cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | ru | se

Microsoft SharedView

by Natia Khukhunaishvili — last modified 2009-12-11 03:41
group: Liveatedu

სერვისის სარგებლობისათვის საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფის დაინსტალირება თქვენს კომპიუტერში.

პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ მოცემული ვებ გვერდიდან.


ძირითადი ფუნქციები:

Microsoft SharedView არის მოშორებულ კომპიუტერთან წვდომისა და ინტერნეტით კოლაბორაციის პროგრამა სამუშაო ეკრანის გაზიარების, ჯგუფური საუბრისა და მონაწილეთა შორის დოკუმენტების გაზიარებისთვის დროის რეალურ რეჟიმში.


Microsoft SharedView იძლევა 15-მდე ადამიანის ჩართვის საშუალებას სხვადასხვა ადგილიდან. მომხმარებელთა დაპატიჟება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის ან მყისიერი შეტყობინების გამოყენებით. მომხმარებლებს შეუძლიათ იხილონ და აკონტროლონ ერთმანეთის ეკრანი.

შესაძლებელია საერთო თემატური ფაილების დარიგება-გაგზავნა კონკრეტული ან ყველა მომხმარებლისთვის.


ახალი სესიის შექმნა შესაძლებელია Windows Live ID-ის გამოყენებით. SharedView-ს გააჩნია Microsoft Office-ში და Windows Live Messenger-ში ინტეგრაციის საშუალება.

პროგრამაში მუშაობა:


ნაბიჯი 1:

მას შემდეგ, რაც გადმოიწერთ და დააინსტალირებთ პროგრამას, მისი ჩართვა შეგიძლიათ Windows-ის Start მენიუდან Microsoft SharedView-ს გამოძახებით.

ნაბიჯი 2:

მუშაობის დაწყებამდე საჭიროა სისტემაში ავტორიზაციის გავლა თქვენი Live ID-ის გამოყენებით.

პროგრამის ჩართვის შემდეგ ეკრანის ზედა მხარეს გაიხსნება ფანჯარა, ავტორიზაციის მენიუთი (იხილეთ შემდეგი სურათი).

Microsoft SharedView - 1.jpg

ნაბიჯი 3:

შეავსეთ ცარიელი უჯრები შესაბამისი ინფორმაციით:

  • (1) თქვენი ელ.ფოსტის მისამართი - Microsoft Live ID
  • (2) პაროლი
  • (3) დააწკაპუნეთ Sign In ღილაკს.

ამის შემდეგ მოხდება თქვენი სისტემაში შესვლა, ხოლო პანელზე მოთავსებული ინდიკაციის ნათურა გამწვანდება.

ნაბიჯი 4:

ახალი სესიის დასაწყებად დააჭირეთ გააქტიურებულ წარწერას Start a new Session (4).

უკვე არსებულ სესიაში შესასვლელად კი გამოიყენეთ წარწერა Join a Session (5).

ამისათვის უნდა შეიყვანოთ სესიის შემქმნელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია: სესიის სახელი და პაროლი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი სახელის ჩაწერა, რომლითაც შეხვალთ სხვის სესიაში.


ახალი სესია

ახალი სესიის შექმნის შემდეგ თქვენ უნდა გაუგზავნოთ მოწვევა სხვა მომხმარებლებს, რათა მათ შეძლონ თქვენს სესიაში შემოერთება.

საჭირო ინსტრუქციები გაჩნდება ფანჯარაში, რომელიც მოცემულია შემდეგ სურათზე:

Microsoft SharedView - 2.jpg

ნაბიჯი 1:

თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ შესვლის ინსტრუქციები და საჭირო პარამეტრები სასურველ პიროვნებას, რომელიც მოცემულია ფანჯარაში.

ინსტრუქციების მონაცემთა გაცვლის ბუფერში მოსათავსებლად დააჭირეთ წარწერას Copy instructions to the clipboard (1).

ან შეგიძლიათ გააგზავნოთ წერილი Open a new e-mail message წარეწერაზე დაწერით (2).

ნაბიჯი 2:

პარამეტრების გადაცემის შემდეგ დააჭირეთ დაწყების ღილაკს Start (3).

ახალი სესიის შექმნის შემდეგ ხელსაწყოთა ზოლში გაჩნდება ახალი ელემენტები (იხილეთ შემდეგი სურათი).

Microsoft SharedView - 3.jpg

ნაბიჯი 3:

ახალი ელემენტებია: Participants (1), Handouts (2), Share (3) და ტექსტური მიმოცვლის ფანჯარა (4).

ელემენტი Participants (1) აჩვენებს ამჟამად სესიაში მონაწილეთა რიცხვს.

მასზე დაწკაპუნებით ჩამოიშლება სია სესიაში მონაწილეთა დეტალებით. (იხილეთ შემდეგი სურათი).

აქედან აგრეთვე შესაძლებელია სხვა მომხმარებლების დაპატიჟების ფანჯრის გამოძახება Invite Others ღილაკზე დაწკაპუნებით.


Microsoft SharedView - 4.jpg

ნაბიჯი 4:

ელემენტი Handouts (2) აჩვენებს დოკუმენტების (ფაილების) რაოდენობას, რომლებიც ატვირთულია სესიის მომხმარებელთა მიერ გაზიარების მიზნით.

