cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

    No tags

სივრცული ფიგურები

by მაია რობაქიძე — last modified 2012-04-08 19:19 Share
1. გაკვეთილის თემა: სივრცული ფიგურები
2. სწავლების საფეხური და კლასი: დაწყებითი, VI
3. ინტეგრირებული საგნები:

მათემატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები

მასწავლებელი: მაია რობაქიძე,

4. მოსწავლეთა რაოდენობა: 25
5. განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა 1
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები: მოსწავლემ გაიღრმავოს სივრცული წარმოდგენები, ამოიცნოს სივრცული ფიგურები; გრაფიკული გამოსახულების მიხედვით შეძლოს მათი აღწერა, ელემენტების დასახელება. შეძლოს ზოგიერთი სივრცული ფიგურის შლილის წარმოდგენა, ამოცნობა და შლილის მიხედვით ფიგურის აღდგენა.გამოთქვას ვარაუდი წვეროების, წახნაგების და წიბოების რაოდენობების შესახებ, გაეცნოს ეილერის ფორმულას და შეძლოს მისი გამოყენება.
7. ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგები(ინდიკატორები)

VI.7.ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს, აღწერს და გამოსახავს მათ სხვადასხვა ხერხით

  •  ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით(მაგ. წახნაგების ფორმა და რაოდენობა)
  •  აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით
  •  ამზადებს სივრცითი ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცით ფიგურებს მათი შლილების მიხედვით

VI.9 ადგენს ფიგურისა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებებს

  • სხვადასხვა  სივრცული ფიგურებისათვის ითვლის და ერთმანეთს ადარებს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებს; იყენებს ეილერის ფორმულას სივრცული ფიგურების ელემენტების რაოდენობის დასადგენად
8.

თანმიმდევრობა

აქტივობა და დრო

 

 1.  კლასის ორგანიზება 3 წთ

 2.  გონებრივი იერიში: რომელი გეომეტრიული ფიგურები ვიცით?

რომელი სივრცული ფიგურები ვიცით?

რა საერთო თვისება აქვთ სივრცით ფიგურებს?

რა ფიგურებისაგან შედგება მათი ზედაპირები?

მოსწავლეები დასახელებულ ფიგურებს განალაგებენ ორ სვეტში იმის მიხედვით, ფიგურა ბრტყელია თუ  სივრცული.  6 წთ

3. მასწავლებელი აჩვენებს სლაიდშოუს სივრცითი ფიგურების შესახებ, პარალელურად  განიხილავს მრავალწახნაგებს, მოსწავლეებს განუმარტავს, რას უწოდებენ წახნაგებს, წვეროებს და წიბოებს. მოსწავლეები ასახელებენ სლაიდებზე გამოსახულ ფიგურებს  და მათ ელემენტებს.                                  10 წთ

4.მოსწავლეები სხდებიან ჯგუფებად კომპიუტერთან  და ავსებენ მათთვის გამზადებულ ცხრილებს  მრავალწახნაგების წვეროების, წახნაგების და წიბოების რაოდენობების შესახებ.  ითვლიან ეილერის მახასიათებელს.                               5 წთ

5.  ჯგუფების   პრეზენტაცია           

მასწავლებელი განაზოგადებს მოსწავლეების მიერ აღმოჩენილ კანონზომიერებას და მოუთხრობს მათ ეილერისა და მისი ფორმულის შესახებ                                           5წთ

6. მასწავლებელი აჩვენებს ვიდეორგოლს მრავალწახნაგების შლილების შესახებ.    3 წთ

7.მოსწავლეები ჯგუფებში ასრულებენ ტესტურ დავალებებს კომპიუტერზე                                                        5 წთ

8.მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, აფასებს მოსწავლეებს მათი თვითშეფასების საფუძველზე და აძლევს საშინაო დავალებას, ააგონ და გამოჭრან სივრცული ფიგურების შლილები                                                                                                           7 წთ  

 9.  შეფასება  ჯგუფური განმავითარებელი, ინდივიდუალური განმსაზღვრელი
 10. საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები

 დაფა, სახელმძღვანელო: "მათემატიკა 6", გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია,ქურჩიშვილი

ბარათები ჯგუფებისათვის დავალებებით, კომპიუტერი 6, პროექტორი 1

 

კრიტერიუმი          1-3        4-5       6-7-8        9-10
ყურადღების კონცენტრირება და ჩართულობა სასწავლო პროცესში უყურადღებოა და ხელს უშლის ჯგუფურ მუშაობას ზის წყნარად, მაგრამ არ იჩენს ინიციატივას ჩართული არის სასწავლო პროცესში აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის ყველა ნაწილში
ამოიცნობს და ასახელებს გეომეტრიულ ფიგურებს და მათ ელემენტებს არ შეუძლია დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა პასუხობს კითხვაზე, მაგრამ არაზუსტად პასუხობს კითხვებზე მცირე შეცდომებით უშეცდომოდ პასუხობს კითხვებზე
ფიგურებისა და შლილების შესახებ მიღებულ ცოდნას იყენებს ამოცანების ამოხსნისას არ შეუძლია ამოცანაში დასმული პრობლემის გადაწყვეტა ამოცანის ამოხსნისას უშვებს შეცდომებს ხსნის ამოცანას მცირე შეცდომით უშეცდომოდ ხსნის ამოცანებს
კომპიუტერთან მუშაობა ცუდად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად