| cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | ru | se |
![]() |
|
Office Live Workspace - ახალი დავალებების სიის (Task List) შექმნა
by Natia Khukhunaishvili
—
last modified 2009-12-11 03:02
Office Live Workspace-ის საწყისი გვერდი ნაბიჯი 1: ახალი დავალებების სიის შესაქმნელად დააწკაპუნეთ New->Task List, რის შემდეგაც გამოჩნდება ახალი ფანჯარა: ნაბიჯი 2: ახალ სიაზე სახელის დასარქმევად ერთხელ დააწკაპუნეთ სახელის სტრიქონში (1). სიის მოკლე აღწერის დასაწერად დააწკაპუნეთ სახელის ქვემოთ არსებულ სტრიქონში (2). ნაბიჯი 3: ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში (3) საწყისად მოცემულია ოთხი სვეტი (Title, Due date, High priority, Completed), რომლებსაც
შეგვიძლია შევუცვალოთ სახელები მათზე ერთხელ დაწკაპუნებით (დავალების სახელი, დასრულების თარიღი, მაღალი პრიორიტეტი, დასრულებული). სახელის გასწვრივ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ ჩამოიშლება მენიუ (ნაჩვენებია შემდეგ სურათზე):
ნაბიჯი 4: დავალების დასრულების თარიღის ასარჩევად დააწკაპუნეთ უჯრაში მარჯვნივ მოთავსებულ კალენდრის სიმბოლოზე და აირჩიეთ სასურველი თარიღი (ნაჩვენებია მომდევნო სურათზე). ნაბიჯი 5: დავალების დასრულების თარიღის გასწვრივ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ ჩამოიშლება მენიუ (ნაჩვენებია შემდეგ სურათზე):
ნაბიჯი 6: ბოლო ორი სვეტი წარმოადგენს კი/არა (yes/no) არჩევანის ტიპის სვეტებს, თოლიას მონიშვნის შემთხვევაში (1) მნიშვნელობა არის "კი", ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში (2) მნიშვნელობა არის "არა" (ნაჩვენებია შემდეგ
სურათზე). ნაბიჯი 7: მაღალი პრიორიტეტის (High priority) და დასრულებული (Completed) სვეტების სახელის გასწვრივ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ ჩამოიშლება მენიუ (ნაჩვენებია შემდეგ სურათზე):
ნაბიჯი 8: შესაძლებელია დავალებების სიისთვის სტრიქონების და სვეტების დამატება, ასევე შესაძლებელია მათი წაშლა (იხილეთ სიებთან სამუშაო ფუნქციები) დავალებების სიასთან სამუშაო ფუნქციები:
Office Live Workspace-ის საწყისი გვერდი |