მასზე დაწკაპუნების შემთხვევაში ჩამოიშლება უკვე გაზიარებული ფაილების სია, აქვე შეგიძლიათ დაამატოთ საკუთარი ფაილი Add a handout... ღილაკზე დაწკაპუნებით. (იხილეთ შემდეგი სურათი).

Microsoft SharedView - 5.jpg

ნაბიჯი 5:

Share ღილაკი (3) გამოიყენება გარკვეული პროგრამის ან თქვენი ეკრანის სრულად გაზიარებისათვის.

ამისათვის დააწკაპუნეთ მასზე. ჩამოშლილი მენიუ აჩვენებს თქვენს კომპიუტერში ამჟამად ჩართულ პროგრამებს (გახსნილ ფანჯრებს).  (იხილეთ შემდეგი სურათი).

Microsoft SharedView - 6.jpg

ნაბიჯი 6:

გასაზიარებლად შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნებისმიერი მათგანი, ხოლო თქვენი ეკრანის სრულად გაზიარებისთვის - Share Entire Desktop (1)

არჩევის შემდეგ დააჭირეთ დაწყების ღილაკს - Start. (2)

გაზიარების შესაწყვეტად კი გამოიყენეთ ღილაკი - Stop. (3)


გაზიარების დაწყებისთანავე ზოლში ჩნდება ახალი ელემენტი, რომელიც საშუალებას იძლევა გადავცეთ გაზიარებული ობიექტის კონტროლი სასურველ მონაწილეს (იხილეთ შემდეგი სურათი).

Microsoft SharedView - 7.jpg

ნაბიჯი 7:

მართვის ზოლის (4) ელემენტი არის ტექსტური მიმოცვლის ფანჯარა, მასი საშუალებით შეგიძლიათ ეკონტაქტოთ სესიის სხვა მონაწილეებს.

ამისათვის უბრალოდ აკრიფეთ სასურველი ტექსტი და დააჭირეთ გაგზავნის (Send) ღილაკს.


SharedView-ს პარამეტრები

ნაბიჯი 1:

SharedView-ს პარამეტრების ცვლილება შეგიძლიათ მთავარი მენიუს პარამეტრების (Options) პუნქტიდან.

პირველად ჩნდება გაზიარების (Sharing) პარამეტრები (მოცემულია შემდეგ სურათზე).


Microsoft SharedView - 8.jpg

გაზიარების პარამეტრები:

  • (1) გაზიარების დროს გადახედვის ფანჯრის ჩვენება
  • (2) პერსონალური მაუსის კურსორის ნების დართვა
  • (3)  დისტანციური კოპირებისა და ჩასმის გააქტიურება

Microsoft office Word-ის პარამეტრები:

  • (4)  ოფისის დოკუმენტების გაზიარებისას ცვლილებების თვალყურის დევნება.

ნაბიჯი 2:

ზოგადი (General) პარამეტრები მოცემულია შემდეგ სურათზე:

Microsoft SharedView - 9.jpg

ზოგადი პარამეტრები:

  • (1) ClearType (გლუვი) შრიფტების გამოყენება;
  • (2) საჩვენებელი სახელის შეცვლა;
    თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი SharedView-ს საჩვენებელი სახელი თქვენი Windows Live ID-ის პროფილში სახელის და გვარის შეცვლით. Windows Live ID account site წარწერაზე დაწკაპუნებით.
  • (3) ხარისხის გაუმჯობესება;
    ხარისხის სწრაფმოქმედებისა და სხვა პარამეტრების შემდგომი გაუმჯობესებისთვის შეგიძლიათ შეუერთდეთ მომხმარებელთა გამოცდილების გაზიარების პროგრამას და დაეხმაროთ ავტორებს .

თქვენს მიერ SharedViiew სერვისის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვები ნების მიცემა Microsoft-ისთვის.

ნაბიჯი 3:

ბლოკირების სიის (Blocklist) პარამეტრები მოცემულია შემდეგ სურათზე:

Microsoft SharedView - 10.jpg

ბლოკირების სია

თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ სესიის მონაწილე და არ მისცეთ მას თქვენთან კონტაქტის საშუალება.
ამისათვის თქვენ უნდა ჩაწეროთ მონაწილის Windows Live ID შესაბამის გრაფაში და დააჭიროთ დამატებას (ADD) (1).

მონაწილის დაბლოკვის სიიდან ამოსაღებად აირჩიეთ მონაწილის Windows Live ID სიიდან და დააჭირეთ ამოღების (Remove) ღილაკს (2).

პარამეტრებში შეტანილი ცვლილებების შესანახად დააჭირეთ თანხმობას - OK (3).

კომპიუტერის ზოგიერთ კომფიგურაციაზე შესაძლოა გაზიარებული გამოსახულება არასწორად (არეულად) გამოჩნდეს, ამ პრობლემის გამოსასწორებლად თქვენს კომპიუტერში საჭიროა შეხვიდეთ კომპიუტერის დისპლეის პარამეტრებში. (აღწერილია Windows XP-სთვის).

(Display Properties > Settings > Advanced > Troubleshoot და გადართეთ Hardware Acceleration პარამეტრი FULL-იდან NONE-ზე.
(ნაჩვენებია შემდეგ სურათზე).

Problem.jpg