cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

MultimediaMaterial

    No tags

საარსებო გარემო: ბუდეები

by bnavdarashvili — last modified 2013-01-31 11:36 Share

 

1. გაკვეთილის თემა ბუნებისმეტყველებაში

საარსებო გარემო: ბუდეები

2. სწავლების საფეხური და კლასი

IIIII კლასი

3. მასწავლებლის სახელი, გვარი

 

 

 

 

ნავდარაშვილი ბელა

b.navdarashvili@gmail.com

4. მოსწავლეთა რაოდენობა

25 მოსწავლე: 6 ჯგუფი

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

ასეთი მოსწავლე არა გვყავს

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნების მიხედვით)

მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ ფრინველთა ბუდეების მრავალფეროვნება, შეძლონ ზოგიერთი ფრინველის ბუდის აგების თავისებურებების აღწერა.

მოსწავლეებმა შეძლონ ზოგიერთი ცხოველის საბინადროს აგების თავისებურებების აღწერა.

მოსწავლეებმა შეძლონ ფრენის უნარის მქონე ზოგიერთი ორგანიზმის ამოცნობა და დახასიათება.

7. ეროვნული სასწავლო გეგმა

შედეგები და ინდიკატორები

შედეგი მიმართულების მიხედვით: ცოცხალი სამყარო.

მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.

  • აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი) დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;
  • ქმნის კონკრეტული ორგანიზმებისათვის საარსებო გარემოს მოდელს (მაგ. ჩანახატს);
  • ამოიცნობს სხვადასხვა საარსებო გარემოში (წყალი, ჰაერი, ხმელეთი) მობინადრე ცოცხალ ობიექტებს და ახასიათებს მათ შეგუებულობას;
  • ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ. სორო, ბუდე, სახლი) და აღწერს მათი აგების თავისებურებებსა და დანიშნულებას.

 

 

 

8. თანმიმდევრობა, აქტივობა და დრო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. თანმიმდევრობა, აქტივობა და დრო

აქტივობა I.ჯგუფური სამუშაო (5 წთ.) მოსწავლეებს დაურიგდებათ ჯგუფებში ფერადი ბარათები, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმი. მათ ისინი უნდა დაუკავშირონ შესაბამის საარსებო გარემოს. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას, იმსჯელებს და არგუმენტირებულად დაასაბუთებს.

აქტივობა II. ჯგუფური სამუშაო (5 წთ.)

მოსწავლეებს დაურიგდებათ ფოტოები, სადაც სხვადასხვა ფრინველის თავშესაფარია (ბუდე) წარმოდგენილი. მათ უნდა შეძლონ სურათის აღწერა, დახასიათება და არგუმენტირებული მსჯელობა. დისკუსიის დროს განასხვაონ ბუნებრივი და ხელოვნური თავშესაფრის ამოცნობა. მოახდინონ პრეზენტაცია.

აქტივობა III. ჯგუფური სამუშაო (7 წთ.)

I ჯგუფი - ”არწივი”, II ჯგუფი - ”შევარდენი”, III ჯგუფი - ”გედი”, IV ჯგუფი - ”ფლამინგო”, V ჯგუფი - ”ფარშავანგი”, VI ჯგუფი - ”პინგვინი”.

ჯგუფებმა უნდა ჩამოაყალიბონ ინფორმაცია წებოვან ფურცელზე, თავიანთი ჯგუფის ფრინველზე და ინტერვიუ მიაწოდონ ჟურნალისტსა და ოპერატორს, მოახდინონ პრეზენტაცია.

აქტივობა IV.  ჯგუფური მუშაობა (5 წთ.)

მოსწავლეებმა ბარათებზე წარმოდგენილი ცხოველების ფოტოები უნდა დაუკავშირონ შესაბამის სიტყვებს: შინაური და გარეული ცხოველები. ჯგუფის ერთი წევრი ისაუბრებს დაფასთან.

აქტივობა V.  ინდივიდუალური სამუშაო (5 წ.)

მოსწავლეებმა უნდა შეავსონ პირველი სავარჯიშო სამუშაო რვეულებში და მესაუბრონ საკუთარი ჩანაწერის მიხედვით, აქვე მოინიშნავენ დავალებას სამუშაო რვეულებში (5 წთ.).

აქტივობა VI.   ”ჟურნალისტის კითხვები” (6წთ)

ორი მოსწავლე ჟურნალისტის როლს წარმოადგენენ და ყუთით ჩამოივლიან, შეჩერდებიან ინდივიდუალურ მოსწავლესთან. ყუთში მოთავსებული იქნება ფრინველების ფოტოები, სადაც მათ უნდა დაახასიათონ და წარმოადგინონ თითოეული მათგანი (ფეიქარა, ქათამი, ფორი, ბოლობეჭედა, იადონი, თუთიყუში, იხვი, გუგული, ინდაური, კოდალა და ბატი).

აქტივობა VII.   კითხვები განვლილი მასალიდან (7 წთ.)

მონაწილეობს თითოეული მოსწავლე. მათ უნდა მოახდინონ თითოეული დასახელებული ცოცხალი ორგანიზმის დახასიათება და თავშესაფრის აღწერა. ეს ცხოველებია: ვეშაპი, დელფინი, დათვი, თხუნელა, მელა, ბოცვერი, თეთრი დათვი, პინგვინი, კენგურუ, ჟირაფი, სპილო, ვეფხვი, აქლემი, ლეოპარდი, ლომი, სირაქლემა და ბატი.

9. შეფასება

განმავითარებელი კომენტარი.

ჯგუფური მუშაობის დროს წარმოდგენილი საპრეზენტაციო ბარათები შეფასდება ”ღიმილებით” (წებოვანი ფურცლები).

10. საკლასო მენეჯმენტი

საგანმანათლებლო რესურსები

დაფა, ილუსტრაციები, მარკერი, ფორმატის ფერადი ფურცლები და იმისგან დამზადებული ბარათები, წებოვანი ფერადი ფურცლები, წებოვანი ფოტოები სხვადასხვა ცხოველის, ფრინველისა და მწერის გამოსახულებით. ფოტოები ფრინველების ბუდეების გამოსახულებით. სათამაშო მიკროფონი და ვიდეოკამერა.

  ინფორმაციის წყაროებით (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა). სახელმძღვანელო და სამუშაო რვეული, საბავშვო ენციკლოპედია. ინტერნეტში მოძიებული მასალა. გამოყენებული იქნება ვებ-გვერდი: wikipedia.ge