cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | ru | se

Office Live Workspace - ახალი ღონისძიებების სიის (Event List) შექმნა

by Natia Khukhunaishvili — last modified 2009-12-11 01:32

Office Live Workspace-ის საწყისი გვერდი


ნაბიჯი 1:

ახალი ღონისძიებების სიის შესაქმნელად დააწკაპუნეთ New->Event List, რის შემდეგაც გამოჩნდება ახალი ფანჯარა:

Office Live Workspace - ახალი ღონისძიებების სიის (Event List) შექმნა - new_event_list.jpg

ნაბიჯი 2:

ახალ ღონისძიებების სიაზე სახელის დასარქმევად ერთხელ დააწკაპუნეთ სახელის სტრიქონში
(1). სიის მოკლე აღწერის დასაწერად დააწკაპუნეთ სახელის ქვემოთ
არსებულ სტრიქონში (2).


ნაბიჯი 3:

ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში (3) საწყისად მოცემულია ხუთი სვეტი (Title, Location, Start time, End time, Description), რომლებსაც შეგვიძლია შევუცვალოთ სახელები მათზე ერთხელ დაწკაპუნებით.

სვეტის სახელის გასწვრივ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ ჩამოიშლება მენიუ (ნაჩვენებია შემდეგ სურათზე):

  • Sort A to Z - დალაგება ანბანის მიხედვით;

  • Sort Z to A - დალეგება ანბანის საწინააღმდეგოდ.

Office Live Workspace - ახალი ღონისძიებების სიის (Event List) შექმნა - new_event_list_sort.jpg

ნაბიჯი 4:

ღონისძიების დაწყების (Start time) და დასრულების (End time) დროის ასარჩევად დააწკაპუნეთ უჯრაში მარჯვნივ მოთავსებულ საათის სიმბოლოზე და აირჩიეთ სასურველი თარიღი (ნაჩვენებია მომდევნო სურათზე).

Office Live Workspace - ახალი ღონისძიებების სიის (Event List) შექმნა - new_event_list_datetime.jpg

ნაბიჯი 5:

დავალების დაწყების (Start time) და დასრულების (End time) თარიღის გასწვრივ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ ჩამოიშლება მენიუ (ნაჩვენებია შემდეგ სურათზე):

  • Sort Oldest to Newest - დალაგება ყველაზე ძველიდან ახლისკენ;
  • Sort Newest to Oldest - დალაგება ყველაზე ახლიდან ძველისკენ.
Office Live Workspace - ახალი ღონისძიებების სიის (Event List) შექმნა - new_event_list_sort2.jpg

ნაბიჯი 6:

შესაძლებელია ღონისძიებების სიის იმპორტი თქვენს Outlook-ში მარჯვენა ზედა მხარეს მოთავსებულ Connect to Outlook ღილაკზე (ნაჩვენებია მომდევნო სურათზე) დაჭერით.

Office Live Workspace - ახალი ღონისძიებების სიის (Event List) შექმნა - new_event_list_outlook.jpg

ნაბიჯი 7:

შესაძლებელია ღონისძიებების სიისთვის სტრიქონების და სვეტების დამატება, ასევე შესაძლებელია მათი წაშლა (იხილეთ სიებთან სამუშაო ფუნქციები).

Office Live Workspace - ახალი ღონისძიებების სიის (Event List) შექმნა - functional_buttons3.jpg

ღონისძიებების სიასთან სამუშაო ფუნქციები:


Office Live Workspace-ის საწყისი გვერდი