cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

ფიზიკის ტერმინების ლექსიკონი

by nino shengelia — last modified 2011-01-08 11:42 Share
ფიზიკის ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი


1. აირი - ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელიც ვერ ინარჩუნებს ფორმას და მოცულობას.
2. აკომოდაცია - თვალის უნარი,ნათლად გაარჩიოს საგნები სხვადასხვა მანძილზე.
3. აორთქლება - ორთქლადქცევა, რომელიც მიმდინარეობს სითხის ღია ზედაპირზე.
4. ახლომხედველობა - თვალის ნაკლი, როდესაც ადამიანი კარგად ვერ ხედავს შორეულ საგნებს.


1. ბიმეტალი ფირფიტა,რომლიც სხვადასხვა ლითონის ორი ფენისაგან შედგება.


1. გამყარება - თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადასვლის პროცესი.
2. გენერატორი - მანქანა, რომელიც მექანიკურ ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის.
3. გარდატეხის მაჩვენებელი - დაცემის კუათხის სინუსის შეფარდება გარდატეხის კუთხის სინუსთან მოცემული ორი გარემოსთვის მუდმივი სიდიდეა.
4. გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი - ნივთიერების გარდატეხის მაჩვენებელი ვაკუუმის მიმართ.
5. გეომეტრიული ოპტიკა - ოპტიკის ნაწილი,რომელშიც სინათლის ენერგიის გავრცელების კანონები შეისწავლება სინათლის სხივზე დაკვირვებით.


1. დისპერსია - სინათლის გარდატეხის მაჩვენებლის სინათლის ფერზე დამოკიდებულება.
2. დიოპტრი - ლინზის ოპტიკური ძალის ერთეული.
3. დიფუზია - ნივთიერების თავისთავად შერევის მოვლენა.
4. დიფუზური არეკვლა - ზედაპირზე დაცემული პარალელურ სხივთა კონის სხვადასხვა მხარეს გაბნევა.
5. დნობა - მყარი მდგომარეობიდან თხევადში გადასვლის პროცესი.
6. დნობის ტემპერატურა - ტემპერატურა, რომელზედაც ნივთიერება დნება.
7. დუღილი - სითხის მთელ მოცულობაში ორთქლის სწრაფად მზარდი ბუშტულების წარმოქმნა, სითხის ზედაპირზე ამოსვლა და გასკდომა.
8. დუღილის ტემპერტურა - ტემპერატურა, რომელზედაც სითხე დნება.


1. ელექტროსადგური - სადგური, რომელიც რაიმე სახის ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად.
2. ენერგია - ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს სხეულის ან სხეულთა სისტემის მიერ მუშაობის შესრულების უნარს.
3. ენერგიის მუდმივობის კანონი - ენრეგია არც ქრება და არც არაფრისგან წარმოიქმნება. ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს, ამასთან, ენერგიის საერთო სიდიდე უცველეი რჩება.
4. ექსპოზიციის დრო - დრო, რომლის განმავლობაშიც შუქმგრძნობიარე ფირზე დაცემულ სინათლეს ატარებს ფოტოგრაფიული ჩამკეტი.


1. ვატი - სიმძლავრის ერთეული.
2. ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრი - წნევის ერთეული
3. ვექტორი -მიმართული მონაკვეთი.
4. ვოლტი - ძაბვის ერთეული


1. ზეგამტარობა - განსაზღვრულ ტემპერატურაზე გამტარის წინაღობის ნულამდე შემცირების მოვლენა.


1. თვალის სიღრმე - ოპტიკური ცენტრიდან ბადურამდე მანძილი.
2. თეთრი სინათლე - მზის ხილული სინათლე.


1. კონვექცია - თბოგადაცემის ერთ-ერთი ხერხი, როდესაც ენერგია გადააქვს აირის ან სითხის ჭავლს
2. კონდენსაცია - ორთქლის სითხედ გადაქცევის პროცესი.


1. ლინზა - გამჭირვალე ოპტიკური მინა, რომელიც შემოსაზღვრულია ორი უპირატესად სფერული ზედაპირით.
2. ლუპა - შემკრები ლინზა, რომლის ფოკუსური მანძილი 2-10 სმ-ია.


