LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

ტესტები IV კლასი

by ლია გორგაძე — last modified 2011-04-19 15:50

IV კლასის ტესტები 

                                                 მათემატიკა (ი.რუხაძე)

  I ტრიმესტრი

1.ჩაწერე  ციფრებით რიცხვები:

ა) შვიდასი ათას ორმოცდაჩვიდმეტი; -----------------------------

ბ) ასი ათას ოცდარვა; -------------------------------------------------

გ) ას სამი ათას სამასი; ------------------------------------------------

2.დაწერე სიტყვებით რიცხვები:

ა) 303410;  ---------------------------------------------------------------

ბ) 400908; ---------------------------------------------------------------

გ) 910134; ---------------------------------------------------------------

   3.რიცხვი ჩაწერილია გაშლილი ფორმით: 800000+500+6. დაასახელეთ ეს რიცხვი.

ა) 8056;                     ბ) 80506;                           გ) 800506;       

      4.78040-ის სათანრიგო ერთეულების ჯამის სახით წარმოდგენისას ერთი შესაკრები გამოტოვებულია. ჩაწერეთ ეს შესაკრები:

78040=70000+                     +40

     5.რას აღნიშნავს ხაზგასმული ციფრის მნიშვნელობა:  907815

ა) ათეულათასეულებს;         ბ) ასეულებს;       გ) ერთეულათასეულებს;

 6.რა რიცხვია 205347-ის უახლოესი ასეული?

 ა) 205000;           ბ) 205400         გ) 205300;

 7.ცარიელ ადგილას ჩაწერე შესაბამისი რიცხვი:

  547999-ის მომდევნო რიცხვი  -------------------------

 8.ჩაწერე ქვეშმიწერით და გამოთვალე: 57649+ 3462

 9.  რამდენ ნულს შეიცავს მილიონის ათობითი ჩანაწერი?

               ა)  4;                      ბ)  5;                   გ) 6;

10. დაალაგე რიცხვები ზრდადობის მიხედვით: 5925;   4206;  2046; 5295; 6420; 5592;

 11.ქვემოთ მოცემული შვიდი ციფრიდან გადახაზე სამი ციფრი ისე, რომ დარჩენილი ოთხნიშნა რიცხვი იყოს უდიდესი.

                         7812634

 12.  ცარიელ უჯრაში ჩაწერე უტოლობის შესაბამისი ნიშანი:

ა) 673039    674443               ბ)  56047     56027

 13.  მოცემული ციფრებით შეადგინე რაც შეიძლება დიდი რიცხვი ისე, რომ ყოველი                  ციფრი მხოლოდ ერთხელ გამოიყენო:

   8;    1;   3 ;  0;   4;  9

14.  მევენახეებმა ორი დღის განმავლობაში 8300კგ. ყურძენი მოკრიფეს. პირველ დღეს მოკრიფეს 5000კგ. ყურძენი. რამდენი კილოგრამი ყურძენი მოკრიფეს მეორე დღეს?

   ა) 3300კგ.          ბ) 13300კგ.          გ) 3000კგ.

15   რამდენი სანტიმეტრია 1 დეციმეტრში?

 ა) 100სმ.         ბ) 1000სმ.     გ) 10სმ.

16. წაიკითხეთ წინადადება:ჩვენ დღეს α გაკვეთილი გვაქვს. რა რიცხვი შეიძლება დავწეროთ  α-ს ნაცვლად?

 17.რამდენი მრავალკუთხედია ნახაზზე?

   
     
   
 

 

 

 

 

 

 ა)  3;                        ბ)  4;                  გ)  2;            დ)  1;

 18.  რას უდრის კვადრატის პერიმეტრი,თუ მისი გვერდების სიგრზე 15სმ-ია?

              ა) 60სმ.               ბ) 60დმ.                  გ) 6დმ.

19. რამდენი მილიმეტრია 1 სანტიმეტრში?

 ა) 100მმ.          ბ) 10მმ.        გ)  1000მმ.

 20.  რა რიცხვი შეიძლება დავწეროთ b-ს ნაცვლად, თუ თვეში b დღე-ღამეა?

 21. ქალაქში ორი სასტუმროა. ერთს შეუძლია 320 სტუმრის მიღება, მეორეს კი 125-ის. რამდენით მეტი სტუმრის მიღება შეუძლია პირველ სასტუმროს?

              ა) 445;                   ბ) 195;                გ) 105;

 22.    მართკუთხედის სიგანე 38 სმ-ია, რაც 20 სმ-ით ნაკლებია მის სიგრძეზე. რას უდრის მართკუთხედის პერიმეტრი?

ა) 182სმ.         ბ) 180სმ.            გ)192სმ.   

 23.    გამოსახე მონაცემი 5627მ. კილომეტრით და მეტრით.

ა) 5კმ. 27მ.            ბ)562კმ.7მ.       გ) 5კმ.627მ.

