LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

გაკვეთილის გეგმა

by natiadarchia — last modified 2011-01-08 11:21

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში / პედაგოგი- ნათია დარჩია /

გაკვეთილის მთავარი თემა

ი. გოგებაშვილი-ჭიანჭველა და ფუტკარი

შერეული ტიპის გაკვეთილი-შესწავლილი მასალის გამეორება - განმტკიცება, ახალი მასალის ახსნა. -II გაკვეთილ-70 წუთი.

სწავლების საფეხური

l კლასი

მოსწავლეთა პროფილი

კლასში 30 მოსწავლეა, სწავლების ჩვეულებრივი ტემპი ყველასთვის მისაღებია

გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა

სიკეთისა და შრომისმოყვარეობის, სხვებზე ზრუნვის, სარგებლობის მოტანის მნიშვნელობის გაცნობიერება და აღზრდა მოსწავლეებში. გამოუმუშავებს მოსწავლეებს მაღალი ღირებულების ქცევებს, კრიტიკული აზროვნების, რეფლექსიის,აზრის გამოთქმისა და დასაბუთების უნარებს. ცოდნის კონსტრუირებას მოახდენენ სესწავლილი მასალისას მიღებული ცოდნის საფუძველზე /ი. ჭავჭავაძე-კაცად მაშინ ხარ საქები, ბუზი და ჭიანჭველა, მუხა და ლერწამი,'' / კლასში მოსწავლეების მიერ შედგენილი მოთხრობა-ბაჭიები და ბელები/''ბერიკაცი და ნამყენი'', ''მუქთამჭამელა'',''კეთილი სანდალა'' ,''მეგობრები'', ''მენავეები''. ამ საფუძველზე მოახერხებენ შეადგინონ ვენის დიაგრამა, ასოციაციური რუკა.

გაკვეთილი ხელს შეუწყობს ბუნებისმეტყველებასთან ცოდნის ინტეგრირებას/მწერები, სასარგებლო და მავნე მწერები/.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ტექსტის შინაარსის სათანადოდ აღქმა, მართლმეტყველების წესების დაცვა, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება,სწორი კიტთხვის ჩვევის განმტკიცება, ენობრივ მასალაზე დაკვირვება, მართლწერა, მოსწავლეებში მაღალი ღირებულების ჩვევების - სიკეთე, შრომისმოყვარეობა, სხვებზე ზრუნვა- გამომუშავება.

აქტივობები:

ტექსტის კითხვა და ანალიზი, აზრის გამოთქმა, დასაბუთება, ახალი ლექსიკური ერთეულების დაუფლება, კითხვასა და წერაში ვარჯიში, წყვილებში მუშაობა, პარალელის გავლება უკვე შესწავლილ მასალასთან, ენობრივ მასალაზე დაკვირვება/დამარცვლა,საგნისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყოფა....../

წინასწარი ცოდნა

იმისათვის, რომ დასახული ამოცანები წარმატებით შევასრულოთ და მივაღწიოთ შედეგს, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ სწორი კითხვა, სწორი წერა, გამომუშავებული უნდა ჰქონდეთ აზრის გამოთქმისა და დასაბუთების უნარი, უნდა ახსოვდეთ შესწავლილი მასალა, რომლის საფუძველზეც შევძლებთ წარვმართოთ მსჯელობა გაკვეთილში დასმულ პრობლემებზე. უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა გრამატიკული მასალისა.

შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ იმის მიხედვით, რამდენად სწორად შეძლებენ შეძენილი ცოდნის გამოყენებას-სწორი კითხვა, წერა, შესწავლილი მასალის გახსენება;რამდენად სწორად წარმართავენ ტექსტის ანალიზს. დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი იქნება მსჯელობა,ენობრივი მასალის ცოდნა.

გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. მოტივაციის ამაღლების მიზნით დავურიგებ სპეციალურ ბარათებს საქართველოს დროშის გამოსახულებით.

მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. კითხულობს და წერს სწორად
  2. მეტყველებს თანმიმდევრულად, წინადადებებს ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს
  3. იყენებს ასაკისთვის და კლასისთვის შესაფერის ლექსიკას
  4. საუბრობს ნელა, გარკვევით,ბგერები-კარგია, ინტონაცია-მახვილი, რიტმი-სწორი
  5. იცავს დროის ლიმიტს
  6. ამჟღავნებს ენობრივ-გრამატიკული მასალის ცოდნას მოთხოვნის შესაბამისად
  7. მსჯელობს გარკვევით, შეუძლია მიღებული ცოდნის გამოყენება მსჯელობისა და დასკვნის გაკეთების პროცესში.
  8. მონაწილეობს აქტივობებში, ეხმარება თანატოლებს

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

l კლასის სახელმძღვანელო-დედაენა,ჩვენი ენა ქართული,პირველი საკითხავი წიგნი-აი ია-ავტორი ნ.მაღლაკელიძე.

ნ. შათირიშვილი-დაუკვირდი, მოიფიქრე, გამოიცანი

საკითხის დამუშავებაში ინტეგრირებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიები. დამჭირდება ერთი კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი.

