LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

ჩემ შესახებ ( პორტფოლიო )

by rusudan gonashvili — last modified 2012-12-29 23:26

                                          სარჩევი

1.      ბიოგრაფიული მონაცემები/დოკუმენტები;

2.      წლიური სასწავლო კურსის პროგრამა ( სილაბუსი );

3.      ტრენინგების, სემინარების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები;

4.      განხორციელებილი კვლევა და პროექტები;

5.     ინფორმაციულ - საკომუნიკაციო რესურსები; 

6.      კონფერენციებზე, სემინარსა და კათედრის სხდომაზე მასწავლებლის გაკეთებული პრეზენტაციის ან მონაწილეობის ამსახველი მასალა;

7.      სამოდელო გაკვეთილის გეგმა;

8.      ინტეგრირებული, სამოდელო გაკვეთილები;

9.      ფოტოგალერეა;

10.  რესურსები.

            1. ბიოგრაფიული მონაცემები / დოკუმენტები

პირადი ინფორმაცია :

განათლება :

სამუშაო გამოცდილება :

                            

2.  წლიური  სასწავლო  კურსის  პროგრამა  

 

2012-2013 /

მასწავლებლის  სახელი, გვარი:  რუსუდან გონაშვილი

სასწავლო  საგნის  დასახელება :  ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების  კლასი :  X

სასწავლო  კურსის  სწავლების  ხანგრძლივობა :  ორი სემესტრი

საათების  რაოდენობა :  5 საათი კვირაში

სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა: ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივმა უნარ-ჩვევებმა  ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევას. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი.

უნარ - ჩვევები :   

·         განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);

·         გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

·         განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;

·         ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;

·         შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 

·         გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

სასწავლო  საგნის  სტატუსი :  მოცემულ კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი.

სასწავლო  საგნის  მიზანი :  

ინფორმაციის გ გება, ანალიზი და შეფასება :

 

·       სხვადასხვა სახის ზეპირი ტექსტების ანალიზი ტონალობის, ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურისა და ეფექტურობის თვალსაზრისით;

·       ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველება;

·       წაკითხული ტექსტის კონსტრუირება (ენობრივი ანალიზი და სინთეზი);

·       ტექსტების სახეებისამოცნობა და განმარტება მათს სტრუქტურულ-გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით;

·       ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და მათი სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;

·       სხვადასხვა ტიპისა და სტილის  ტექსტების გამართულად წერა; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.

 

 

  ენის კომუნიკაციური ასპექტები ს გაგება-გამოყენება:

 

·       იმ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს  სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემაზე კამათის წარმართვას;

·       სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;

·       წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;

·       კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა;

·       სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის ნებისმიერი ტიპის წერილობითი ტექსტის  შეთხზვა.

 

 

მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა :

 

·       არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;

·       ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება და  წარმოჩენა;

·       ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების ფორმების იდენტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება და ანალიზი;

·       სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრება  და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

·       სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;

·       წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;

·       ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის აღქმა-გააზრება.

სასწავლო  კუ სის  ამოცანები

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

·         კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;

·         ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;

·         აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;

·         მსჯელობის უნარის განვითარება;

·         სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;

·         ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;

·         ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;

·         დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;

·         ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;

·         საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;

·         სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;

·         ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;

·         მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;

·         ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;

·         სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისადა შექმნის უნარის გამომუშავება;

·         მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;

·         ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;

·         ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

·         ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.

სასწავლო  კურსის  აუცილებელი  საბაზისო  კომპონენტები :

ზეპირმეტყველების, კითხვის, მოსმენისა და წერის უნარ-ჩვევები

კურსის  ორგანიზაცია :

1)      საკლასო  მენეჯმენტის ხერხები:

·         ინდივიდუალური

·         წყვილებში

·         ჯგუფური

·         მთელ კლასთან

                  2) მეცადინეობის ფორმები:

·         პრაქტიკული

·         ლექცია

·         სემინარი

·         დებატები

               3) გაკვეთილის ტიპები:

·         ახსნა

·         განმტკიცება

·         კომბინირებული

საწავლო  კურსის  შეფასება :  

·         ტესტირება,

·         დემონსტრირება (ზეპირი გამოსვლა),

·         შუალედური შეფასება,

·         კომუნიკაციის უნარი,

·         საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები,

·         საბოლოო შეფასება.