 24.    რომელია ყველაზე მარტივი გეომეტრიული ფიგურა?

ა) მონაკვეთი;       ბ) წერტილი;        გ) წრე;                 

 25.    მოცემული ფიგურებიდან რომელია ტეხილი შემოხაზე.

 

 

 

 

 

 

 

                   1                                            2                                              3

 26   (60-34)•45-5  ამ მაგალითიდან თანმიმდევრობით რომელ მოქმედებებს შეასრულებდით?

       ა)  გამოკლება, გამრავლება, ფრჩხილებში მოთავსებული მოქმედება;

       ბ)  ფრჩხილებში მოთავსებული მოქმედება, გამრავლება, გამოკლება;

       გ) ფრჩხილებში მოთავსებული მოქმედება, გამოკლება, გამრავლება;

 27.    5 ერთნაირ შეკვრაში 450 წიგნია. რამდენი წიგნი იქნება 8 ასეთნაირ შეკვრაში?

         ა) 720;             ბ)200;        გ)  800;

 28.    მატარებელი სადგურიდან გავიდა 11სთ 30წთ-ზე. დანიშნულების ადგილზე იგი ჩავიდა  19სთ 50წთ-ზე. რა დროის განმავლობაში იყო მატარებელი გზაში?

ა) 18სთ 30წთ;            ბ) 18სთ 20წთ;        გ)16სთ10წთ;

 29.    რამდენი წვერო აქვს პრიზმას?

        ა) 6;               ბ) 12;                გ) 8;

 30.რამდენი მილიმეტრის ტოლია 25 სანტიმეტრი? 

       ა)25მმ.                 ბ)250მმ.           გ)2500მმ.

     

 

 

 

  მათემატიკა   (IV კლასი)

                                             

                                         II ტრიმესტრი

 

1.    მოცემული  რიცხვები   გაადიდე 100-ჯერ: 35;  120;     400;

 2.    რას უდრის ნამრავლი : 42•300

           ა) 3600;                  ბ) 12300;                    გ) 12600

 3.   რიცხვი წარმოადგინე ჯამის სახით და გამოთვალე ნამრავლი:

            130•5=

 4.    გამოსახე გრამებით:

            ა)3კგ   400გ=                            ბ)2კგ    15გ=

5.  ჩაწერე ქვეშმიწერით და გამოთვალე: 5900•30

 6.    ერთ საფუტკრეში 7  სკაა , მეორეში-5. თითო სკიდან 30კგ თაფლი ამოიღეს. რამდენი კილოგრამი თაფლი ამოუღიათ ორივე საფუტკრიდან ერთად?

           ა)  210;            ბ)  360;        გ) 150;

 7.   დააკავშირე გამოსახულება და გამოსახულების მნიშვნელობა:

      1709•6                      10254

       3008•5                     11322

       3774•3                      15040

8. რიცხვი რომ 1000-ზე გაყო, მას მარჯვივ უნდა ჩამოაშორო------------------

 9.  რომელია 7-ის ჯერადი შემდეგი რიცხვებიდან:  18; 21;  39; 49; 71

 10. გამოსახე მეტრებით:

ა)   6კმ64მ=                                ბ) 10კმ=

 11. მოცემულია ტოლობები:     

              I.1000000: 10=1000                          II.   1000000:10000=100

                 III  1000000:1000=10000                   IV.  1000000:100=10000

          მათგან ჭეშმარიტია:

              ა) I    და    III ;                  ბ)   III  და        II;                 გ)II    და    IV;

 12.   5 ერთნაირ შეკვრაში 450 წიგნია. რამდენი წიგნი იქნება 8 ასეთნაირ შეკვრაში?      

               ა) 200;                               ბ) 720;                         გ) 800

 13.  გამოთვალე რისი ტოლია 24309-ისა და 9-ის განაყოფის მნიშვნელობა:

               ა) 2701;                  ბ) 24300;           გ) 24318;

 14.  შეასრულე ნაშთიანი გაყოფა:

   ა) 28:5=                                  ბ)  87:7=

 15.   ჩაწერე ქვეშმიწერით და გამოთვალე:   875:7

 16. შეავსე ცარიელი ადგილები:

             ა) 75:9=      ( 3 ნაშთი)         ბ)        : 10=5(ნაშთი4)

 17.  გამოსახე უფრო მცირე საზომი ერთეულებით.

              ა) 27სთ=          წთ                               450წთ=        სთ.           წთ

 18.   8 კალათის მოსაქსოვად საჭიროა 560 მ. მავთული. რამდენი ასეთი კალათის მოქსოვა შეიძლება 4970მ. მავთულისაგან?