1. მიკროსკოპი - ოპტიკური ხელსაწყო თვალითუხილავი საგნების დასანახად.
2. მექანიკური მუშაობა - სხეულზე მოქმედი მუდმივი ძალის მოდულისა და ძალის მიმართულებით გავლილი მანძილის ნამრავლი.
3. მზის ბატარეა - მოწყობილობა, რომელიც სინათლის ენრეგიას უშუალოდ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის.
4. მყარი - ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება განსაზღვრული ფორმით.


1. ნიუტონი - ძალის ერთეული


1. ობიექტი - ოპტიკური ხელსაწყოების ნაწილი, ლინზათა სისტემა , რომელიც მიმართულია საგნისკენ.
2. ოპტიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელშიც სინათლის მოვლენები შეისწავლება.
3. ოპტიკური ძალა - ლინზის ფოკუსური მანძილის შებრუნებული სიდიდე.


1. პოლარიზაცია -ტალღების ერთ სიბრტყეში გავლა.
2. პასკალი - წნევის ერთეული
3. პოტენციური ენერგია - სიმაღლეზე ატანილი სხეულის ენერგია
4. პოტენციომეტრი –მოძრავკონტაქტიანი რეგულირებადი ისტორი;იყენებენ ელექტრონული ძაბვის სარეგულირებლად და გადანაცვლების გადამწვდომად. პ.(კომპენსატორი) შესადარებელი ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ე.მ.ძ. ძაბვის ან ფუნქციურად მათთან დაკავშირებული სიდიდეების კომპენსაციური მეთოდით გაზომვის დროს.პ.არის ორი სახის:მუდმივი დენის და ცვალებადი დენისა.
5. პრიზმა – ოპტიკური ბრტყელი ზედაპირებით შემოსაზღვრული სხეულები, რომლებიც სიხშირეთა გარკვეული დიაპაზონისათვის გამჭირვალე მასალისგანაა დამზადებული. ეს სხეულები, გეომეტრიული თვალსაზრისით ,შეიძლება არც წარმოადგენდეს პრიზმას მკაცრი გაგებით . განასხვავებენ სპექტრულ,ამრეკლსა და საპოლარიზაციო პრიზმებს. სპექტრულს იყენებენ სინათლის დისპერსიასთნ დაკავშირებით. ამრეკლს სხივების მიმართულების შესაცვლელად . საპოლარიზაციო წრფივად პოლიზირებული სინათლის მისაღებად.
6. პროექციული ტელევიზია ოპტიკური პროექტის მეთოდით სატელევიზიო გამოსახულების მიღება დიდ ეკრანზე . პ.ტ.იყენებენ სატელევიზიო მაუწყებლოიბაში .პ.ტ–იის სისტემებში უმთავრესად იყენებენ გამოსახულების ოპტიკური გადიდების მეთოდის სინათლის ნაკადის მოდულაციასა და ლაზერულ ეფექტს. სინათლს ნაკადის მოდულაციის პრინციპით მომუშავე პ.ტ–ის სისტემაში სინათლის წყაროდ გამოყენებულია ქსენონის მძლავრი ნათურა. კონდენსორის საშუალებით სინათლის წყარო თანაბრად ანათებს მოდულატორის ზედაპირს, რომლის ცალკეული უბნები სატელევიზიო სიგნალის ზემოქმედებით სხვადასხვა გამჭირვალობის ხდება.მოდულირებული სინათლის ნაკადი საპროექციო ობიექტივის საშუალებით ეკრანს ეცემა და მასზე მიიღება სატელევიზიო გამოსახულება.
7. პროფილომეტრი – ხელსაწყო, რომელიც ზედაპირის უსწორობებს კონტაქტური მეთოდით ზომავს, გაზომვის შედეგებს კი სკალაზე აითვლის. ათვლის შდეგებს იყენებენ ამ უსწრობების ზედაპირის სიმქინის შესაფასებლად .პ–ში სიგნალი მიიღება ალმასის ნემსოვანი გადამწოდიდან. ნემსი საკონტროლო ზედაპირის პერპენდიკულარულად გადაადგილდება.ელექტრონული მაძიებლის გავლის შემდეგ სიგნალი ინტეგრირდება ზედაპირის სისქის განსაზღვრულ სიგრძეზე შესაფასებელიპარამეტრის გასაცემად.


