LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

A Trip On The Thames

by natiabedoidze — last modified 2013-06-07 19:41

გაკვეთილის   მთავარი თემა

A trip on the Thames

სწავლების საფეხური

დაწყებითი, V კლასი - (English World- Mary Bowen; Liz Hocking)

მოსწავლეთა პროფილი

კლასში 30 მოსწავლეა, ნორმალური განვითარების.

გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა

გაკვეთილი აქტუალურია და თემა ეხება ლონდონს და იქ მდებარე ცნობილ შენობებს.მოსწავლეები გაიგებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს მათ ცნობისმოყვარეობას და ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას და რაც მთავარია ინფორმაციას ისინი მიიღებენ, აღიქვავენ და გაიგებენ ინგლისურ ენაზე. გაკეთილი მნიშვნელოვანია ინითაც, რომ მოსწავლეები იყენებენ მათ მიერ უკვე დაუფლებულ ლექსიკურ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს, უკავშირებენ მათ ახალს, რაც შემდგომში დაეხმარებათ მათ სხვა საკითხების ადვილად ათვისებასა და ცოდნის ინტეგრირებაში

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

 

მოსწავლეები ეუფლებიან ტექსტის მოსმენა-გაგებას, გამოიმუშავებენ ინფორმაციის გაცვლის უნარ-ჩვევას, წერის უნარს. გაიუმჯობესებენ ენის ინტონაციას და მეტყველების უნარს წინარე ცოდნის გამოყენებითა და ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისების საშუალებით, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება.

 

უნდა მოვახდინოთ მოსწავლის მოტივაცია.

მოსწავლემ უნდა შეიძინოს და გაიღრმავოს:

1.სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა)

2.სასიცოცხლო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, თავი-

სუფალი არჩევანის გაკეთება...)

3.უცხო კულტურის გაგების უნარი

4.უცხო ენის სწავლის უნარ-ჩვევები (სწავლის სწავლა)

 

მოსწავლეს ჩამოუყალიბდება და გაუღრმავდება სხვადასხვა სახის დამოკიდებულება:

1.უცხო ენის სწავლის სურვილი

2.ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ

3.განუვითარდებათ ღირებულებითი შეფასების უნარი

4.ინდივიდუალურ განსხვავებათა პატივისცემა და დაფასება

5.შთაბეჭდილებების და გამოცდილების გაზიარება

6.გაუჩნდებათ ახალი აღმოჩენების კეთების სურვილი

7. განუვითარდებათ ფანტაზია.

 

მიმართულება - მოსმენა:

უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.

უცხ.დ.III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

მიმართულება კითხვა:

უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.

უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.

უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.

მიმართულება წერა

უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.

 

მიმართულება ლაპარაკი

უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.

უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.

უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში

მონაწილეობა

მიმართულება კულტურათა დიალოგი

 

უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციო-კულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.

 

მიმართულება - სწავლის სწავლა

უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა.

უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.

 

 

ისტ-ის გამოყენება

იყენებს შეტანისა და გამოტანის მოწყობილობებს ისტ-ის საშუალებების წარმატებით ფუნქციონირებისთვის (1)

იყენებს ისტ-ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას. (1),(3)

იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამის არსებულ რესურსებს (შესაბამისი შენობის სურათის ნახვა) სწავლების პროცესში. (1)

ისტ-ის საშუალებით ჯგუფში თანამშრომლობს როგორც თანაკლასელებთან, ასევე მშობლებთან და მასწავლებლებთან სკოლის გარეთ (ელ. ფოსტა) (2)

იყენებს ისტ-ის საინფორმაციო რესურსებს ამოცანის ამოხსნის, იდეების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით. (3,4,5,6).

ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების და მასწავლებლის დახმარებით.(3)

წინასწარი ცოდნა

 

იმისათვის, რომამგაკვეთილისამოცანებიწარმატებითშეასრულონ, მოსწავლეებსუნდაჰქონდეთელემენტარულიცოდნაამსაკითხზე, კერძოდ, უნდაიცოდნენწინამასალა, რათაადვილადშეძლონწაკითხულიდამოსმენილიტექსტებისასაშეკითხვებისგაგებადამათზეპასუხისგაცემა. ასევემოეთხოვებათიცოდნენგანვლილიმასალიდანინფორმაციალონდონისშესახებ (მაგ; რომელიქვეყნისდედაქალაქია)

გრამატიკულიდროებისცნობა ( რომელიდროებიცაქვთუკვეშესწავლილი).

შეფასების საგანი და პროცედურები

 

10 - ამოიცნობს კონკრეტულ შინაარსს, პასუხობს შეკითხვებსა და ასრულებს დავალებებს.

9-8 - ამოიცნობს კონკრეტულ შინაარსს, ამოიცნობს და ასახელებს ხოლოდ რამოდენიმე თავისთვის ნაცნობ სიტყვას, პასუხობს რამოდენიმე შეკითხვას.

7-6 - ამოიცნობს მხოლოდ რამოდენიმე თავისთვის ნაცნობ სიტყვას.