              ა) 71 კალათა;          ბ)   70 კალათა;    გ) 7კალათა;

 19.  რას უდრის გამოსახულების მნიშვნელობა?      16944:24

  ა) 706;                      ბ) 670;                    გ) 670;

 20. დააკავშირე ტოლი მნიშვნელობის მქონე გამოსახულებები:

       180•3                      27•20

        150•4                     90•60

 21. ერთი ცალი იოგურტის მასა 125გ-ია, რას უდრის 16 ასეთივე იოგურტის მასა?

            ა) 2კგ.               ბ)  200კგ.            გ) 20კგ.

 22. ერთი ნაკვეთიდან 25 ტომარა ჭარხალი აიღეს, მეორედან-18 ტომარა. რამდენი კილოგრამი ჭარხალი აუღიათ თითოეული ნაკვეთიდან, თუ მეორე ნაკვეთიდან 210კგ-ით ნაკლები ჭარხალი აიღეს, ვიდრე პირველიდან?

            ა)    48კგ და 55კგ;         ბ)750კგ. და 540კგ;         გ)  225კგ და  190კგ;

 23. დააჯგუფე მონაცემები ორი ნიშნის მიხედვით: 262; 85; 184; 75; 306;65;

 24. დააკავშირე ტოლი მნიშვნელობის მქონე გამოსახულებები:

        560:80                             3600:40

       4500:50                           210:30

        480:60                              560:70

 25. კატა იწონის 23 კილოს, სპილოს მასა მასზე 100-ჯერ მეტია, რამდენს იწონის სპილო?

             ა) 123 კგ.                      ბ)2300კგ.                 გ)230კგ.

 26.   ფიგურის რა ნაწილია გაფერადებული?

 

    

 

 

 

             ა)   1/2;             ბ)    1/3;                  გ) 2/3;

 27  .თაროზე 25 წიგნი იყო. ბიბლიოთეკარმა თაროდან წიგნების ერთი მეხუთედი ნაწილი აიღო. რამდენი წიგნი დარჩა თაროზე?

ა) 20;               ბ) 18;            გ) 16;

 28. რამდენი სანტიმეტრია 2 მეტრსა და 7 დეციმეტრში?

ა) 270სმ.                     ბ) 27სმ.                         გ) 207სმ.

 29.  საზამთროს მასა 12 კგ–ია. რამდენი კილოგრამი იქნება საზამთროს 1/3 ნაწილის მასა?

              ა) 15 კგ;              ბ) 4კგ;                  გ) 9კგ;

 30.  რას უდრის  500–ის   3/5?

            ა) 1000;                 ბ) 3000;                    გ) 25000;

 

                           

                                                 ქართული ( IV კლასი) 

I ტრიმესტრი

 1. როგორ გესმის გამოთქმა: ,,სიცილი დააყარა’’?

    ა) უსაყვედურა;               ბ) არაფრად ჩააგდო;               გ) დასცინა;

 2  ვინ არის ავტორი ლექსისა : ,,საქართველოო ლამაზო”?

     ა) ანა კალანდაძე;                  ბ) გრიგოლ ორბელიანი;                   გ) ილია ჭავჭავაძე;

 3. რამდენი ბრუნვაა ქაეთულ ენაში?

    ა) 6;                    ბ) 8;               გ) 7;

 4. დაასრულე წინადადება!

    ადამიანის თვისებების გადატანას უსულო საგნებსა და ცხოველებზე-------------------  ჰქვია.

 5. რომელი ბრუნვის ნიშანია- ,,ი’’?

     ა) სახელობითის;             ბ)ნათესაობითის;                   გ) მიცემითის;

 6. მურმან ლებანიძის ლექსში ,,დიღმის ბოლოს ჭალებში ვარ” ნახსენებია სიტყვა- ზიზილები, რას ნიშნავს ის.

    ა) ახალ ნივთს;                  ბ) ყვავილს;                   ბ) ზიზღს;

 7. დაასრულე წინადადება!

     სახელის დაბოლოების ცვლას --------------------- ჰქვია.

 8. აირჩიე ანდაზაში გამოტოვებული სიტყვა და ჩასვი სათანადო ფორმით!

     დარდი, ლხინი, სიცილი.

   ჭირი   ------------------     მოზიარეაო.

 9. დაასრულე ვაჟა-ფშაველას ლექსი ,, ის კი არ არის ბიჭობა”:

                         ის კი არ არის ბიჭობა

                      რო გამაგრებდნენ, მაგრობდე.

                      --------------------------------------

                      --------------------------------------

 10. გაასწორე შეცდომა!

      ეს ზღაპარი ბავშვობაში დედაჩემა მიამბო.

      --------------------------------------------------------------------

 11. რომელია სექტემბრის ძველი სახელწოდება?

       ა) გიორგობისთვრ;                   ბ) ღვინობისთვე:           გ) ენკენისთვე;

 12. წინადადებაში:,,იაკობმა კეთილი საქმეები გააკეთა.”რომელი სიტყვაა მრავლობით რივხვში?