რესურსები :

·                                 მოსწავლის წიგნი: ქართული ენა და ლიტერატურა; გამომცემლობა: „მერიდიანი“ ავტორები: თაია ცხადაია, დარეჯან კვანჭიანი, ნანა ღონღაძე, ნანა კუცია, ნათელა მაღლაკელიძე,

·         ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი გარემო და სხვ.

ადამიანური  რესურსები :   ქართული ენის მასწავლებელი.  

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                          

ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.                         

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.                        

ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.                          

ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

ქართ. X.7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.                            

ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვადა მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

ქართ. X. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                         

ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროსთხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.                

ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლიამხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.                          

ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.                         

ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

 

სამუშაო  დისციპლინა :  გაცდენების დასაშვები რაოდენობა არაუმეტეს 15 საათი წელიწადში

წახალისების  ფორმები სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა.

     წლიური  სასწავლო  კურსის  პროგრამა ( სილაბუსი)

2012-2013  ს / 

მასწავლებლის   სახელი, გვარი:   რუსუდან გონაშვილი

სასწავლო   საგნის   დასახელება :   ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების   კლასი :   VII

სასწავლო   კურსის   სწავლების   ხანგრძლივობა :   ორი სემესტრი

საათების   რაოდენობა :   5საათი კვირაში

სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:  

ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივმაუნარ-ჩვევებმა  ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს.  ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი.

უნარ -  ჩვევები :   

სასწავლო  საგნის  სტატუსი :  მოცემულ კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი.

სასწავლო   საგნის   მიზანი :   მოსწავლემ უნდა შეძლოს-

სასწავლო   კურსის   ამოცანები : 

1) მოსწავლემ უნდა აითვისოს , როგორც ენობრივი ისე კულტურული ინფორმაცია.

2) უნდა შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის უნარ-ჩვევა: სამეტყველო, სწავლის სწავლა

3)მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება.

სასწავლო   კურსის   აუცილებელი   საბაზისო   კომპონენტები :

კურსის   ორგანიზაცია :

1)      საკლასო   მენეჯმენტის  ხერხები:

       2)  მეცადინეობის  ფორმები:

    3)  გაკვეთილის  ტიპები:

საწავლო   კურსის   შეფასება :  

რესურსები :

ადამიანური   რესურსები :    ქართული ენის მასწავლებელი.  

წლის   ბოლოს   მისაღწევი   შედეგები:

ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.                             

ქართ. VII. 3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.                             

ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.

ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.                             

ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.                             

მიმართულება :  კითხვა

ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების   გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.                           

ქართ. VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.                              

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                             

მიმართულება :  წერა

ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.                          

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.                               

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.                               

ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია  წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.                                 

სამუშაო   დისციპლინა :   გაცდენების დასაშვები რაოდენობა არაუმეტეს 15 საათი წელიწადში

წახალისების   ფორმები :   სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა

     წლიური  სასწავლო  კურსის  პროგრამა ( სილაბუსი)

2012 -2013  ს / 

მასწავლებლის   სახელი, გვარი:   რუსუდან გონაშვილი

სასწავლო  საგნის  დასახელება :   ქართული, როგორც მეორე ენა

სწავლების   კლასი:   ѴII

სასწავლო  კურსის  სწავლების  ხანგრძლივობა :   ორი სემესტრი

საათების   რაოდენობა:  5 საათი კვირაში

სასწავლო   კურსის   ზოგადი   აღწერა:  სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამიტომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის ითვალისწინებს სახელმწიფო ენის სწავლებას.

     ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი პროგრამა განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით ხელი შეუწყოს სასკოლო განათლების მთავარი  სახელმწიფო მიზნის განხორციელებას. ეს არის ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

უნარ -  ჩვევები :   

სასწავლო  საგნის  სტატუსი:  მოცემულ კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი.

