cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

    No tags

საქართველოს შიდა წყლები

by miakobashvili178 — last modified 2011-01-08 03:59 Share

საქართველოს შიდა წყლები

გაკვეთილის გეგმა

1.გაკვეთილის მთავარი თემა

საქართველოს შიდა წყლები, მე-9კლასის სახელმძღვანელო -საქართველოს გეოგრაფია ავტორები: ნ.ბერუჩაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი.

2.სწავლების საფეხური

მე--9 კლასი

3.მოსწავლეთა პროფილი

კლასში 30 მოსწავლეა, არ არის შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლე რომლისთვისაც მიუღებელია ჩვეულებრივი ტემპით სწავლება

4.გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა

საქართველო მდიდარია ბუნებრივი პირობებითა და რესურსებით, მაგრამ ყველაზე მდიდარია წყლის რესურსებით, გაკვეთილის აქტუალობას განვსაზღვრავთ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე.წყალი მნიშვნელოვანი პროდუქტია დღეს, როცა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანა მის დეფიციტს განიცდის, აზიაში აბსოლუტურად ყველა მდინარე დაბინძურებულია, აშშ-ში კი წყალსაცავების 40 % გამოუსადეგარია,ხოლო ევროპის 55 მდინარიდან მხოლოდ 5-ია სუფთა. სპეციალისტთა გათვლებით 15-20 წლის შემდეგ წყლის დეფიციტი პლანეტის მოსახლეობის მესამედს შეაწუხებს. სიღრმითა და სინატიფით გამორჩეულ ქართულ ენას ერთი ლამაზი სიტყვათა შეხამება ამშვენებს--მიწაწყალი . ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ , რომ წყალი ისეთივე ძვირფასია , როგორც მიწა და ამ საუნჯის დასაცავად სიცოცხლესაც არ იშურენდნენ . ამ თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები დაინტერესდებიან უკეთ შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის სიმდიდრე , გაეცნონ არსებულ პრობლემებს, რადგან ვიქნებით თუ არა 15-20 წლის შემდეგ მდიდრები წყლის რესურსებით ამას ვერავინ იტყვის , რადგან წყალი შეიძლება გაქრეს. თუ არ მოვუვლით ჩვენს ტყეებს, არ დავიცავთ ეკოსისტემებს წყალი აღარ გვექნება.

5.გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლეებმა გაკვეთილის შემდეგ უნდა შეძლონ :

* რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით დაახასიათონ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები და მოვლენები, მათგან გამოარჩიონ რეკორდული მაჩვენებლები ( მაგ. გრძელი მდინარე, წყალუხვი მდინარე, სამი ყველაზე დიდი ტბა, ღრმა ტბა,ყველაზე ლამაზი ტბა, ფიტოპლანქტონით მდიდარი ტბა,იხტიოფაუნით მდიდარი ტბა და ა.შ)

* რუკებისა და ტექსტური მასალის გამოყენებით აღწერონ საქართველოსათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი რესურსები ( მინერალური წყლები, მდინარეები, ტბები, მყინვარები);

* შეაგროვონ ინფორმაცია (სახელმძღვანელო, მასმედია) , იმსჯელონ საქართველოს ბუნებრივ - კატასტროფულ მოვლენებზე ( მეწყერი, წყალმოვარდნა, წყალდიდობა, ღვარცოფი) გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;

* შეაგროვონ ინფორმაცია ( საქართველოს ატლასი, გეოგრაფიული რუკა) და შეადარონ საქართველოში არსებული ორი განსხვავებული რეგიონი თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მდებარეობის, რელიეფის, კლიმატის და ჰიდროგრაფიული ქსელის მიხედვით) მსგავსევბა - განსხვავებები გამოსახონ მისთვის მისაღები ფორმით;

* გაეცნონ მდგრადი განვითრების გარემოსდაცვით თემებს,გამოყონ მათგან საქართველოსათვის ყველაზე აქტუალური და იმსჯელონ გამომწვევ მიზიზებსა და შედეგებზე. შედეგი მიღწეული იქნება თუ მოსწავლეები უპასუხებენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს: საქართველოს გეოგრაფია

IX.1

IX.2.

IX.3.

IX.4.