     ა)  საქმეები;                     ბ) გააკეთა;               გ)კეთილი;

13. როგორ გესმის გამოთქმა: ,,ხერხი იხმარა”?

        ა) გახერხა;                  ბ) მოიფიქრა;               გ) შეუთანხმდა;

 14.  რომელ ბრუნვაშია საკუთარი სახელი: ნინო!

     ა) სახელობითში;                  ბ) წოდებითში;                 გ) მიცემითში;

 15. ვინ არის ავტორი მოთხრობისა: ,,ტომ სოიერის თავგადასავალი”?

       ა) აკაკი წერეთელი;            ბ) მარკ ტვენი;            გ) ლუის კეროლი;

 16. გაასწორე შეცდომა:

      მან მრავალი წიგნები შეადგინა.

      ----------------------------------------------------------------------------

 17. მოცემულ წინადადებაში შეცვალე ჟარგონი გამართული ქართული გამოთქმით!

       მაგრად გამიტყდა, სახლში მარტო რომ დამტოვეს.

      ----------------------------------------------------------------------------------------------

 18. ჩასვი ზმნა ,, მღერის” მომავალ დროში!

       ა) იმღერა;                      ბ) იმღერებს;                  გ) უმღერია;

 19. სად დაიბადა ილია ჭავჭავაძე?

        ა)საგურამოში;       ბ) ყვარელში;                გ) გორში;

 20. ჩასვი პირველი პირის მრავლობით რიცხვში  ზმნა ,,თამაშობს”!

      ა) ვთამაშობ;            ბ) თამაშობენ;                გ) ვთამაშობთ;

 21. გაიხსენე იოსებ გრიშაშვილის ლექსი,,ონავარი”. რას ადარებს პოეტი ღრენია ანუ უხეშად მოლაპარაკე ბავშვს?


 ა) ძაღლს;                  ბ) კატას;                   გ) ლომს;

22.რომელია სწორად დაყოფილი ?    

ა) გამოხვედ-ი;               ბ) გამ-ოხვ-ედი;        გ)გა-მო-ხვე-დი;  

 23.ვაჟა-ფშაველას ლექსი ,,მთა და ბარის” მიხედვით რანი არიან მთა და ბარი ერთმანეთისთვის?  

                ა) დები;                ბ) ძმები;               გ) ბუნების შვილები;

 24. გადაშალე ზედმეტი სიტყვა!

       ა)თავზარდაცემული მტერი სირბილით გარბოდა;          

       ბ)მხედარმა უკან უკუაქციეს მტერი;           

       გ)მეფე წინ მიეგება გამარჯვებულ მეომრებს;        

25. რა არის ეპიტაფია?              

    ა) წარწერა საფლავის ქვაზე;             ბ) მოთხრობა;          გ)გვარი;

 26.წაიკითხე დავით აღმაშენებლის ეპიტაფია:               

              ,,ვის ნაჭარმაგებს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,      

              თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა იქით გამეხსნეს,                  

                      თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

                     აეწ ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს’’.

ეპიტაფიაში დავითის რომელი საქვეყნო საქმეები ჩანს?

       ა) გახიზნული ხალხის დაბრუნება;             ბ) ურჩი თავადების დასჯა;                                                

                               გ) დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება;

 27. როგორ გესმის გამოთქმა:,, ჭკუა არ უჭრის”?

       ა) უსამართლოა;              ბ) უსონათლოა;                   გ) მიუხვედრელია;

28. ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები სწორად გაანაწილე ცხრილში!

      დანავარდობდა, დახტის, შეევედრება, მიაღწია, წუხს, ხედავს, მოითმენს, მისდევს,

       დაწერს,ამოვიდა.

 

აწმყო

წარსული

მომავალი

 

 

 

 

 

 

 

29.   ვინ იყო რობინ ჰუდი?

        ა) მწერალი;                ბ) მეზღაპრე;                   გ) ტყის ყაჩაღების წინამძღოლი;

30. ყურადღებით წაიკითხე წინადადება და გაასწორე!

       ბავშვებმა ფრთხილათ მოსინჯეს  იარაღი.

       -------------------------------------------------------------- 

 

                         

                            ქართული ( IV კლასი)

                                       II ტრიმესტრი

 1.   გაიხსენეთ სულხან-საბა ორბელიანის იგავი ,,ქურდი და მკერავი”, რა ჩასცხო მკერავმა პირში თავის შვილს.

       ა) დანა;       ბ) მაკრატელი;       გ) ნაჭერი;

2.ჩასვი ზმნა ,,ანათებს” წარსულ დროში!

       ა) ანათებენ;               ბ) ანათებდა;         გ) გაანათებს;

 3.დაასრულე ილია ჭავჭავაძის ლექსი:

                         კაცად მაშინ ხარ საქები,

                         თუ ეს წესი წესად დარგე,

                         ––––––––––––––––––––––––––––––

                        –––––––––––––––––––––––––––––

4.  დააკვირდი ნიმუშს!  ისრით მიუთითე, რომელი ზმნა რომელ მიმართებას გამოხატავს!

