LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია

by Shota Murtskhvaladze, skola 19 tbilisi, khatuna160369 — last modified 2011-11-14 12:58

პრეზენტაციაqucis  zaglebi


2. გვერდის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება წარწერა „ახალი შიგთავსი“, დააწკაპეთ მას და გადადით შემდეგ გვერდზე

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 19.jpg


3. ახალ გვერდზე უნდა აირჩიოთ „ახალი სასწავლო რესურსი“ და გააგრძელოთ მოქმედება

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 20.jpg


4. ახალი გვერდი გთავაზობთ ოთხი სხვადასხვა ტიპის სასწავლო მასალის შექმნას. აირჩიეთ პირველივე - „ვებ გვერდი“. ეს არის მოდული მულტიმედიური გვერდის შესაქმნელად, მასში ტექსტთან ერთად შეგიძლიათ ჩართოთ სურათები, აუდიო და ვიდეო კლიპები (ცნობისათვის, გვერდი, რომელსაც ახლა კითხულობთ, სწორედ ამ მოდულის საშუალებითაა შექმნილი)

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 21.jpg


5.  გაიხსნება ფანჯარა ცარიელი გრაფებით, პიველ გრაფაში უნდა ჩაწეროთ სტატიის სათაური

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 22.jpg


შემდეგ მოდის ტექსტური არე, სადაც უნდა შეიყვანოთ სტატიის შინაარსი

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 23.jpg


6. სტატიას შეგიძლიათ დაამატოთ მედია ელემენტი სურათის, აუდიო ან ვიდეო კლიპის სახით. დააწკაპეთ ღილაკს “დაამატე მედია ელემენტი”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 24.jpg


გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ მედია ელემენტის დამატების ორი ფორმიდან ერთი (ან გამოიყენოთ ორივე).

7. თქვენ შეგიძლიათ მედია ელემენტი ატვირთოთ პირდაპირ კომპიუტერიდან. ამისათვის დააწკაპეთ ღილაკს “მოიძიე/Browse”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 25.jpg


გაიხსნება საქალდეების და ფაილების მოძიების ფანჯარა, საიდანაც მოძებნით თქვენთვის სასურველ სურათს ან კლიპს, მონიშნავთ და დააწკაპებთ ღილაკს “გახსნა/Open”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 26.jpg


შემდეგ დააწკაპებთ “ფაილის ატვირთვას”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 27.jpg


მოქმედების დასასრულებლად დააწკაპეთ ღილაკს “შენახვა”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 29.jpg


ფაილი ჩაემატება სტატიაში.

8. მეორე ვარიანტი მედია ელემენტის სტატიაში ჩასმისა არის უკვე ატვირთული ფაილის მოძიება. ამისათვის იქვე არსებული ძიების გრაფაში უნდა ჩაწეროთ სიტყვა, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ფაილის სახელში ან აღწერაში და დააწკაპებთ “ძიებას”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 28.jpg


თუ ამ სიტყვის შესაბამისი ფაილი საიტზე არ ატვირთულა ძიება არაფერს მოგცემთ, დაეწერება “No results found”, მეორე შემთხვევაში გამოჩნდება ფაილების ჩამონათვალი, საიდანაც აირჩიეთ ერთი

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 28_1.jpg


მოქმედების დასასრულებლად დააწკაპეთ ღილაკს “შენახვა”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 29.jpg


ფაილი ჩაემატება სტატიაში.

9. როცა ტექსტის და მედია ფაილების დამატებას დაასრულებთ, დააწკაპეთ ღილაკს “შენახვა”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 30.jpg


გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც თემატურად უნდა აღწეროთ თქვენს მიერ შექმნილი სტატია; მიუთითეთ ენა, ჩაწერეთ მიმანიშნებელი სიტყვები(გამოყავით მძიმით)

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 31.jpg


მიუთითეთ საგნობრივი სფერო

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 32.jpg


მიუთითეთ სამიზნე ჯგუფი

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 33.jpg


(შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდროულად რამდენიმე); ბოლოს დააწკაპეთ “შენახვას”.

10. უკანასკნელი მოქმედებაა სტატიის გამოქვეყნება. ამისათვის გვერდის მარცხენა მხარეს მოძებნეთ “გამოქვეყნება” და დააწკაპეთ

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 34.jpg


დამატებით უნდა შეცვალოთ ყდის გამოსახულება, ამისათვის დააწკაპეთ “მოიძიე/Browse” და მიუთითეთ ის სურათი, რომელიც გამოჩნდება სტატიის სათაურის გასწვრივ, ან მოიძიეთ სურათი უკვე ატვირთულებს შორის (იხ. პუნქტები 7 და 8). დააწკაპეთ “გამოქვეყნებას”

ახალი სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში - მცირე ინსტრუქცია - 37.jpg


თქვენ შექმენით ახალი სასწავლო რესურსი, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვებს, მიუთითოთ ბმული ან ტეგები (მისათითებელი სიტყვები) მოსწავლეებს, კოლეგებს, კონკრეტული მასალით დაინტერესებულ პირებს.

Creative Commons License