IX.8

6.წინსწარი ცოდნა

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ :

ა) საქართველოს მდებარეობა და საზღვრები;

ბ) გაიხსენონ შავი ზღვის მნიშვნელობა;

გ) ჩამოთვალოს ძირითადი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები;

7.შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები ფასდებიან იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც გაკვეთილის დასაწყისში დაისახა. დავაკვირდები მოსწავლეების პასუხებს და შედეგებიდან გამომდინარე შევაფასებ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ინფორმაციის ანალიზის ინტერპრეტაციისა და კლასიფიცირების უნარი;

ბ) მიზეზ - შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი; გ)საკუთარი მოსაზრების გამოთქმის, არგუმენტირებისა და დასკვნების გაკეთების უნარი;

შეფასება იქნება განმავითრებელი (სიტყვიერი) და განმსაზღვრელი, შეფასდებიან ინდივიდუალურად.

8.სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

მე-9 კლასის სახელმძღვანელო - საქართველოს გეოგრაფია, ვახუშტი ბაგრატიონის აღწერა სამეფოსა საქართველოსა, საქართველოს ფიზიკური რუკა - 1:600 000 , კომპიუტერი, პროექტორი, ცარცი, დაფა, ფურცლები. POWER POINT

9.გაკვეთილის მსვლელობა, საკლას ომენეჯმენტი

დამჭირდება მდინარის და ტბის განმარტება,მდინარის შემადგენელი ნაწილების (სათვე, შენაკადები, შესართავი, მდინარის რეჟიმი);

I ქტივობა - 1 0 წთ გონებრივი იერიში - კითხვების საშუალებით მოსწავლეებმა უნდა ჩამოთვალონ საქართველოს ბუნებრივი პირობები და რესურსები, დაასახელონ მათგან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი დღესდღეობით და რითიც ვართ ყველაზე მდიდრები.

1) რას ეწოდება მდინარე?

2) რას ნიშნავს მდინარის რეჟიმი?

3) რას ეწოდება ტბა?

4) ჩამოთვალეთ ტბები ქავბულების წ არმოშობის მიხედვით;

II აქტივობა - 20 - 25 წთ. შინაარსის რეალიზება გეოგრაფიული - ანალიზი . მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები წყვილებში ასრულებენ შემდეგ დავალებას, რუკის საშუალებით დააჯამებენ შავი და კასპიის ზღვის აუზის მდინარეებს, შემდეგ ჩამოწერენ დაფაზე (შეივსება ინფორმაცია), ვაჩვენებთ გეოგრაფიულ რუკაზე რეკორდული მაშვენებლების მქონე მდინარეებსა და ტბებს, ამის შემდეგ ვიწყებ თხრობას ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან მდინარესა და ტბაზე (ორი - ორი მდინარე დ ტბა), ჩამოვწერ დაფაზე გეგმას, რის მიხედვითაც სახლში დაახასიათებენ სხვა მათთვის საინტერესო მდინარებსა და ტბებს. ახალი მასალის ასახსნელად ვსვამ კითხვებს იმ თემიდან რომლის შეახებაც ინფორმაცია მათ უკვე აქვთ:

1. რომელი გეოგრაფიული ობიექტი წარმოადგენს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წყალგამყობს?

2. რა როლი ენიჭება შავ ზღვას საქართველოს ჰავის ჩამოყალიბებაში?

IIIაქტივობა ---- 10წთ-შეჯამება ამის შემდეგ მოკლედ შევაჯამებ გაკვეთილზე ჩატარებულ აქტივობებს და ვთხოვ სახლში დაახასიათონ ის მდინარეები და ტბები რომლებიც მათთვის საინტერესოა ზემოთ ჩემს მიერ ჩამოწერილი გეგმის მიხედვით;

მდინარისდახასიათება:

1.მდინარის სიგრძე;

2.მდინარის რეჟიმი(საზრდოობა, წყალდიდობა,წყალმარჩხობა);

3.მთის მდინარეა თუ ვაკის;

4. მდინარის თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები;

ტბის დახასიათება:

1.დავახასიათოდ ტბები ქვაბულების წარმოშობის მიხედვით;

2.ფართობი, სიღრმე, მარილიანობა, წყლის ტემპერატურა;

3.თუ ცნობილია მისი განსაკუთრებული თვისებები;

4. ტბების თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა;

საქართველოს შიდა წყლები - 288px-MtskhetaMtkvariAragvi.jpg

საქართველოს შიდა წყლები - 8565-tba.gif