ადის                                 აქედან იქით

       მიდის                              იქიდან აქეთ

ჩადის                               ქვევიდან ზევით 

შედის                               გარედან შიგნით 

გადის                               ზევიდან ქვევით

მოდის                               შიგნიდან გარეთ

 5.  როგორ გესმის გამოთქმა:,,წარბი გახსნა”?                                                  

ა) სახეს კარგად დააკვირდა;              ბ) წარბებთან ტკივილი იგრძნო;

                                          გ) კარგ ხასიათზე დადგა;

 6.   ანა კალანდაძის ლექსის მიხედვით,,შემოდიოდა ჩვენში კალანდა”, რომელი ხე ან სიმბოლოა ახალი წლის განუყოფელი ნაწილი?

ა) ნაძვის ხე;       ბ) ჩიჩილაკი;                    გ) კაკალი;

 7.აირჩიე რომელია სწორი?

      ა) დედა-შვილობა;      ბ) დედაშვილობა;       გ) დედა და შვილობა;

 8.მიუწერე სხვანაირად როგორ იტყვი!

პედაგოგი ----------------------                სასწავლებელი --------------------

შეგირდი -----------------------                 ეპისკოპოსი --------------------

 9.ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ,,კაცია ადამიანი?!” მიხედვით, რას ვერ ხვდებოდნენ ლუარსაბი და დარეჯანი?

ა) იმას,რომ ბოზბაში და ჩიხირთმა ორივე გემრიელია.

ბ) იმას, რომ ოჯახში კამათი არ სეიძლება.

გ) იმას,რომ ღორმუცელობითა და უსაქმურობით არისხებდნენ ღმერთს.

 10.  რომელია კუმშვად-კვეცადი სახელი?

ა) ქარხანა;          ბ) ღამურა;           გ) დედა;

 11.სად დაიბადა აკაკი წერეთელი?

       ა) სხვიტორში;             ბ) სავანეში;               გ) ქუთაისში;

 12.  მიუწერე სინონიმები!

დეფექტი --------------------

კლინიკა   -------------------

შეუხედავი ---------------------

       წმინდა -------------------------

 13. ვის ეკუთვნის სიტყვები:,, ეს ვახშამიც გადავაგორეთ, ახლა ხვალინდელ დღეზეც ვიფიქრო! ხვალ რაღა ვჭამოთ?

ა) ლუარსაბს;                     ბ) დარეჯანს;             გ) ლამაზისეულს;

 14. ჩასვი წინადადებაში შემდეგი სიტყვები შესაბამისი ფორმით:მკურნალი, ქალაქი, ცხენი.

 ა) სნეული დავბრუნებულვარ,-----------------------  შემეყარეო.

ბ )ვირს უნაგირი ------------------------    ვერ აქცევსო.

გ) მეოცნებე ბიჭი თავს ზღაპრულ --------------------------------- წარმოიდგენდა ხოლმე.

15. რას ეწოდება ანტონიმები?

      ----------------------------------------------------------------------------------------------------

 16.  გაიხსენეთ ვაჟა- ფშაველას ლექსი ,,თმაგრძელა- ჭკუათხელა”. პოეტი აღნიშნავს, რომ მთაში ნესვი არ ხარობს. რა აზრის დასადასტურებლად მოჰყავს ეს მაგალითი?

ა) იმის, რომ მთაში ნესვი არ უყვართ.

ბ) იმის,რომ ბუნების წესს ვერავინ შეცვლის.

        გ) იმის რომ მთის ბუნება მკაცრია.

 17. მიუწერე ანტონიმები!

მშიშარა -----------------------------------------

მდიდარი ---------------------------------------

განათლებული ---------------------------------

 ტყუილი ----------------------------------------

      18 მოცემულ ფრაზებს მიუწერეთ ერთსიტყვიანი ახსნა!

ა)თვალს მოჰკრავს ------------------------------

ბ)ენას მუცელში ჩაიგდებს ------------------------

 19. ისრით დაუკავშირე. რომელ კრებულს რა ჰქვია?

            ცხვრებისას                                     რემა

            ძროხებისას                                   ნახირი

     ღორებისას                                      ფარა

            ცხენებისას                                   კოლტი

 20.   ,, სოფელ ჩარგალში დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, მან ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ თბილისის და გორის საოსტატო სემინარია”.

რომელ მწერალზეა საუბარი?

ა) აკაკიზე;                ბ) ვაჟაზე;                  გ) საბაზე;

 21 . ჩასვი მე-3 პირის მრავლობით რიცხვში: ,, ლაპარაკობს”.

       ა) ლაპარაკობენ;              ბ) ვლაპარაკობთ;              გ) ლაპარაკობთ;

 22.მოუძებნე მაკავშირებელ სიტყვებს თავიანთი ადგილი და ჩაწერე!