1. რადიოინტერფერომეტრი – იარაღი, რომელსაც რადიოასტრონომიული დაკვირვებებისათვის იყენებენ. შედგება ერთმანეთისაგან D მანძილით დაშორებული და ერთმანეთთან კაბელური ,სარეტრანსლაციო ხაზით დაკავშირებული ორი ანტენისაგან. კოსმოსური რადიოსიგნალები 1–ლი და მე– 2 ანტენებიდან გაიცემა საერთო მიმღებზე (დეტექტორზე), სადაც ხდება მათი რეგისტრაცია და გაანალიზება. შესაძლებელია ანტენების მიერ მიღებული სიგნალების ჩაწერა და შემდგომ მათი დამუშავება გამომთვლელი ელექტრონული მანქანების მეშვეობით.
2.რადიოლოკაცია – მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომლის ამოცანაა სხვადასხვა ობიექტზე რადიოტექნიკური მეთოდებით დაკვირვება, ობიექტის გამოვლენა, გარჩევა, მისი კოორდინატების გაზომვა და სხვა მახასიათებლების დადგენა, რითაც ზომავენ მანძილს ობიექტამდე, სიგნალის მოსვლის მიმართულებას, ობიექტის მოძრაობის რადიალურსა და კუთხურ სიჩქარეებს და ა.შ.
3.რადიომეტრები – რადიოაქტიურობის გამზომი .ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ელექტრომაგნიტური გამოსხივების თბური ენერგიის გასაზომად. მეტროლოგიაში ამ ტიპის რ–ით იკვლევენ მზის რადიაციას.
4.რადიოტელესკოპების მიმღები მოწყობილობა , რომელიც ანტენასთან ერთად გამოიყენება ასტრონომიული ობიექტების რადიოდიაპაზონის გამოსხივების შესასწავლად. ბგერის წნევის გამზომი ხელსაწყო.
5.რადიოტალღასატარი – დიელექტრიკული არხი, რომელსაც იყენებენ რადიოტალღების გასავრცელებლად. არხის გვერდითი ზედაპირი არის ორი გარემოს გამყოფი საზღვარი. როცა ტალღა ამ საზღვარს გაცდება, მკვეთრად შეიცვლება დიელექტრიკული, ან მაგნიტური შეღწევადობა და ელექტროგამტარობა.
6.რეაქციათა ურთიერთობის პრინციპი – რელეის თეორემა, წრფივად დეფორმირებადი სხეულის თვისება, რომელიც გამომდინარეობს მუშაობათა ურთიერთობის პრინციპიდან. რ.უ.პ–ს იყენებენ მასათა გამძლეობასა და საამშენებლო მექანიკაში, როცა გადაადგილებათა მეთოდით ანგარიშობენ სტატისტიკურად ურკვევ სისტემებს.
7.რეგენერატორი – თბოტექნიკაში მძიმე თბოგადამცემი. რომელშიც სითბოს გადაცემა ხდება თბოგადამტანის რიგრიგობით შეხებით აპარატის ერთსა და იმავე ზედაპირთან. „ცხელ“ თბოგადამტანტან შეხების დროს რეგენერეტორის დროს კედლები ცხელდება. „ცივთან“– ცივდება.
8.რევერბენატორი – რევერბენაციის ეფექტის ხელოვნურად შესაქმნელი მოწყობილობა,რომელსაც იყენებენ უპირატესად რადიო და სადენიანი მაუწყებლობის პროგრამების შედგენისას, სატელევიზიო პროგრამების ბგერითი თანხლებისა და ბგერათჩაწერის დროს. რ–ის .შესასვლელს გადაეცემა ბგერითი ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული სიგნალი.რ. კრებს ამ ძირითად სიგნალსა და კლებადი ამპლიტუდის მქონე იმ ელექტრონული სიგნალების თანმიმდევრობას, რომელთაც გადააქვს იგივე ინფორმაცია, მაგრამ ძირითადი სიგნალის მიმართ არის დაყოვნებული. მეტად გავრცელებულია მაგნიტურფურცლოვანი და ზამბარიანი რევერბერატორები.
9.რეკორდერი – ელექტრონული სიგნალების საჭრისის ჩამწერი წვეროს მექანიკურ რხევებად გარდამქმნელი მოწყობილობაა. იყენებენ მექანიკური ჩაწერის აპარატებში. მეტად გავრცელებულია დინამ. რეკორდერი მონოფიზიკური და სტერეოფონიკური ჩაწერისათვის.


