cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

    No tags

იმერეთი

by marina66 — last modified 2011-01-08 12:05 Share

1.

გაკვეთილის თემა

იმერეთი

2.

სწავლების საფეხური და კლასი

I საფეხური IVკლასი

3.

ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლის სახელი და გვარი

საგნები

  1. ბუნებისმცოდნეობა
  2. ქართული ენა
  3. ხელოვნება
  4. მუსიკა
  1. მარინე ჩიქობავა
  2. მარინე ჩიქობავა
  3. მარინე ჩიქობავა
  4. ქეთევან გედენიძე

4.

მოსწავლეთა რაოდენობა

25 მოსწავლე

5.

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ძნელად აღსაზრდელი, სასწავლო პროგრამას ჩამორჩენილი ან წინმსწრები ბავშვები კლასში არ არიან

6.

გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნ ებ ის მიხედვით)

ბუნებისმცოდნეობა

1.ბუნების გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გაიაზრებენ იმერეთის მდებარეობას, მის კლიმატსა და რელიეფს, ბუნებრივ სიმდიდრეებს.

2.იყენებს ატლასსა და კონტურულ რუკაზე დააქვს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები. გუნდური მუშაობის უნარჩვევების განვითარება.

3.დაინახავენ ისტის საშუალებების გამოყენების უპირატესობას.

ქართული ენა

1.მხატვრული ნაწარმოების გამოყენებით ინფორმაციის მიღება დინოზავრებზე, საკუთარი კუთხის გარკვეული ისტორიული პერიოდის გაცნობა.

2.აღწერითი ტექსტის კითხვა და ანალიზი.

3.საგანთშორისი კავშირი ბუნებისმცოდნეობასთან

4.ლექსიკური მარაგის გამდიდრება

ხელოვნება

ბავშვებისათვის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, იმერეთის ხედების დახატვა.

მუსიკა

იმერეთსა და ქუთაისზე შექმნილი ლირიული სიმღერების გაცნობაგახსენება. ლაზერული დისკით მუსიკის ფონზე ქუთაისის ხედების ჩვენება.

7.

თანმიმდევრობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორი

ბუნებისმცოდნეობა

ბუნ. IV 9.

მოსწავლე იკვლევს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს. იყენებს რუკას და მოიძიებს საქართველოს ძირითად გეოგრაფიულ ერთეულებს (მაგ: კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი). იყენებს რუკას და მოიძიებს საქართველოს ჰიდროგრაფიული ქსელის (მაგ: მტკვარი, რიონი, ფარავანი) შემადგენელ მნიშვნელოვან ობიექტებს. იყენებს ატლასს და კონტურულ რუკაზე დააქვს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები.

ქართული ენა

ქართული IV .6.

ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტს.

ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, მსჯელობს ამ თემის შესახებ.

იცავს შინაარსობრივ თანმიმდევრობას.

მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში და ახდენს შეფასებას.

  • მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს.

ხელოვნება

ს.გ. IV 6.

მოსწავლე მუშაობს გუნდური პრობლემების გადასაჭრელად.

მონაწილეობს ერთობლივი ნამუშევრის შექმნაში.

კლასელებს ეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში.

გეგმავს შესრულებული სამუშაოს თანმიმდევრობას.

მუსიკა

მუს. IV 2.

მღერის მარტო და სხვებთან შეთანხმებულად.

გააზრებული აქვს სიმღერის ტექსტი.

გრძნობს გუნდის მთლიანობას და არ არღვევს მის ხმოვანებას.

მღერის წყვილში და გუნდში ერთ და ორხმიან სიმღერებს.

ბუნებისმცოდნეობა

მოსწავლეები სხედან ჯგუფებად. გაკვეთილის დაწყებისას დაფაზე იკვრება ფორმატზე დაწერილი გაკვეთილის გეგმა, მიზანი, რესურსები, შეფასების ცხრილი, აქტივობები, მზადდება პროექტორი სლაიდების საჩვენებლად.

აქტივობა №1(5 წთ)

გაკვეთილს ვიწყებ მიზნებისა და შეფასების კომპონენტების გაცნობით, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ძირითად თემაზე გადავიდოდე, ვახდენ მოსწავლეთა გამოწვევას: ვიყენებ კომპიუტერს ლაზერული დისკით და მოსწავლეებს ვუჩვენებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სურათებს. მოსწავლეები ინტერესით უკვირდებიან წარმოდგენილ მასალას.

აქტივობა №2 (15 წთ)

მოსწავლეებს ჯგუფების მიხედვით ვაძლევ დავალებას წარმოადგინონ მოძიებული მასალების მიხედვით

I ჯგუფი იმერეთის ადგილმდებარეობა

II ჯგუფი იმერეთის ღირშესანიშნაობები

IIIჯგუფიიმერეთის კოლორიტები

ყოველი აქტივობების შემდეგ ჯგუფური სამუშაოს ვაფასებ კომენტარებით და ჩემს მიერ სახელდახელოდ, მუყაოსაგან დამზადებული ფერადი გვირილებით.

აქტივობა №3(10წთ)

მოსწავლეებს ვთხოვ ჯგუფების მიხედვით რუკაზე მოძებნონ :

I ჯგუფი მოძებნონ იმერეთის ქალაქები.

