cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

ჯონ დალტონი

by inga navdarashvili — last modified 2011-07-31 18:00 Share

გამოჩენილი ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი ჯონ დალტონი დაიბადა 1766 წლის 6 სექტემბერს სოფელ იგსფილდში, კამბეოლენდში, მქსოველის ოჯახში. მან განათლება მიიღო დამოუკიდებლად, თუ არ ჩავთლით მათემატიკის გაკვეთილებს, რომელსაც მას უტარებდა უსინათლო მასწავლებელი ჯ. გაუფა. 1781–1793 წლებში დალტონი ასწავლიდა მათემატიკას სკოლაში, კენდალში, 1793 წლიდან – ფიზიკასა და მათემატიკას კოლეჯში მანჩესტერში.

დალტონის სამეცნიერო კარიერა დაიწყო 1787 წელს ჰაერზე დაკვირვებებით. მომდევნო 57 წლის განმავლობაში ის აწარმოებდა მეტეოროლოგიურ დღიურს, სადაც ჩაწერა 200 000–ზე მეტი დაკვირვება. ტბის მხარეს ყოველწლიური მგზავრობის დროს დალტონი ადიოდა მთების სკიდოს და ხეველინის წვერზე, რათა გაეზომა ატმოსფერული წნევა და აეღო ჰაერის სინჯები. 1793 წელს დალტონმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი – „მეტეოროლოგიური დაკვირვებები და ეტიუდები“, სადაც მოყვანილია მისი მომავალი აღმოჩენების ჩანასახები. მიისწრაფოდა რა, გაეგო, თუ რატომ შეადგენენ ატომსფეროში აირები გარკვეული ფიზიკური მახასიათებლების მქონე ნაზავს, მან დაადგინა, რომ აირის მოქმედება არ არის დამოკიდებული ნაზავის შემადგენლობაზე.

დალტონმა ჩამოაყალიბა აირების პარციალური წნევების კანონი, და ასევე აღმოაჩინა აირების ხსნადობის დამოკიდებულება მათ პარციალურ წნევაზე. 1802 წელს დალტონმა  ჯ.ლ.გეი–ლუსაკისა და ჟ. შარლის გარეშე აღმოაჩინა აირების ერთ-ერთი კანონი: მუდმივი წნევისას ტემპერატურის მატების შემთხვევაში ყველა აირი ერთნაირად ფართოვდება.

იკვლევდა რა ქიმიური შენაერთების შემადგენლობას, დალტონმა დაადგინა, რომ ორი ელემენტის სხვადასხვა შეერთებისას ერთი ელემენტის ერთსა და იმავე რაოდენობაზე მოდის მეორეს რაოდენობები, რომლებიც ურთიერთობენ ერთმანეთის უბრალო მთელი რიცხვების სახით (ჯერადი ურთიერთობების კანონი).

დალტონი ცდილობდა აღმოჩენილი კანონები აეხსნა მის მიერვე განვითარებადი ატომისტური წარმოდგენების მეშვეობით. მიიღო რა წყალბადის ატომური წონა ერთეულად, დალტონმა გათვალა რიგი ელემენტების ატომური წონა და შეადგინა შედარებითი ატომური მასების პირველი ცხრილი (1803 წელი). ქიმიურ რეაქციებს დალტონი განიხილავდა ატომების შეერთებისა და განცალკევების ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესების სახით, ვინაიდან მხოლოდ ამგვარად იყო შესაძლებელი ერთი შენაერთის მეორედ გარდაქმნისას შემადგენლობის მკვეთრი ცვლილებების ახსნა. ამიტომ ნებისმიერი ელემენტის ყოველ ატომს, გარკვეული მასის გარდა, უნდა ჰქონდეს სპეციფიკური თვისებები და იყოს განუყოფელი ქიმიური თვალსაზრისით. დალტონის მიერ გაკეთებული ატომის მასების გათვლები იყო არაზუსტი, ვინაიდან ის არ ანსხვავებდა ატომებსა და მოლეკულებს, რომლებსაც უწოდებდა რთულ ატომებს. მიუხედავად ამისა, სწორედ დალტონის დახმარებით ატომისტიკამ მოიპოვა საბუნებისმეტყველო დასაბუთება.

 

 

ჯონ დალტონი - j.dalton.jpg


თუ აქ დააწკაპუნებთ, იხილავთ რამდენიმე სურათს ჯონ დალტონის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.


დალტონის ნაშრომები წარმოადგენდენ უმნიშვნელოვანეს ეტაპს ქიმიური მეცნიერების ჩამოყალიბაში. 1804 წელს დალტონმა ასევე წარმოადგინა ქიმიური ნიშნების სისტემა „მარტივი“ და „რთული“ ატომებისათვის.

ქვემოთ სურათზე გამოსახულია სწორედ დალტონის მიერ შემოღებული სიმბოლოები .

ჯონ დალტონი - Daltons_symbols.gif


დალტონის სახელი დაერქვა მხედველობის დეფექტს – დალტონიზმს, რომელიც მას ჰქონდა და აღწერილ იქნა მის მიერ 1794 წელს.

დალტონი ვერ ასხვავებდა წითელ ფერს, მაგრამ მან არ იცოდა თავისი ნაკლის შესახებ 26 წლის ასაკამდე. მისი ორი ძმაც ვერ აღიქვამდა წითელ ფერს. დალტონმა დაწვრილებით აღწერა თავისი ოჯახის მხედველობის ნაკლის შესახებ პატარა წიგნში. მისი პუბლიკაციის შემდეგ გაჩნდა სიტყვა ,,დალტონიზმი” , რომელიც წარმოადგენს მხედველობის ნაკლის სინონიმს სპექტრის არა მხოლოდ წითელ ფერზე, არამედ ფერადი მხედველობის ნებისმიერ დარღვევაზე.

,,დალტონიზმით” დაავადებული ადამიანი ვერ აღიქვამს ნახატზე გამოსახულ რიცხვს 44.

ჯონ დალტონი - 180px-Colorblind4.png


1816 წელს დალტონი არჩეული იქნა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, მანჩესტერის ლიტერატულ –ფილოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარედ, ხოლო 1822 წელს – ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად. 1832 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა მიანიჭა მას სამართლის დოქტორის ხარისხი.

ჯონ დალტონი - 180px-JohnDaltonStatueManchesterCityHall20051020_CopyrightKaihsuTai.jpg


ჯონ დალტონის ქანდაკება მანჩესტერ სიტი ჰოლში.

ჯონ დალტონი - WARREN_John_Dalton_Col.jpg


ჯონ დალტონი გარდაიცვალა 1844 წლის 27 ივლისს მანჩესტერში.



← წინა გვერდი


გამოყენებული ლიტერატურა:

http://en.wikipedia.org/wiki/John_Dalton