cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

MultimediaMaterial

პირველად როდის იყო საქართველო ერთიანი? ( ბაგრატ III)

by ნანა ჩხეიძე — last modified 2011-01-08 12:58 Share

საგანი

ისტორია

გაკვეთილის მთავარი თემა

პირველად როდის იყო საქართველო ერთიანი? ( ბაგრატ III)

სწავლების საფეხური

საბაზო მეორე საფეხური. მეცხრე კლასი.

მოსწავლეთა პროფილი

კლასში სიით ირიცხება 20 მოსწავლე; რომელთაგან არც ერთი არაა ძნელად აღსაზრდელი და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას.

გაკვეთილის მნიშვნელობა; აქტუალობა

საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; მიგვაჩნია რომ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის პრობლემა მეტად დააინტერესებს მომავალ თაობას ; რადგან სწორედ ახლაც დგას ყველაზე მტკივნეულად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი; ამდენად მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას გაუღვიძებს თემის სათაურად აღებული შეკითხვა: როდის იყო პირველად საქართველო ერთიანი და ვინ მოახერხა მისი გამთლიანება. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია იმდენად რამდენადაც შესაძლებელი ხდება ვამსჯელოთ საქ-ოს დღევანდელობასა და მომავალზე , რაც ავტომატურად მომდევნო საკითხებზე დინამიურ გადასვლას გულისხმობს. ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის გამოყენებასაც, რადგან საშუალება მოგვეცემა ვიმსჯელოთ, თუ ბაგრატ 3-მდე რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს საქ- ოს გაერთიანების წინააღმდეგ, და რა შეიცვალა მე-10-ე საუკუნის ბოლოს.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები.

მოსწავლეები შეისწავლიან ბაგრატ III მეფობის ხანას.საქ-ოს, ბიზანტიის ურთიერთობას; საშუალება მიეცემათ კრიტიკულად იაზროვნონ, გამართონ დისკუსია და გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, როგორც წარსულზე , ასევე ასევე საქ- ოს მომავალზე.

წინასწარი ცოდნა.

აუცილებლად მიგვაჩნია მოსწავლეებმა იცოდნენ დავიტ 3 -ე კურაპალატის მეფობის პერიოდი, რათა შეძლონ მსჯელობა , ერთიანი საქ- ოს პირველი მეფის ბაგრატ 3-ის ეპოქაზე, რომელიც პირდაპირი გაგრძელებაა დავით კურაპალატისა და ივანე მარუშისძის მიერ გაკვალული გზის.

შეფასების საგანი და პროცედურები.

მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ მათი აქტიურობის საგაკვეთილო პროცესში ჩარტულობის , ცოდნის გამომჟღავნების გატვალისწინებით. მივმარტთავ როგორც ინდივიდუალურ , ისე ჯგუფურ მუშაობას. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს ვთხოვ, გაიყონ ორ ჯგუფად: 1 ჯგუფში გაერთიანდებია ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ დღესაცაა შესაძლებელი საქ-ოს ერთიანობა, 2-რე ჯგუფი კი ის მოსწავლეები იქნებიან ვინც თვლის რომ საქ- ოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია. შემდეგ ვთხოვ ჯგუფებს აირჩიონ თავიანთი წარმომადგენელი და მოახდინონ ზეპირი პრეზენტაცია.

სასწავლო მასალა ტექნიკური რესურსები.

ჩემს მიერ არჩეული თემისათვის საჭიროა ,ვისარგებლო როგორც სასწავლო სახელმძღვანელოთი, ისე დამხმარე ლიტერატურით, ლ. სანიკიძის ’’დედა ისტორია’’, ’’საკითხავი ყმაწვილთათვის’’; ( მე-6 ტომი) გამოვიყენებ ინტერნეტს აღნიშნული საკითხის საძიებლად.

რესურსი 1

რესურსი 2

გაკვეთილის მსვლელობა, სასკოლო მენეჯმენტი.

გაკვეთილის მსვლელობისას, დამჭირდება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, პარალელების გავლება თანამედროვე და მე-10 ს- ის საქართველოს შორის. დისკუსიების წარმართვა. მივმართავ განმეორების მეთოდს, რაც წინარე ცოდნის გახსენებას დაგანმტკიცებას შეუწყობს ხელს. ჯგუფური მუშაობისას მოვახდენ მოსწავლეების ორგანიზებას, მათი შეხედულების გათვალისწინებით აღნიშნულ საკითხზე.