   ხან ... ხან,  თუ,   რომ,   და.

       ა) ყველამ ვიცით,______  ზამთარი მთაში გრძელი _______  მკაცრია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   ბ)ია ________ არ ამოვა, წიფლის ჩიტა ვერ გაიხარებს.

        გ)  გაზაფხულზე ________ წვიმს, _______  დარია.

 23. გაიხსენე ხალხური თქმულება ,,ამირანის ბოლო ორთაბრძოლა” და დაასრულე წინადადება!

      ღმერთმა ამირანი დასაჯა, რადგან ___________________________________________

 24. მიუწერე ზმნებს შესაბამისი ზმნისწინები!

       ა)დავითმა ქვეყნის მტერი  ___ წყვიტა.

    ბ)ნუკრმა ხის ტოტიდან ნორჩი ფოთოლი ___წყვიტა.

        გ) ვაჟას ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ გული საშინლად ___სწყვიტა.

 25.  .ანდაზებში დაშვებული შეცდომები გაასწორე!

      ა)კარგი შვილი დედ–მამის მაგინებელიაო. __________________________________________

      ბ) ნასწავლი კაცი უტარო ცულიაო __________________________________________________

      გ) ძველი მეგობარი გაიჩინე, ახალს ნუ დაივიწყებო.__________________________________

 26. სწორად გაანაწილე სიტყვები:კრიალა, ანკარა.

      ა)გაზაფხულზე მთის____________ წყაროები მრავლად გაჩნდა.                                            ბ)ნაკადულის ფსკერზე ___________ კენჭები მოჩანდა.

 27. გაასწორე შეცდომები!

       ა) ცივმა ქარმა დაუბერა და ძაან აცივდა __________________________________________

        ბ) გუშინდელმა შეხვედრამ კარგათ ჩაიარა _______________________________________

         გ) გზა და გზა ბევრი ყვავილი დავკრიფე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 28. დააკვირდი ადამიანის სახელს და გაასწორე:

ლევანის ცხენით ჯირითი მოსწონს.___________________________________________

 29. რას ნიშნავს გამოთქმა:,, ფეხი აითრია“

           ა) დაიგვიანა;                 ბ) დაეზარა;            გ) დაზარალდა;

30.   შეარჩიე შესაფერისი სიტყვა:

შემოდგომა დადგა და დღემ ––––––––––––   დაიწყო.   

  ა) დაცოტავება;     ბ) კლება;      გ) შემცირება;

 

 

                            ბუნება  (IV კლასი)

 

Iტრიმესტრი

  1.ჩამოთვალე  ჰორიზონტის მხარეები:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 2.მინდორში ყოფნისას ან ზღვაში მოგზაურობისას ვხედავთ:

ა) ღია ჰორიზონტს;                  ბ) დახურულ ჰორიზონტს

3.რა ჰქვია ჰორიზონტის იმ მხარეს , საიდანაც მზე ,,ამოდის’’?

ა) დასავლეთი;       ბ) სამხრეთი;        გ) ჩრდილოეთი;       დ) აღმოსავლეთი;    

 4. რა ჰქვია ჰორიზონტის იმ მხარეს,საიდანაც მზე ,,ჩადის’’?

ა) სამხრეთი;    ბ) ჩრდილოეთი;      გ) აღმოსავლეთი;     დ) დასავლეთი;

 5.  გლობუსზე პოლუსებიდან თანაბარი მანძილის დაშორებით გავლებული წრეხაზი არის:

ა)  მერიდიანი;                     ბ) ეკვატორი;               გ) პოლუსი;

 6.   ვინ დაამზადა პირველი კომპასი?

             ა) ჩინელებმა;                 ბ) ინდოელებმა;              გ) რომაელებმა;          

 7.       დაასრულე წინადადება:

                  როცა კომპასი მოქმედებაშია, ისრის ლურჯად შეფერილი ბოლო ყოველთვის მიისწრაფვის -----------------

 8.  გარემოში ორიენტირებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო:

ა) ბერკეტი;                     ბ) კომპასი;                გ) ფლუგერი;

 9.წყლის ვიწრო სივრცე, რომელიც ერთმანეთისაგან ყოფს ხმელეთის ნაწილებს და აკავშირებს ზღვებისა და ოკეანეების წყლებს:

   ა) კუნძული;         ბ)ტბა;                  გ) სრუტე;

 10.    დედამიწის ფორმა , რომელიც მიაჩნდათ ძველ  ინდოელებს:

               ა) ოვალი;                       ბ) მრგვალი;               გ) ბრტყელი;

 11. ჩამოთვლილთაგან რომელი არის კონტინენტი?

    ა) ეგვიპტე;             ბ) სამხრეთ აფრიკა;              გ) აფრიკა;

 12. რამდენი კონტინენტია დედამიწაზე?

