LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

იაკობ გოგებაშვილის–,,უსუნო ყვავილი“.

by მანანა არქანია — last modified 2011-01-08 04:05

გაკვეთილის მთავარი თემა

იაკობ გოგებაშვილის,,უსუნო ყვავილი.

1.როგორ ადამიანს შეიძლება შევადაროთ უსუნო ყვავილი?

2.სურთ თუ არა ასეთ ადამიანთან იმეგობრონ?

3.როგორ მოიქცევიან, თუ მოხვდებიან ასეთი ადამიანების გარემოცვაში?

4.ითვალისწინებენ თუ არა მშობლის დარიგებას?

5.ეთანხმებიან თუ არა (ამ შემთხვევაში ტექსტიდან) დედის დარიგებას?

სწავლების საფეხური

დაწყებითი I კლასი. მასწავლებელი: მანანა არქანია.

მოსწავლეთა პროფილი

25 მოსწავლე.

1 მოსწავლე სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია.

1 მოსწავლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

გაკვეთილის

მნიშვნელობა, აქტუალობა

1.მოსწავლე აანალიზებს წაკითხულ ტექსტს.

2.სწორი, შეგნებული, გააზრებული კითხვის გამომუშავება.

3.საკუთარი აზრის დაფიქსირება და მის გარშემო მსჯელობა.

4.გუნდურად, ინდივიდუალურად მუშაობის ჩვევების დაუფლება.

5.კითხვა პასუხი.

6.ისტის გამოყენება (ყვავილების სურათები)

7.კროსვორდი.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მეტყველების განვითარება, სიტყვის მარაგის გამდიდრება, ტექსტის თხრობა, საკუთარი აზრის გამოხატვა, მსჯელობა საკუთარი აზრის გარშემო. შეისწავლონ სწორი, გააზრებული კითხვა ინტონაციის შეცვლა. სწორი წერის ჩვევების გამომუშავება. სიტყვების დამარცვა, ანალიზი სინთეზი.

წინასწარი ცოდნა

ანდაზები, გამოცანები, რომელსაც მიუსადაგებენ წაკითხულ ტექსტს. გაიხსენებენ ლექსებს ყვავილებზე (იაზე, ყაყაჩოზე სურნელოვანი, უსუნო).

შეფასების საგანი და

პროცედურები

მოსწავლეები, რომლებიც მიაღწევენ გაკვეთილის დაწყების წინ დასახულ მიზანს, შეფასდებიან კომენტარებით. დაჯილდოვდებიან ვარსკვლავებით, რომელსაც მასწავლებელი წინასწარ გამზადებულ პლაკატზე მიაკრავს მათი სახელების შესაბამისად.

სასწავლო მასალა და

ტექნიკური რესურსები

ყვავილების თაიგული ერთი თაიგული სურნელოვანი (ია),

ერთი თაიგული უსუნო (ტიტა).

ი.გოგებაშვილის პორტრეტი და ასევე მწერლის სახლმუზეუმის ფოტოები, რომელიც კლასშია გამოკრული. გამოჩენილი ადამიანების პორტრეტების (აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, შოთა რუსთაველი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II) დათვალიერება პროექტორის საშუალებით.

პლაკატზე შედგენილი კროსვორდი, რომელსაც მოსწავლეები შეავსებენ ყვავილების სახელწოდებების გამოყენებით.

გაკვეთილის

მსვლელობა/საკლასო

მენეჯმენტი

1.კროსვორდის შევსება კლასიდან ფრონტალური პასუხებით.

2.ტექსტის გაცნობა.

3.კითხვა პასუხი.

4.ყვავილების ცეკვა წუთშესვენება.

5.ტექსტის კითხვა (სამი მოსწავლე).

6.კითხვა პასუხი (რა არის კარგი? რა არის ცუდი?

7.ასოციაციური რუკის შედგენა (როგორი მინდა ვიყო?).

a8b4df00ab6d.jpg

Creative Commons License