cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

MultimediaMaterial

    No tags

გაკვეთილის გეგმა- "შემოდგომა"

by karineantonian — last modified 2011-07-06 10:56 Share

გაკვეთილის   მთავარი თემა

შემოდგომა

ინტეგრირებული საგნები,

მასწავლებლის /ების

სახელი, გვარი

 ქართული ენა -კარინე ანტონიან

ბუნება- არუსიაკ გდლიან

ისტ-ი - ჰეღინე მინასიან

სწავლების საფეხური

სწავლების I საფეხური, III კლასი

მოსწავლეთა პროფილი

კლასში 4 მოსწავლეა. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების  მქონე მოსწავლეები არ არის.

გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა

მასწავლების მითითებით მოსწავლეები საუბრობენ პროექტორით მოცემული ნახატების ირგვლივ. ასახელებენ და აღწერენ ნაცნობ საგნებსა და მოვლენებს, სწავლობენ ახალ სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს, ჩამოუყალიბდებათ სწორი აზროვნების უნარ-ჩვევები.  

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნებ / სტანდარტებ

გაკვეთილის ბოლოს შევაჯამებთმოსწავლეების ნასწავლს.

ქართული ენა: რა იციან მოსწავლეები შემოდგომის და დანარჩენი წელიწადის დროების შესახებ. მოსწავლეები აითვისებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს, მასწავლებელის კითხვების მეშვეობითჩაერთობიან ახალ მასალასთან დაკავშირებულინტერაქციაში, რომლის დროსაც მოხდება კიდევ რამდენიმე ახალი ლექსიკური ერთეულის ათვისება.ჩამოუყალიბდებათ ლაპარაკისა და სწორი გამოთქმის უნარ-ჩვევები.

 ბუნება: გარემო,მცენარეები (ტყე,ხე, ყვავილი,ფოთოლი, ბალახი, მთა, მიწა, ნაძვი).მოსწავლეებს შეუმუშავდებათ ბუნების მოვლენების გამომხატველი ზმნები: წვიმს, ქრის(ქარი), მცივა, გრილა, ფოთლები სცვივა.

ისწავლიან სწორ გამოთქმასა და ლაპარაკს. ჩამოუყალიბდებათ გრამატიკული და ლექსიკური უნარ-ჩვევები.

წინასწარი ცოდნა

ქართული ენა: მოსწავლეები იციან წელიწადის დროები,  შემოდგომის თვეები, ბუნებრივი მოვლენები:წვიმა, ქარი,წვიმს. ხილი:ვაშლი,მსხალი,კომში,ყურძენი. სიტყვები:ხე, ფოთოლი, ტოტი, ცივა,ღრუბლები,კრეფს, გარეთ,შიგნით,ხშირად. იხიან ფერები.

ენობრივი კონსტრუქციები:  ფოთლები ყვითლდება,ქარი ქრის, ხილს კრეფს, ოქროსფერი შემოდგომა.

გრამატიკა: როდის? შემოდგომაზე.

რესურსი: ლექსი-„ზღარბო,ზღარბო ქაცვია“.

ისტ-ის გამოყენებით შეუძლიათ პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შეძენა.

გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი

გაკვეატილის მსვლელობა 45 წ.

აქტივობა 1.

გაკვეთილს ვიწყებ თემისათვის აუცილებელი წინა ცოდნის შემოწმებით. მოსწავლეები საუბრობენ (პრეზენტაციაზე) მოცემული ნახატების ირგვლივ კითხვა-პასუხის რეჟიში. ასახელებენ და აღწერენ უკვე ნაცნობ საგნებს და მოვლენებს.

აქტივობა 2.

პროექტორით ვუჩვენებ წინასწარ დანომრილ ნახატებს . ვასახელებ სურათს, მოსწავლეები ამბობენ შესაბამის ნომერს. შესაძლებელია პირიქითაც,

აქტივობა 3.

ვუთითებ ნახატზე-

ა. მოაწავლეებმა უნდა დაასახელონ,

ბ. რომელ ხილს ვკრეფთ შემოდგომაზე და რომელს არა.

აქტივობა 4.

პროექტორით ვუჩვენებ წინასწარ მომზადებულ სამ ნახატს (ვაშლი, ზღარბი, ყურძენი) და დავასახელებ ოთხ სიტყვას. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ ,თუ რომელი ხილის სურათი არ არის. შესაძლებელია პირიქითაც.

აქტივობა 5.

პროექტორის ეკრანზე გამოჩნდება სხვადასხვა ნივთი,სხვადასხვა რაოდენობით.მოსწავლე აღწერს,რას ხედავს პროექტორზე,რამდენია,როგორია და რა ფერისაა.

აქტივობა 6.

პროექტორით ვუჩვენებ წინასწარ მომზადებულ ცხრილს.ამ ცხრილის მიხედვით ერთი მოსწავლე კლასის წინაშე გააკეთებს პრეზენტაციას:-რა უყვარს და რა არ უყვარს.

აქტივობა 7.

პროექტორის ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლეების მიერ წინასწარ გადაღებული სურათები „შემოდგომა“-ზე. მოსწავლეები ინდივიდუალურად ახდენენ პრეზენტაციას თავიანთ გადაღებულ სურათების ირგვლივ.

 

საშინაო დავალება

ლექსის ზეპირი გადმოცემა-„ზღარბო,ზღარბო,ქაცვია“.

შეფასების საგანი და პროცედურები

მასწავლებლის მიერ განმავითარებელი შეფასება,მისი დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე, მუშაობის პროცესზე.

შევაფასებ ინდივიდუალურად.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ქართული ენა- III კლასის სახელმძღვანელო-„შევისწავლოთ ქართული ენა“.

ავტორები: თეა ქიტოშვილი,

                     ივლიტა ლობჯანიძე.

ტექნიკა-ინსტრუმენტები:

კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტო-აპარატი, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ აუდიო დისკს.