               ა) 6;                       ბ) 4;              გ) 5;

 13. კონტინენტებს შორის მოქცეული წყლის უდიდესი სივრცე:

   ა) ზღვა;                ბ) ოკეანე;                  გ) ტბა;

 14.   ხმელეთის მცირე ნაწილი ,რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია წყლით:

                ა) კონტინენტი;                 ბ) კუნძული;                       გ) ნახევარკუნძული;

 15. ჩამოთვალე კონტინენტები:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

        16  რომელ კონტინენტზე არ ცხოვრობენ ადამიანები. იქ მიდიან დასაკვირვებლად:

    ა) აფრიკა;      ბ) ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე;     გ) ანტარქტიდა;     

 17. ჩაწერე ჰორიზონტის მხარეები!

18. რომელმა მეცნიერმა ივარაუდა პირველად, რომ დედამიწა მრგვალია:

                 ა) პტოლემემ;                 ბ) პითაგორამ;                     გ) არისროტელემ;

 19.. გაასწორე შეცდომა!

                ქრისტოფორე კოლუბმა ევრაზიის კონტინენტი აღმოაჩინა.

                ---------------------------------------------------------------------------------------

 20.  მოგზაური, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარდა პირველი საზღვაო მოგზაურობა დედამიწის გარშემო:

                 ა) ფერნანდო მაგელანი;          ბ) ვასკო და გამა;         გ) ამერიკო ვესპუჩი;

 21. შეავსე წინადადება:  მზის სისტემაში ------  პლანეტაა, რომლებიც ------------------ ირგვლივ მოძრაობენ.

      22. წაიკითხე საქართველოს მდინარეთა სახელები და შეავსე ცხრილი:

                 ბზიფი, მტკვარი,რიონი, ცხენისწყალი, იორი, ყვირილა, ალგეთი, ენგური,  ალაზანი.

 

დასავლეთ საქართველოს მდინარეები

არმოსავლეთ საქართველოს მდინარეები

 

 

 

 

 

 23. რომელია კახეთის სამხარეო ცენტრი?

               ა) დედოფლისწყარო;                ბ)თელავი;                 გ) ყვარელი;

 24. წაიკითხე სიტყვები და ხაზით დაუკავშირე შესაბამის ბარიერს:

 

                მთა                            ხელოვნური                        ქედი

                ჯებირი                       ბარიერი                             ქარსაცავი ზოლი

                ტყე                              ბუნებრივი                        კლდე

                არხი                              ბარიერი                           წნული

 

            25. ამოიცანი მარტივი მექანიზმების აღმნიშვნელი სიტყვები და შემოხაზე:

                 საშლელი, ცხვირსახოცი, ფეხსაცმელი, ბორბალი, ნაჯახი, ბერკეტი, თოჯინა, ხრახნი,

 26. მყინვარის მიერ მოტანილი ნაშალი მასალა:

                  ა) ღვარცოფი;                  ბ) მორენე;               გ) დიუნა;

 27.  საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს მდინარე,,კოდორი’’ , რომელიც კავკასიონის მთავარი ქედიდან მოედინება?

                    ა) აფხაზეთი;                   ბ)კახეთი                 გ) სვანეთი;

 28. ყველაზე წყალუხვი მდინარე:

                   ა) იორი;                         ბ) რიონი;               გ) მტკვარი

.29 დედამიწის სიღრმიდან გამდნარი მასის- მაგმის ამოფრქვევა:

                  ა) ზვავი;                        ბ) ღვარცოფი;                     გ) ვულკანი;

30.ქედის ჩადაბლებულ ადგილს, სადაც მეორე მხარეს გადასვლა არის შესაძლებელი, ეწოდება...

      ა) ხიდი;      ბ) უღელტეხილი;    გ) ბილიკი;

 

 

 

 

 

                                ბუნაბა ( IV კლასი)

                                     II ტრიმესტრი

 

  1. განსაზღვრე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ტბა, რომელია- წყალსაცავი და შეავსე ცხრილი: რიწა, ჟინვალი,  სიონი, ფარავანი, ჯვარი, შაორი, ჯანდარი, წალკა, კუმისი, ბაზალეთი, ტყიბული.

 

 

ტბა

წყალსაცავი

 

 

 

 


                                                    

 2.   ბუნებრივი,დაუმუშავებელი მასალა:

   ა) რეზინი;              ბ) ფოლადი;         გ) ნედლეული;

 3.მინის დასამზადებლად იყენებენ ქვიშასადა კირქვას.კიდევ რა მასალას ურევენ მათ?

       ა) სოდას;                 ბ) ხეს;             გ) კაუჩუკს;

 4.გაასწორე შეცდომა!  თბილი ჰაერი ზევიდან ქვევითკენ მოძრაობს.

