LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

ქიმია-ჟანგბადი

by თამარ გაფიშვილი — last modified 2011-01-08 14:04

ქიმია.jpg


ქიმიური სიმბოლო: 0(ო)
Ar=16
ქიმიური ფორმულა:) 02 (ო ორი)
Mr=32
ატომის აგებულება: ატომბირთვის მუხტი +8. 8 ელექტრონი მოძრაობს ორ ენერგეტიკულ

დონეზე: +8 2ē, 6ē.
ელექტრონული ფორმულა: 1s2 2s2 2p4
ელექტრონულ-გრაფიკული ფორმულა :

33.jpg


აქვს სამი სტაბილური იზოტოპი:16 8 0, 17 8 0 და 18 8 0.
წარმოქმნის ორ ალოტროპიულ მოდიფიკაციას: ნივთიერება ჟანგბადი - 02 და ოზონი - 03 .
ისტორია:
ჟანგბადი პირველად მიიღო შვედმა მეცნიერმა კარლ შეელემ 1772 წ., 1774 წელს კი ინგლისელმა მეცნიერმა ჯოზეფ პრისტლიმ.
ჟანგბადის თვისებები შეისწავლა და სახელი ”ოქსიგენიუმ” უწოდა ფრანგმა მეცნიერმა ანტუან ლავუაზიემ.
გავრცელება ბუნებაში:
ჟანგბადი დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტია, დაახლოებით 50%. თავისუფალი სახით შედის ჰაერში: მასით 23%, მოცულობით 21%. წყალში -88,9%, დედამიწის ქერქში -47%. შედის აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებში , დაახლოებით 70%-ცილებში, ცხიმებში და ნახშირწყლებში.
მიღება:

3.jpg


4.სამრაწველო ხერხი : გათხევადებული ჰაერის ფრაქციული გამოხდით.
ფიზიკური თვისებები
ჟანგბადი უფერო, უსუნო აირია. წყალში უმნიშვნელოთ იხსნება. ჰაერზე ოდნავ მძიმეა (ρ= 1,43გ/სმ3 ). დუღილის ტემპერატურაა - 1830 C. თხევადი და მყარი ჟანგბადი ცისფერია. მყარი ჟანგბადი მაგნიტურ თბისებებს ამჟღავნებს.
ქიმიური თვისებები:
ჟანგბადი ქიმიურად აქტიური ნივთიერებაა. ელექრტოუარყოფითობით მხოლოდ ფთორს ჩამორჩება:

F-2 O+2 , ყველა სხვა ელემენტთან კი მისი ჟანგვის ხარისხია -2, რადგან იერთებს 2 ელექტრონს და ძლიერი მჟანგავია. მაგ: H+ 2O-2 . + NaO-2 H+ და სხვა.
ჟანგბადი შედის ჟანგვის და წვის რეაქციებში, როგორც მარტივ, ისე რთულ ნივთიერებებთან და წარმოქმნის ოქსიდებს ან პეროქსიდებს. ჟანგბადში იწვის ორგანული ნივთიერებებიც - წყლის და ნახშიროჟანგის წარმოქმნით.
გამოყენება
ჟნგბადში წვას იყენებენ მეტალურგიასა და ქიმიურ მრეწველობაში მაღალი ტემპერატურის მისაღებად, ლითონების ჭრისა და შედუღებისათვის; მედიცინაში, ჰაერნაოსნობაში, მიწისქვეშა და წყალქვეშა საქმიანობის დროს სუნთქვისათვის; საავიაციო და რაკეტულ ტექნიკაში.
თხევად ჟანგბადს იყენებენ ფეთქებადი ნივთიერებების - ოქსილიქვიტების დასამზადებლად.
ოზონი ჟანგბადზე ძლიეი მჟანგავია, ამიტომ მას იყენებენ სასმელი წყლის გასასუფთავებლად, ჰაერის დეზინფექციისათვის, ქსოვილების გასაუფერულებლად.
”ოზონის შრე” - გარს აკრავს დედამიწის ატმოსფეროს და იცავს სიცოსხლეს დედამიწაზე, მისთვის საზიანო მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისა და კოსმიური მტვრისაგან.
ბიოლოგიური როლი.
ჟანგბადი ერთერთი აუცილებელი ბიოლოგენური ელემენტია. აუცილებელია სუნთქვისთვის ამ დროს ორგანიზმში ხდება ნელი ჟანგვა და გამოყოფილი ენერგია ხმარდება ორგანიზმის ცხოველქმედებას.

FOTOSINtEZI.jpg


გამოყენებული ლიტერატურა:საყმაწვილო ენცკლობედია.

პროექტში მონაწილეობდნენ: თიგიშვილი ლაურა, მეათე კლასი.

არაბული ანა, მეათე კლასი.

Creative Commons License