cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

    No tags

სინათლის სიჩქარის გაზომვა

by inga navdarashvili — last modified 2011-01-08 12:23 Share

სინათლის სიჩქარის გაზომვა, ისევე, როგორც სინათლის ბუნება, დიდხანს იყო აზრთა სხვადასხვაობის თემა.

მაგალითად, არისტოტელეს მიაჩნდა, რომ სინათლის სხივი მყისიერად, დროის დაუხარჯავად ვრცელდება წერტილიდან წერტილამდე, წყაროდან - მიმღებამდე.

არც ნიუტონსა და არც ჰიუგენსს, რომლებმაც ყველაზე მეტი შრომა მოახმარეს სინათლის ბუნების დადგენას, არისტოტელეს მოსაზრება არ გაუზიარებიათ.

ერთი შეხედვით, ძნელი არ უნდა ყოფილიყო სინათლის სიჩქარის გამოთვლა, რადგან მისი მოძრაობა თანაბარია და სიჩქარის დასადგენად მანძილისა და დროის ცოდნაა საჭირო, მაგრამ სწორედ ამ ორი საჭირო სიდიდის ზუსტი გაზომვები ქმნიდა სერიოზულ დაბრკოლებას, რაც სინათლის უაღრესად დიდი სიჩქარის მიზეზით იყო შექმნილი.

მიუხედავად სიძნელეებისა, საუკუნეებში რამდენიმე მეცნიერის მიერ ექსპერიმენტული გზით საკმაოდ დიდი სიზუსტით იქნა გაზომილი სინათლის სიჩქარე.

პირველი მცდელობა ეკუთვნის გამოჩენილ მეცნიერს გალილეო გალილეის (1607 წ).


ცხრილში მოყვენილია მონაცემები სინათლის სიჩქარის გაზომვის ზოგიერთი მეთოდისა და მიღებული მონაცემების შესახებ.


წელი ავტორი გაზომვის მეთოდი მიღებული მნიშვნელობა,
კმ/წმ
1676
რიომერი იუპიტერის თანამგზავრის იოს დაბნელება 214 000
1726
ბრედლი ვარსკვლავების აბერაცია 301 000
1849
ფიზო კბილანებიანი ბორბალი 315 000
1862
ფუკო
მბრუნავი სარკე 298 000
1872 კორნიუ
კბილანებიანი ბორბალი 298 500
1878
მაიკელსონი მბრუნავი სარკე 300 140
1880
სტოლეტოვი ელექტრული მეთოდი 298 000
1882
მაიკელსონი მბრუნავი სარკე 299 853
1926
მაიკელსონი მბრუნავი სარკე 299 796
1941
ბერჯი რვა გაზომვის შედეგების ანალიზი 299 776
1949
ფრუმი რადიოინტერფერომეტრი 299 792,5
1952
კარტაშოვი ინტერფერომეტრი 299 788
1972
ივენსონი და სხ. ლაზერი 299 792,456

ამჟამად სინათლის სიჩქარედ ვაკუუმში მიჩნეულია 299 792 458 მ/წმ


გამოყენებული ლიტერატურა:

А.С.Енохович - Справочник по физике и технике

http://physics.nist.gov/cgi-bin/cuu/Value?c|search_for=universal_in!