     ---------------------------------------------------------------------------

 5. სითბოს კარგი გამტარია:

     ა) რკინა;             ბ) ხე;           გ) პლასტმასა;

 6.     თბოიზოლატორია:

         ა) ლითონის ღუმელი;                   ბ) ხის კოვზი;        გ) ოქროს ბეჭედი;

 7.  რისგან დამზადებულ საგნებს იზიდავს მაგნიტი?

      ა) ხის;                 ბ) რკინის;             გ) პლასტმასის;

 8. მცენარის ზრდა-განვითარების პერიოდი დანომრე სწორად!

               გაეზარდა ღერო და ფოთლები;

               მცენარე ყვავილობს;

               გაღვივებული თესლი;

               მარცვალი;

               აღმონაცენი;

               პარკი- ლობიოს ნაყოფი;

 9. რა ჰქვიათ ისეთ ცოცხალ ორგანიზმს, რომლებიც მშობლებისგან განსხვავდებიან?

     ა) ლარვა;                 ბ) მატლი;                   გ) თავკომბალა;

 10.რამდენი ფეხი აქვს ობობას?

     ა) 6;                  ბ) 4;               გ) 8;

 11.რომელია კვერცხის მდები ცხოველი?

       ა) ქათამი;            ბ) ექიდნე;                       გ) კურდღელი;

 12.რომელი ფრინველია ძუძუმწოვარი?

        ა) არწივი;              ბ) ღამურა;             გ) პინგვინი;

 13. რით მრავლდებიან ფრინველები?

        ა) ცოცხლად შობენ;           ბ) არ მრავლდებიან;              გ) კვერცხებს დებენ;

14. რომელი სამსახურის ნომერია -  011?

        ა) პატრულის;                     ბ) სახანძროს;             გ) სასწრაფოს;

 15. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე დიდი მდინარე:

              ა) მტკვარი;  ბ) რიონი;   გ) ენგური;

16. ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველთა სახელები ხაზით დაუკავშირე შესაბამის განმარტებას:

 

           ჟირაფი                                                                           ვეფხვი

         ტირანოზავრი            მცენარეჭამიები                        ზავროპოდი

მამონტი                                                                         სპილო

მგელი                        მტაცებლები                              პარიაზავრი

 

17. რამდენი ნაწილისაგან შედგება მწერების სხეული?

          ა) 2;               ბ) 3;               გ) 4;

18. ჩამოთვლილთაგან რომელია ქვეწარმავალი?

          ა) ნიანგი;              ბ) მატლი;              გ) ბაყაყი;

 19.რა არის მეტეორიტი?

 ა) პლანეტა;                   ბ) ქვის ან რკინის სხეული;               გ) ბუნებრივი თანამგზავრი;

 20.მეცნიერი რომელიც ნამარხებს იკვლევს:

       ა) ასტრონომი;               ბ) ფიზიკოსი;                გ) პალეონტოლოგი;

 21.  ჩამოთვლილთაგან რომელია წყლის მცენარე?

ა) ტირიფი;           ბ) თეთრი დუმფალა;                  გ) კაქტუსი;

 22.არქტიდა მდებარეობს დედამიწის 

      ა) სამხრეთში;         ბ) დასავლეთში;              გ)ჩრდილოეთში;

 23.თითოეული ცხოველი დაუკავშირე თავის საარსებო გარემოს:

 

     არქტიკა                         ვეშაპი                                 ანტარქტიდა

                                              სპილო

                                              პინგვინი

    აფრიკა                             თეთრი დადვი                    ოკეანე

 24.გრძელფესვიანი უდაბნოს მცენარე:

        ა) ცერცველა;              ბ) კაქტუსი;                  გ) პალმა;

 25. ჩამოთვლილთაგან რომელია გადაშენებული ორგანიზმი?

        ა) სპილო;                    ბ) მამონტი;                       გ) ორაგუტანგი;

 26.რას ეძახიან არქტიკაში მობინადრე ადამიანებს?

       ა)ესკიმოსები;           ბ)იაპონელები;            გ) ჩინელები;

27.  იპოვე შეცდომა და გაასწორე:

       აქტიური დასვენება ნიშნავს უმოძრაობას.

        ------------------------------------------------------------

  1.  ბუნებრივი თბოიზოლატორი:

      ა) ბუმბული;                      ბ) სამზარეულო ხელთათმანი;       გ) ხის კოვზი;

 29.მიუწერე დასვენების ფორმებს აქტიურია თუ პასიური:

ექსკურსიები ––––––––––––––––––––––

 ძილი  ––––––––––––––––––––––––––––

ცურვა –––––––––––––––––––––––––––––

ტელევიზორის ყურება ––––––––––––––

  1. ჩამოთვლილი კონტინენტებიდან ტერიტორიით რომელია უფროდიდი:

               ა ) აფრიკა;  ბ) ავსტრალია;  გ) ანტარქტიდა;

 

 

 პასუხები



 


  

                               

       

    

 

 

Creative Commons License