1. საუკეთესო ხედვის მანძილი - თვალიდან საგნამდე მინიმალური მანძილი, რომელზეც შესაძლებელია საგნის დეტალების კარგად გარჩევა თვალის დაძაბვის გარშე.
2. სარკული არეკვლა - საკმაოდ გაპრიალებული, გლუვი ზედაპირიდან სინათლის არეკვლა.
3. სიმკვრივე - სიდიდე, რომელიც ტოლია სხეულის მასისა და მისი მოცულობის შეფარდებისა.
4. სინათლის სხივი - წარმოსახვითი წრფე, რომლის გასწვრივაც ვრცელდება სინათლის ენერგია.
5. სპექტრი - ხილული სინათლის ფერები: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.


1. ტელესკოპი - ასტრონომიული ოპტიკური ხელსაწყო ცის მნათობებზე დასაკვირვებლად.
2. ტრანსფორმაცია - აპარატი, რომელიც ელექტრულ ძაბვას ზრდის და ამცირებს.


1. ულონი - მუხტის ერთეული


1. ფარადეის კანონები -ეხება ელექტრონულ მოვლენებს
2. ფოტოელემენტი - ხელსაწყო, რომელიც სინათლის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის.


1. შინაგანი ენერგია - სხეულის შემადგენელი ყველა ნაწილაკის ქაოსური მოძრაობის კინეტიკური და მათი ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამი.
2. შორსმხედველობა - თვალის ნაკლი, როდესაც ადამიანი კარგად ვერ ხედავს ახლო მდებარე საგნებს.
3. შლეიფი ტექნიკაში რეაქტიული შლეიფი (ზემაღალი სიხშირის ტექნიკაში), გადამცემი ხაზის მონაკვეთი , რომელიც ჩართულია ზემაღალი სიხშირის ენერგიის გადამცემ ძირითად ხაზში. შლეიფს განიხილავენ როგორც ორპოლუსას ნაირსახეობას, რომელსაც აქვს გარკვეული ინდუქციური ან ტევადობიდი რეაქტიული წინაღობა.
4. შმიდტის რიცხვი ერთ–ერთი მსგავსების კრიტერიუმი სითხეების ან აირების მოძრაობისა. რომლებშიც არსებითია შიდა ხახუნისა და დუფუზიის პროცესები.
5. შტარკის ეფექტი სპექტრული ხაზების გახლეჩა ელექტრულ ველში აღმოაჩინა ი. შტაკმა 1913 წელს წყალბადის ატომების სპექტრის შესწავლისას. შტარკის ეფექტი შეინიშნება ატომებისა და სხვა კვანტური სისტემების სპექტრებში. მისი მიზეზია კვანტური სისტემის ენერგიის დონეების წინაცვლება და ქვედონეებად გახლეჩა ელექტრონულ ველში. ამიტომ ტერმინი შტარკის ეფექტი მიეკუთვნება არა მარტო სპექტრული ხაზების გახლეჩას ელექტრულ ველში არამედ ენერგიის დონეების წინაცვლებასა და გახლეჩასაც ამ ველში.
6. შტერნ გერლახის ცდა – ცდა, რომელიც ექსპერიმენტულად ამტკიცებს, რომ ატომის მაგნიტური მომენტის პროექცია გარემაგნიტური ველის მიმართულებაზე ღებულობს მხოლოდ განსაზღვრულ მნიშვნელობებს(იგი სივრცულად დაკვანტულია)
7. შუქძალა – სიდიდე რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ოპტიკური სისტემის გამოსახულებათა სიბრტყეებში განათებულობები.


