cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | ru | se

Office Live Workspace

by Natia Khukhunaishvili — last modified 2009-12-11 02:33
group: Liveatedu

Office Live Workspace სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მისამართიდან: http://workspace.office.live.com

Office Live Workspace-ი წარმოადგენს დოკუმენტების და ხელსაწყოების გასაზიარებელ სივრცეს მარტივი და ეფექტური კოლაბორაციისთვის. სერვისი საშუალებას გვაძლევს შევინახოთ 1000-მდე დოკუმენტი. მოცემულ სერვისს გააჩნია Microsoft Office-ის დოკუმენტების (Word, Excel, PowerPoint) მხარდაჭერა, იგი შესაძლებლობას იძლევა (Word, Excel, PowerPoint) მომარებლის ვებ ინტერფეისში დავათავლიეროთ დოკუმენტები. Office Live Workspace-ში დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია პირდაპირ Microsoft Office-ის პროგრამებიდან.

აქ ხდება კონტაქტების, მოვლენების და დავალებების სიის გაზიარება, რომლებიც შეიძლება მიებას Microsoft Outlook 2007-ს. ერთ-ერთი მოსახერხებელი ფუნქციაა დოკუმენტთა ვერსიების მართვა, ისტორიის შენახვა.

Office Live Workspace-ში შესაძლებელია დოკუმენტები ორგანიზებულად დალაგება-დახარისხება საქაღალდეების გამოყენებით.  Office Live Workspace-ში მარტივი კოლაბორაცია შესაძლებელია SharedView-ს გამოყენებით.

შესაძლებელია ერთი Office Live Workspace-ის ანგარიშით რამდენიმე workspace-ით სარგებლობა.
გასაზიარებელი ან შესანახი მონაცემების მიხედვით (მაგ. ჯგუფები, პროექტები, კლასები) თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი workspace-ები.  Workspace-ები რომლებიც გაზიარებულია სხვების მიერ თქვენთვის მოთავსებულია თქვენს პერსონალურ Office Live Workspace-ის “Shared With Me” განყოფილებაში.
Office Live Workspace - office_live_first_page.jpg
  1. ახალი Workspace-ის შექმნა
  2. ახალი ჩანაწერის (Note) შექმნა 
  3. ახალი სიის (List) შექმნა
  4. ახალი დავალებების სიის (Task List) შექმნა
  5. ახალი კონტაქტების სიის (Contact List) შექმნა
  6. ახალი ღონისძიებების სიის (Event List) შექმნა
  7. Word-ის ახალი დოკუმენტის (Word document) შექმნა
  8. Excel-ის ახალი ცხრილის (Excel spreadsheet) შექმნა
  9. PowerPoint ახალი პრეზენტაციის (PowerPoint Presentation) შექმნა
  10. ახალი საქაღალდის (Folder) შექმნა
  11. დოკუმენტის დამატება (Add Document)
  12. გაზიარება (Share)