შედეგები 13 45 67 810
აღწერენ ეკოსისტემაში ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებათა მიმოქცევას ვერ აღწერს ეკოსისტემაში ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებათა მიმოქცევას აღწერს ნაწილობრივად ძირითადად შეუძლია აღწეროს ეკოსისტემაში ენერგიის გადაცემა და ნივთიერებათა მიმოქცევა აღწერს სრულყოფილად, აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს, მოჰყავს მაგალითები
აღწერს ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედებას, მსჯელობს შედეგებზე და გამოთქვამს მოსაზრებებს პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ ვერ აღწერს ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედებას და ვერ მსჯელობს შედეგებზე. ვერ აყალიბებს მოსაზრებებს პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ ნაწილობრივად აღწერს ადამიანის ზემოქმედებას გარემოზე. ნაწილობრივად მსჯელობს შედეგებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე ძირითადად შეუძლია აღწეროს ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე, მსჯელობს შედეგებზე და გამოთქვამს მოსაზრებებს პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ სრულყოფილად აღწერს ადამიანის ზემოქმედაბას ეკოსისტემაზე, ლოგიკურად მსჯელობს შედეგებზე და ნათლად წარმოაჩენს პრობლემის გადაჭრის გზებს
მოიპოვებს ინფორმაციას გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერების შესახებ და გამოსახავს სქემატურად ამ ნივთიერებების მიმოქცევასა და დაგროვებას ეკოსისტემაში ვერ ახერხებს ინფორმაციის მოპოვებას გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებებზე და ვერ გამოსახავს სქემატურად მის მიმოქცევასა და დაგროვებას ეკოსისტემაში ახერხებს ნაწილობრივად ძირითადად ახერხებს ინფორმაციის მოპოვებას გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებებზე, აკეთებს სქემებს ნივთიერებათა მიმოქცევასა და დაგროვებაზე ეკოსისტემაში სრულყოპილად მოიპოვებს ინფორმაციას გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებებზე, გამოსახავს სქემატურად ამ ნივთიერებების მიმოქცევასა და დაგროვებას ეკოსისტემაში

Creative Commons License