სასწავლო   საგნის   მიზანი :  

ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი პროგრამის მიზანია, მოსწავლე უზრუნველყოს იმგვარი ცოდნით, რომ მან შეძლოს:

სასწავლო   კურსის   ამოცანები : 

საბაზო საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება).

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, კერძოდ, მოსწავლემ უნდა:

1.        აითვისოს როგორც ენობრივი, ისე კულტურული ინფორმაცია;

2.        შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის უნარ-ჩვევა:

3.        ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება:

4.        ჩამოუყალიბდეს ქვეყნის მოქალაქეობის განცდა.

სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ ენის ცოდნის დონეებთან :

 

საფეხური

ენის ფლობის დონე  მოსმენა და კითხვა

ენის ფლობის დონე  წერა და ლაპარაკი

საბაზო

B2+B – დამოუკიდებელი მომხმარებელი (ენის კარგი ფლობა) B2 (ზღვრული განვითარებული)

B1+B1 (ზღვრული)

 

სასწავლო  კურსის  აუცილებელი  საბაზისო  კომპონენტები :

მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, სწავლის სწავლა.

  კურსის   ორგანიზაცია :

1)      საკლასო   მენეჯმენტის  ხერხები:

   2)  მეცადინეობის  ფორმები:

 3)  გაკვეთილის  ტიპები:

საწავლო   კურსის   შეფასება :  

1)  განმსაზღვრელი შეფასება

2) განმავითარებელი შეფასება

რესურსები :

ადამიანური  რესურსები :   ქართული ენის მასწავლებელი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამაში „ ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მონაწილე მასწავლებელი.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქ.მ.VII.1.  მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციის

 (დიალოგი, ინტერვიუ) მოსმენა და გაგება.

ქ. მ. VII. 2.  მოსწავლეს შეუძლია ზეპირი განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, შეტყობინებების, მარშრუტის გაგება.

ქ. მ. VII. 3.  მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ და საინტერესო თემაზე შემეცნებით-ინფორმაციული ხასიათის ზეპირი მოხსენების (გამოსვლის) გაგება .

ქ.მ.VII.4.   მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოიცნობა.  

ქ.მ.VII.5.  მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

კითხვა

ქ. მ. VII. 6.  მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:

ა) შეუძლია კორესპონდენციის (ღია ბარათი, პირადი წერილი) წაკითხვა და გაგება.

ბ) შეუძლია სხვადასხვა სახის დარგობრივ-შემეცნებითი ტექსტის (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის და სხვა სფეროდან) წაკითხვა და გაგება.  

გ) შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, მოგონებები, დღიური) გაგება.

ქ. მ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული მხატვრული ტექსტის (მოთხრობა, ნოველა, იგავ-არაკი) გაგება და გაანალიზება.

ქ.მ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული და მხატვრულიტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

ქ.მ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის ხმამაღლა კითხვა.

ქ.მ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

ქ.მ.VII. 11.  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ინტერკულტურული თვალსაზრისით გაანალიზება. 

წერა

ქ.მ.VII. 12.  მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების წერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:

ა) შეუძლია ბუკლეტის, აფიშის, ტელეგადაცემების ანოტაციის წერა.              

ბ ) შეუძლია ინსტრუქციების (რაიმეს მომზადების/მოხმარების/ჩატარების წესები, გამაფრთხილებელი წარწერა, რჩევა-დარიგება) წერა.

გ ) შეუძლია გზამკვლევის (ტურისტული, ს ა ინფორმაციო ბუკლეტი) წერა.                   

ქ.მ.VII.13.  მოსწავლეს შეუძლია პირადი წერილის, ღია ბარათის წერა.

ქ.მ. VII. 14.  მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ტექსტების (მოგონება, ამბავი, დღიური) წერა.  

ქ.მ. VII.15.  მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა, რომლებშიც ავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.

ქ.მ.VII.16. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, 

  გამომუშავებული აქვს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად

   გამოყენების უნარი.       