გამოვიყენებ კომპიუტერულ პროგრამებს-MS WORD, power point.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

დამჭირდება შემდეგი პედაგოგიური ცოდნა:

  1. კლასის მართვის სტილი
  2. გაკვეთილის ეტაპები
  3. გაკვეთილის დროის მართვა
  4. საკლასო ორგანიზაციის მოდელები
  5. მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები
  6. სწავლების სტრატეგიები
  7. შეფასების მეთოდები

სასწავლო მიზნის მისაღწევად შემდეგ აქტივობებს განვახორციელებ:

  1. განწყობის შექმნა
  2. შესწავლილი მასალის გამეორება-მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ინტეგრაცია ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან.
  3. ინტეგრაცია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან, ბუნებისმეტყველებასთან
  4. ახალი მასალის ახსნა
  5. შეჯამება, განმტკიცება, დასკვნის გაკეთება
  6. შეფასება

I გაკვეთილი-35 წუთი

  1. განწყობის შექმნა-10 წუთი

მისალმება,კითხვები: როგორი ბავშვები ხართ თქვენ? როგორი უნდა იყოს ადამიანი?/წყვილებში მუშაობა/ასოციაციური რუკის შედგენა

2. გამეორება-25 წუთი

კითხვები:/საერთო- საკლასო მუშაობა/

რომელი სახელმძღვანელოთი ვსწავლობთ ქართულ ენას? რა ჰქვია მას? რატომ ჰქვია დედაენა? ვინ შეადგინა დედაენა?

/ი. გოგებაშვილის სურათი/

კიდევ რომელი მწერლების შესახებ გვისაუბრია?

რადგან ვსაუბრობდით როგორი უნდა იყოს ადამიანი,გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას ლექსი-'' ის კი არ არის ბიჭობა''

/ვაჟა-ფშაველას სურათი/

თქვით, რომ ადამიანს უნდა უყვარდეს სამშობლო , რა ჰქვია ჩვენს სამშობლოს? გავიხსენოთ რომელი ლექსები ვისწავლეთ სამშობლოზე?

/გალაკტიონის,აკაკის სურათები/

რომელია ჩვენი მშობლიური ენა? რამდენი ბგერა-ასოა ქართულში? რამდენი ხმოვანია?რამდენი თანხმოვანი?რამდენი მარცვალი შეიძლება იყოს სიტყვაში? სიტყვების დამარცვლა.

მუშაობა წყვილებში/სავარჯიშო მასალა ამოღებულია ნ. შათირიშვილის წიგნიდან-''დაუკვირდი, მოიფიქრე, გამოიცანი''/

რისგან შედგება სიტყვა? წინადადება? როგორი შეიძლება იყოს წინადადება? წინადადების გავრცობა.

ზეპირი ვარჯიში-სასვენი ნიშნების დასმა წინადადების ბოლოს.

თამაში-საერთო-საკლასო მუშაობა: გამოვიცნოთ საგნის აღმნიშვნელი სიტყვები; სულიერი, უსულო საგნის სახელები;

სახელები, რომლებიც პასუხობენ კითხვაზე -ვინ?,რა?

კროსვორდის შევსება/საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები/

დაფასთან მუშაობა/მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები/

/კროსვორდის შევსებისას გამოყენებულია ზღაპარი/

საუბარი:ლიტერატურული და ხალხური ნაწარმოები.

მ.მაჭავარიანი-''მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა?!'' ''მზეო ამოდი, ამოდი''-ხალხური.

სიმღერა განტვირთვისთვის და განწყობის შექმნისთვის-''ცისარტყელები''

გაკვეთილი II- 35 წუთი

3.გამოწვევა-5 წუთი

სურათები მწერების გამოსახულებით

რომელ მწერებს ხედავთ? რა იცით მათ შესახებ? რომელია მავნე? სასარგებლო?

ვენის დიაგრამა-ფუტკარი-ჭიანჭველა

4.ახალი მასალის ახსნა-15 წუთი

ტექსტის კითხვა, ანალიზი, უცნობი სიტყვების განმარტება:ჯაფა-შრომა,უსამართლობა-უკანონობა,არაფრად გაგდებს-არ გაფასებს,პატივს არ გცემს.

კითხვები:რა ჰქონდა წამოკიდებული ჭიანჭველას? რას ამბობდა ჭიანჭველა? რა უპასუხა ფუტკარმა?

5.შეჯამება-10 წუთი

პირად გამოცდილებაზე საუბარი-რა სარგებლობა მოუტანიათ სხვებისთვის?

შესწავლილი მასალის გახსენება-ი. გოგებაშვილი-''ბერიკაცი და ნამყენი'', ''ბუზი და ჭიანჭველა''

დასკვნა-ადამიანს,რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, არავინ არაფრად აგდებს.

ანდაზა-''თავის ქება კიტრადა ღირს''-მარტო ლაპარაკი კი არა საქმე გამოგაჩენს.

ი.ჭავჭავაძე-''კაცად მაშინ ხარ საქები''....

/ი. ჭავჭავაძის სურათი/

6.შეფასება-5 წუთი

განმავითარებელი შეფასება.

გაკვეთილი შემდეგი სიტყვებით მინდა დავასრულო:თუ ვიქნებით მზრუნველი, ბეჯითი, ყურადღებიანი, კეთილი -ყოველთვის დაფასებული ვიქნებით და ჩვენი ოცნებებიც ასრულდება. თუ ერთმანეთს დავეხმარებით, მოვინდომებთ-ყველაფერს შევძლებთ.

სიმღერა-''თუ, თუ, თუ''........

Creative Commons License