1. ჩამრაზი – ხელით სამართი ელექტრული საკუმატაციო აპარატი, რომლის დანიშნულებაა ელექტრული წრედების ჩართვა, გამორთვა და გადართვა ან ელექტრული დატვირთვისას(როცა ძაბვა 220 ვ.–მდეა მუდმივი დენისა და 380ვ–მდე ცვლადი დენის დროს) ან მაშინ როცა წრედში დენი არაა; ჩუმი განმუხტვა ნელი განმუხტვა არათავისთავადი ელექტრული განმუხტვა აირში; წარმოშობა ელექტროდებს შორის მცირე ძაბვის დროს მაიონეზებელი ნაწილაკების უწყვეტი ნაკადის ან გარედან გამოსხივების ზემოქმედებით


1. ცენტრალური ძალა –მატერიალურ სხეულზე მოდებული ძალა, რომლის მოქმედების წრფე მატერიალური სხეულის ნებისმიერი მდებარეობის დროს გადის ძალთა ცენტრად წოდებულ ერთსა და იმავე უძრავ წერტილზე.
2. ცენტრიდანული ძალა – ძალა, რომლითაც მოძრავი მატერიალური წერტილი მოქმედებს სხეულზე (ბმაზე), რომელიც ზღუდავს წერტილის მოძრაობას და აიძულებს მას იმოძრაოს მრუდწირულად.
3. ცენტრისკენული ძალა – მატერიალურ წერტილზე მოქმედი ძალა, რომელიც მიმართულია მისი ტრაექტორიის მთავარი ნორმალის გასწვრივ სიმრუდის ცენტრისკენ(წრეწირზე წერტილის მოძრაობისას – წრეწირის ცენტრისკენ). ცენტრისკენული ძალის მოქმედებით თავისუფალი მატერიალური წერტილი მრუდწირულად მოძრაობს. წრფივი მოძრაობისას ცენტრისკენული ძალა ნულის ტოლია.
4. ცვლადი დენი – ელექტრული დენი რომლის ძალა და მიმართულება პერიოდულად იცვლება გარკვეული კანონების მიხედვით. სიმძლავრე განისაზღვრება ძაბვისა და დენის ძალის მოქმედ მნიშნელობათა მეშვეობით.
5. ცხელი ატომები – ბირთვული გარდაქმნისას წარმოქმნილი ატომები, რომელთაც აქვთ ჭარბი(ჩვეულებივ ატომებთან შედარებით) კინეტიკური ენერგია. ცხელ ატომებს იყენებენ ნიშანდებული ნაერთების სინთეზის იზოტოპების დაყოფისას და გამდიდრების დროს.
6. ცხენის ძალა – სიმძლავრის მოძველებული ერთეულია. იგი შემოიღეს 18–ე საუკუნეში როცა აუცილებელი გახდა ორთქლის ძრავასა და ცხენის მუშაობათა უნარის შედარება. ტერმინი ცხენის ძალა მცდარია, რადგან მასში იგულისხმება სიმძლავრე და არა ცხენის ძალა.


