cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | ru | se

Office Live Workspace - დოკუმენტის დამატება (Add Document)

by Natia Khukhunaishvili — last modified 2009-12-11 01:32

Office Live Workspace-ის საწყისი გვერდი


ნაბიჯი 1:

დოკუმენტის დასამატებლად დააწკაპუნეთ Add Document ღილაკს, ჩამოიშლება ორი არჩევანი (იხილეთ შემდეგი სურათი):

Office Live Workspace - დოკუმენტის დამატება (Add Document) - add_document_1.jpg
  • Single Document - ერთი დოკუმენტის დამატება;

  • Multiple Document - მრავალი დოკუმენტის დამატება.

მეორე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში შეიძლება მოგთხოვოთ პროგრამა SilverLight-ის დაინსტალირება თქვენს კომპიუტერზე, ამის შემდეგ Add Document ღილაკს გაუქრება ჩამოსაშლელი მენიუ და მის ადგილზე იქნება მხოლოდ წარწერა Add Documents, ამ ღილაკზე დაწკაპუნებით თქვენ შეძლებთ ერთდროულად მრავალი დოკუმენტის ატვირთვას.

ნაბიჯი 2:

პირველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში გაიხსნება ახალი ფანჯარა, რომელიც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ ასატვირთი დოკუმენტი თქვენი პერსონალური კომპიუტერიდან (ნაჩვენებია შემდეგ სურათზე):
Office Live Workspace - დოკუმენტის დამატება (Add Document) - add_document_2.jpg

ნაბიჯი 3:

დოკუმენტის არჩევის შემდეგ დააწკაპუნეთ Open(1) ღილაკზე, Cancel (2) ღილაკზე დაწკაპუნების შემთხვევაში თქვენ აუქმებთ დოკუმენტის ატვირთვას.

ნაბიჯი 4:

ახალი დოკუმენტი გამოჩნდება ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად (ნაჩვენებია მომდევნო სურათზე):


Office Live Workspace - დოკუმენტის დამატება (Add Document) - add_document_3.jpg

ნაბიჯი 5:

თქვენს მიერ დამატებული დოკუმენტის (1) გასწვრივ თოლიას ჩართვის შემთხვევაში (2) გააქტიურდება შემდეგი ღილაკები:

  • Delete - დოკუმენტის წაშლა;

  • Cut - დოკუმენტის ამოჭრა;

  • Copy - დოკუმენტის კოპირება;

  • Paste - დოკუმენტის ჩასმა (აქტიურია Cut ან Copy ღილაკზე დაჭერის შემდეგ).



Office Live Workspace-ის საწყისი გვერდი