5-4 - ამოიცნობს 1-2 სიტყვას, შესაძლოა დასჭირდეს დახმარება

3,2,1,- ვერ ამოიცნობს სიმბოლოებს.

 

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

 

დამჭირდება შემდეგი რესურსები:

1. გრიფირებული სახელმძღვანელო;

2.იმ შენობების ფერადი ფოტოები, რომელთა შესახებაცაა გაკვეთილი.

3. ერთი კომპიუტერი;

4.პროექტორი

5.პოსტერები

6.Flashcards

გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი

დრო 45 წთ

დაგვჭირდება შემდეგი ცოდნა: დასახელება იმ ქვეყნისა და ქალაქისა სადაც ეს შენობებია გავთავსებული, ასევე გრამატიკული ერთეულების გააქტიურება, მაგ, The Present Simple, The Past Simple, The Present Continuous, The Adjective; სიტყვათშეთანხმება;

მუშაობის ტიპი ინდივიდუალური და ჯგუფური.

 

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას;

I აქტივობა (5 წთ) - მისალმება და სიის ამიკითხვა.

II აქტივობა (5 წთ) - გონებრივი იერიში: 

მასწავლებელი უსვავს შეკითხვას ინგლისისა და ლონდონის შესახებ.

III აქტივობა (5-7 წთ) - ინგლისურის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით დააკვირდნენ ეკრანზე გაშვებულ დასათაურებულ სლაიდ-შოუს და მოისმინონ ტექსტი.

IV აქტივობა (5 წთ) - ინგლისური ენის მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას ლონდონის 1666 წლის დიდი ხანძრის შესახებ.

V აქტივობა (ჯგუფური)(7 წთ) –  მასწავლებელი ჰყოფს კლასს 6 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში არის 5 მოსწავლე.თითოეულ ჯგუფს არქმევს სახელს კვირის დღეების მიხედვით() და სთხოვს ჯგუფებს გადაშალონ სახელმძღვანელოები გვ. 101-ზე და წაიკითხონ ტექსტი, რომელიც ეხება ლონდონის დიდი ხანძრის განვითარებას; თითოეულმა ჯგუფმა წაიკითხოს თავისი კვირის დღის ინფორმაცია.

VI აქტივობა (10 წთ) - მასწავლებელი სთხოვს თითოეული გჯუფიდან ერთს; ლიდერს მოახდინოს პრეზენტირება იმ კონკრეტულ დღეს, რომელიც მის ჯგუფს ჰქონდა, რა მოხდა ( მოკლედ; შინაარსით).

VII აქტივობა (3 წთ)- შეჯამება: მასწავლებელი სვავს რამდენიმე (2-3) შეკითხვას ახალი მასალის შეახებ:მაგ.  რა იყო გაკვეთილის მთავარი თემა? რა მოეწონათ? რა არ მოეწონათ?

VIII აქტივობა (3 წთ) - საშინაო დავალების მიცემა: წიგნში გვ. 102 სავ. # 1; 2; 3. სავარჯიშო წიგნი გვ.

მასწავლებელი წინასწარ აძლევს კითხვარს ბავშვებს რომლის მიხედვითაც უნდა მოიძიონ ინტერნეტის გამოყენებით დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ნაგებობებზე და მოახდინონ შერწყმული (მოძიებულისა და სახელმძრვანელოს) ინფორმაციის ზეპირი პრეზენტირება.

 

 

გაკვეთილზე მუშაობის შეფასება

კრიტერიუმი/შკალა

 

დაბალი

5-6

საშუალო

7

კარგი

8

საუკეთესო

9-10

გაკვეთილზე ჩართულობა

საერთოდ არაა ჩართული ან ძალიან ნაკლებად.

ნაწილობრივაა ჩართული; პასუხობს რამდენიმე კითხვას.

ჩართულია,მაგრამ უჭირს რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა.

ჩართულია; აქტიურობს და პასუხობს ყველა შეკითხვას.

მოსმენა

ვერ იგებს მოსმენილი ტექსტის შინაარსს.

ნაწილობრივ იგებს მოსმენილი ტექსტის შინაარსს.

ესმის  და იგებს მოსმენილი ტექსტის შინაარსს, მაგრამ მთლიანად ვერა.

ესმის და იგებს მოსმენილი ტექსტის შინაარსს და აღიქვამს მას მთლიანობაში.

ჯგუფური მუშაობა

თითქმის არაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში.

იღებს მონაწილეობას ჯგუფის მუშაობაში,მაგრამ ნაწილობრივაა ჩართული.

ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში,მაგრამ ნაკლებად აქტიურობს.

ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში აქტიურად.

პრეზენტიტება

ვერ ახდენს ან ნაკლებად პრეზენტირებას.

ახდენს პრეზენტირებას საშუალო დონეზე; შინაარსი არ შეესაბამება დავალებას.

ახდენს პრეზენტირებას ხარვეზებით და შინაარსიც ნაკლებ ხარვეზიანებია.

ახდენს პრეზენტირებას კარგად და შინაარსიც შეესაბამება დავალებას.

 

 

Creative Commons License