1. ძაბვა – ელექტრული ფიზიკური სიდიდე, რომელიც უდრის ელექტრული წრედის ან ელექტრული ველის ორ წერტილს შორის ელექტრული ველის მიერ შესრულებულ მუშაობას ერთეული დადებითი მუხტის გადაადგილებისას ველის ერთი წერტილიდან მეორეში.
2. ძალა ( მექანიკაში ) – სიდიდეა, რომელიც მოცემულ სხეულზე სხვა სხეულების მექანიკური მოქმედების ზომაა ეს მოქმედება იწვევს სხეულის წერტილების სიჩქარეთა ცვლილებას ან სხეულის დეფორმაციას და შეიძლება წარმოქმნას როგორც უშუალო კონტაქტისას, ისე სხეულთა მიერ შექმნილი ველების მეშვეობით(გრავიტაციული ველი, ელექტრომაგნიტური ველი). ძალთა დაყვანა – მყარ სხეულზე მოდებული ძალთა სისტემის გარდაქმნა სხვა მის ეკვივალენტურ, კერძოდ უმარტივეს , სისტემად. ზოგად შემთხვევაში ძალთა ნებისმიერი სისტემა ნებისმიერ ცენტრზე დაყვანისას იცვლება ერთი ძალით, რომელიც სისტემის ძალთა გეომეტრიული ჯამის(მთავარი ვექტორის) ტოლია და მოდებულია დაყვანის ცენტრის მიმართ ყველა ძალის მომენტების გეომეტრიული ჯამის (მთავარი მომენტის) მომენტის მქონე ერთი წყვილძალით.
3. ძალთა ველი – სივრცის ნაწილია(შემოსაზღვრული ან უსაზღვრო), რომლის ყოველ წერტილში მოთავსებულ მატერიალურ ნაწილაკზე მოქმედებს განსაზღვრული ძალა, რომელიც დამოკიდებულია ან მხოლოს ამ წერტილის X Y Z კორდინატებზე ან XYY Z კორდინატებსა T დროზე.
4. ძალის მომენტი – სიდიდეა რომელიც ახასიათებს ძალის ბრუნვის ეფექტს, როცა ეს ძალა მყარ სხეულზე მოქმედებს. ძალის მომენტი მექანიკის ერთ–ერთი ძირითადი ცნებაა. განასხვავეენ ძალის მომენტს ცენტრის (წერტილის) და ღერძის მიმართ.
5. ძალური გადაცემა – მექანიზმი, რომელიც ძრავიდან მომხმარებელს გადასცემს ენერგიას ძალთა ( მაბრუნი მომენტების ) გაზრდით სიჩქარის (ბრუნვის სიხშირის) შემცირების ხარჯზე, ზოგჯერ კი ცვლის მოძრაობის ხასიათს. ტერმინი მოძველებულია, მის ნაცვლად იხმარება ტრანსმისია.
6. ძალური დანადგარი – ძრავები და დამხმარე მოწყობილობა, რომლთა დანიშნულებაა მექანიკური ენერგიის მიღება პირველადი ენერგეტიკული რესურსების (სათბობი, ქარი , წყალი და სხვ.) გამოყენების ხარჯზე. გამოყენებული ენერგიის სახეობის მიხედვით ძალური დანადგარები არის თბური, ჰიდრავლიკური, ბირთვული (ატომური) და სხვ..
7. ძალწირი რომელიმე ძალურ ველში (ელექტრული, მაგნიტური. გრავიტაციული) გავლებული წირი, რომლის მხებები სივრცის ყოველ წერტილში მოცემული ველის დამახასიათებელი ვექტორის (გრავიტაციული ან ელექტრული ველის დაძაბულობანი მაგნიტური ინდუქცია) მიმართულებას ემთხვევა. ძალწირების მეშვეობით ძალთა ველის გამოსახვა ნებისმიერი ვექტორული ველის დენის წირებით გამოსახვის კერძო შემთხვევაა.