IIჯგუფი მოძებნონ იმერეთის მდინარეები.

IIIჯგუფიმოძებნონ იმერეთის მოსაზღვრე რეგიონები.

აქტივობა №4(12წთ)

ვუსვამ გუნდებს შეკითხვებს:

1.რომელი კუთხე ესაზღვრება იმერეთს ჩრდილო ეთით?

2. რომელი კუთხე ესაზღვრება იმერეთს აღმოსავლეთით?

3.რომელი კუთხე ესაზღვრება იმერეთს სამხრეთით და დასავლეთით?

4. რომელია იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრი?

5.რა მდინარე მიედინება შენს ქალაქში?

6. რა ერქვა ადრე მდინარე რიონს?

7. სად იღებს მდინარე რიონი სათავეს?

8. რომელ ზღვაში ჩაედინება მდინარე რიონი?

9. რომელი მდინარეები უერთდება მდინარე რიონს?

10. რა ერქვა ქ. ქუთაისს ძველად?

11. ცნობილი მინერალური წყალი, რომლის სახელი ქორბუდა ირემთანაა დაკავშირებული?

12. რომელი ცნობილი მინერალი აღმოაჩინა აკაკი წერეთელმა?

13. ვის სახელთან არის დაკავშირებული ქართული მეტალურგიის განვითარება და იმერეთის რომელ ქალაქში დგას მისი ძეგლი?

14. რომელი მდინარით შემოვიდნენ არგონავტები?

15. რა ერქვა მათ გემს?

16. რისთვის მოვიდნენ არგონავტები?

17. ცნობილი პოეტი, რომელიც დაიბადა სოფელ ჭყვიშში?

18. ტალღის ჩაჩქანი გახურავს

ნეტავ ვისთან გსურს იომო

როცა ზღვა ასე ახლოა,

რამ გადაგრია რიონო?

რომელ პოეტს ეკუთვნის ეს სიტყვები?

19. იმერეთში გავრცელებული ვაზის ჯიშები.

20. რამდენი წლისაა ქ. ქუთაისი?

21. რომელი რაიონები შედის ზემო იმერეთში? ქვემო იმერეთში?

22. ვის სახელზე აიგო მოწამეთას ეკლესია?

23. რომელ ნაკრძალში იპოვეს დინოზავრის ნაკვალევი?

24. რომელი ქედი ესაზღვება იმერეთს აღმოსავლეთით?

აქტივობა №5(15წთ)

ვავალებ მოსწავლეებს ჯგუფების მიხედვით წარმოადგინონ ინსცენირება ლეგენდა არგონავტების შესახებ.

აქტივობა №6(15წთ)

გავიხსენოთ იმერეთის მსოფლიო მნიშვნელობის ნაკრძალი. იხსენებენ ქართულ ენაში შესწავლილ გიორგი შატბერაშვილის მოთხრობას დინოზავრის ნაკვალევზე

მოსწავლეებს ჯგუფების მიხედვით ვაძლევ დავალებას:

I ჯგუფი მოთხრობის მიხედვით დაწერონ მოგზაურობა სათაფლიაში

I I ჯგუფი ბუნებაში და ქართულის გაკვეთილებზე ნასწავლი გაკვეთილებიდან აღწერონ, როგორი იყვნენ დინოზავრები?

I I I ჯგუფი ისაუბრონ, რა დაემართათ დინოზავრებს?

ხელოვნება

აქტივობა №7(10წთ)

ვავალებ მოიმარჯვონ ფერადი ფანქრები და ფურცლები, განსაზღვრულ დროში შექმნან იმერეთის ხედების ჩანახატები.

მუსიკა

აქტივობა №8(8წთ)

1.ვიყენებ კომპიუტერს ლაზერული დისკით, მოსწავლეებს ვუჩვენებ ქუთაისის ხედებს.

2.ვიხსენებთ მუსიკის გაკვეთილზე შესწავლილ სიმღერებს. ჯგუფების მიხედვით უნდა გამოიცნონ შემდეგი სიმღერები:

I.გუნდი ვასმენინებ სიმღერას, მათ უნდა შეძლონ გამოიცნონ სიმღერის ავტორი და კომპოზიტორი.

II. გუნდი დამისახელეთ რომელი სიმღერები იცით ქუთაისზე

III.გუნდი შევასრულოთ სიმღერა იმერეთო ჩემო, ჩემო დედულეთო ბავშვები შევაფასე კომენტარებით.

თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)


9.

შეფასება

გამოვიყენე განმავითარებელი, ინდივიდუალური შეფასება კომენტარებითა და შეფასების ცხრილში მოცემული რუბრიკების მიხედვით. ჯგუფური მუშაობა შევაფასე ჩემს მიერ დამზადებული მუყაოს ფერადი გვირილებით. ასევე მოსწავლეებმა შეძლეს თვითშეფასება და ურთიერთშფასება.

10.

საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსები

გაკვეთილი ჩავატარე კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით. ასევე გაკვეთილზე გამოყენებული იქნა სახელმძღვანელო, ფერადი ბარათები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, დაფა, ცარცი, სურათები, რუკასაქართველოს ფიზიკური რუკა, რუკა საქართველოს კუთხეები.