1. წამი – დროის ერთეულია, ერთეულია საერთაშორისო სისტემის შვიდი ძირითადი ერთეულიდან ერთ–ერთი. მისი აღწარმოება ხდება სიხშირისა და დროის ცეზიუმის ეტალონების მეშვეობით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ განსაზღვროთ ცეზიუმის ატომების გამოსხივების სიხშირე ორ ფიქსირებულ ენერგეტიკულ დონეს შორის.
2. წინაღობა აკუსტიკური – მახასიათებელია რომელიც შემოაქვთ აკუსტიკური სისტემების რხევების განხილვისას და რომელიც ბგერითი წნევის ფარდობისა მოცულობით რხევით სიჩქარესთან.
3. წინაღობა აქტიური – ელექტრული, იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე რომელსაც ცვლად დენს უწევს წრედის (მისი უბნის) ის წინაღობა, რომელიც გაპირობებულია ელექტრული ენერგიის შეუქცევი გარდაქმნით ენერგიის სხვა ფორმად (უმეტესად სათბურად)
4. წინაღობა ელექტრული – იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე რომელსაც უწევს ელექტრულ დენს ელექტრული წრდეი (ან მისი უბანი). ზომავენ ომებით. ელექტრულ წინაღობას განაპირობებს ელექტრული ენერგიის გადაცემა ან გარდაქმნა სხვა სახის ენერგიად.
5. წინაღობა ინდუქციური –იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდეა რასაც ცვლად დენს უწევს წრედის (მისი უბნის), ინდუქციურობა. ზომავენ ომებით.
6. წინაღობა მაგნიტური – მაგნიტური წრედის მახასიათებელია წინაღობა მაგნიტური უდრის მაგნიტურ წრედში მოქმედი მაგნიტმამოძრავბელი ძალის ფარდობას წრედში შექმნილ მაგნიტურ ნაკადთან.
7. წინაღობა ომური – ადრინდელი სახელწოდება აქტიური წინაღობის ზღვრული მნიშვნელობისა. ტერმინი წინაღობა ომური ხაზს უსვამს ომის კანონის არსებობას.
8. წინაღობა რეაქტიული – ელექტრული იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე, რასაც ცვლად დენს უწევს წრედის (მისი უბნის) ელექტროტევადობა და ინდუქციურობა. ზომავენ ომებით.
9. წინაღობა სრული – ელექტრული წრედის წინაღობა იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდეა. რასაც ელექტრულ დენს უწევს წრედი. ზომავენ ომებით.
10. წინაღობა ტევადობითი – ამ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე რასაც ცვლად დენს უწევს წრედის (მისი უბნის) ელექტრო ტევადობა. ზომავენ ომებით.
11. წინაღობის ელექტრული ღუმელი – ღუმელი, რაშიც გამოიყენება აქტიურ წინაღობიან გამტარებში ელექტრულ დენის გავლისას გამოყოფილი სითბო. იყენებენ ადვილადდნობადი ლითონებისა და შენადნობების ჩამოსხმისას მასალებისა და ნაკეთობების გასაშრობად, პლასტმასების წარმოებაში და სხვა.
12. წნევა – ფიზიკური სიდიდეა რომელიც რიცხობრივად უდრის ფართობის ერთეულზე მოქმედ ძალას; იგი ახასიათებს იმ ნორმალური (ზედაპირის პერპენდიკულარული) ძალების ინტენსიურობას რომლებითაც ერთი სხეული მოქმედებს მეორე სხეულის ზედაპირზე.
13. წონასწორობის მდგრადობა – წონასწორობაში მყოფი მექანიკური სისტემის უნარი მცირე შეშფოტების (შერყევა, ბიძგი) შემდეგ დაუბრუნდეს თავის წონასწორულ მდგომარეობას.
14. წყვილძალა – ძალთა წყვილი მყარ სხეულზე მოქმედი ორი ისეთი ძალის სიტემაა, რომლებიც აბსოლიტური სიდიდით ერთმანეთის ტოლია და ურთიერთსაწინაამღდეგო მხარეს არიან მიმართული. წყვილძალის მოქმედებას მყარ სეულზე ახასიათებენ მისი მომენტით რომელიც M ვექტორით გამოისახება.
15. წვის კუთრი სითბო - ფიზიკური სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს ,სითბოს რა რაოდენობა გამოიყოფა ერთეული მასისი საწვავის სრული დაწვისას.


1. ჭიახრახნული გადაცემის მექანიზმი – მექანიკური მოწყობილობაა, რომელიც ჭიახრახნისა და მასთან მოდებული ჭიათვლის საშუალბით ბრუნვას გადასცემს გადაჯვარედინებულ (უმეტესად სწორი კუთხით) ლილვებს შორის.
2. ჭოჭონაქი –გარსაკრში ჩამაგრებული ღარიანი თვალი.


1. ხახუნი - სხეულთა ზედაპირების ურთიერთქმედების მახასიათებელი.
2. ხდომილობა ფარდობით თეორიაში – სივრცის მოცემულ წერტილში დროის გარკვეულ მომენტში მომხდარი მოვლენა (მაგ:სინათლის თქაფანი, ელემენტარული ნაწილაკის დაბადება და სხვა). ხდომილობა ფარდობითობის თეორიის ერთ–ერთი ძირითადი ცნებაა.
3. ხედვის არე ოპტიკური სისტემისა, ოპტიკური სისტემით გამოსახული სივრცის (ან სიბრტყის) ნაწილია.
4. ხმაური – სხვადასხვა ფიზიკური ბუნების უწესრიგო რხევებია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხავავდებიან დროითი და სპექტრული სტრუქტურის სირთულით.


1. ჯოული - მუშაობის ერთეული
2. ჯოული - სითბოს ერთეული


1. ჰერცი -რხევისა და ბრუნვის სიხშირის ერთეული