  ქ.მ.VII.17.  მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.                           

ლაპარაკი

ქ.მ.VII.18.  მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.  

ქ.მ.VII.19.  მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.

ქ.მ.VII.20. მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემაზე ზეპირი

  მოხსენების/პროექტის წარმოდგენა.

ქ. მ. VII. 21.  მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.                           

ქ.მ.VII.22.  მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.         

სწავლის სწავლა

 ქ.მ.VII. 23.   მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., სარეკლამო ბუკლეტის, ტურისტული გზამკვლევის შექმნა; რეგიონის, რაიონის, ქალაქის  ღირშესანიშნ ა ობების მარშრუტი და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქ.მ. VII. 24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი

  დავალების მოთხოვნები.

ქ.მ. VII. 25. მოსწავლეს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები.

ქ.მ. VII. 26. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სათანადო რესურსების გამოყენება.

ქ.მ.VII.27. მოსწავლეს შეუძლია , ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად მიმართოს სხვადასხვა ხერხს.

ქ.მ.VII.28. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკის ათვისების ხელშეწყობის მიზნით (გასაადვილებლად) სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ.VII. 29. მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესების მიზნით შეუძლია თანაკლასელებთან,

  მასწავლებელთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.

სამუშაო   დისციპლინა :   გაცდენების დასაშვები რაოდენობა არაუმეტეს 15 საათი წელიწადში.

წახალისების   ფორმები :   სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა.

                                       

                ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაციის შეფასების სქემა:

კრიტერიუმი

დაბალი

საშუალო

მაღალი

პირობასთან შესაბამისობა

 

 

 

იცავს დროის ლიმიტს

0

0,5

1

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)

0

0,5

1

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

 

 

 

მსჯელობისას იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს;

0

1

2

მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები

0

1

2

გამოაქვს ადეკვატური დასკვნა

0

0,5

1

ენობრივი უნარ-ჩვევები

 

 

 

მეტყველებს გასაგებად, სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით,

0

0,5

1

იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს

0

0,5

1

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

 

 

 

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები

0

0,5

1

 

 

 

 

         
 

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

 

 სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება

სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო თემა:...............................................................................
  შეფასების კრიტერიუმები
  
  დიახ
  
  არა
  
  ზოგჯერ
  
  დისკუსიის პროცესში ყველა მონაწილეობდა და გამოთქვამდა აზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიური იყო.
  
   
  
   
  
   
  
  ჯგუფი მეგობრულად იყო განწყობილი, მონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.
  
   
  
   
  
   
  
  ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და დისკუსიის პროცესის სრულყოფისათვის.
  
   
  
   
  
   
  
  დისკუსია ჯგუფში თემას არ გასცილებია
  
   
  
   
  
   
  
 

                                      

3. ტრენინგების, სემინარების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები

IMG_0106.JPG

IMG_0103.JPG

IMG_0102.JPG

WP_20130629_026.jpg

მასწავლებლების პროექტების კონკურსი " პარტნიორები განათლებაში-საქართველოს ფორუმი 2013", ნომინაცია: " სახელმწიფო ენა" , პროექტი: " ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები"

WP_20130629_019.jpg

მასწავლებლების პროექტების კონკურსი " პარტნიორები განათლებაში-საქართველოს ფორუმი 2013", პროექტი: " დედოფლისწყარო"

IMG_0119.JPG

მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი

„ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასაწავლო პროცეში“

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. დედოფლისწყარო, № 1 საჯარო სკოლა;   39 საათის ხანგრძლივობით.

მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამსად.

ამოცანები :

n    სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;

n    გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

n    სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

n    თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

რეზიუმე : აღნიშნული ტრენინგ-კურსი მოიცავდა ოთხ მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობა იყო ცამეტი სამსაათიანი ტრენინგი.

პირველი დღის პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა ნინო კაჟაშვილმა გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.  ისაუბრა ისტ-ის ( ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლსა  და მიზნებზე სასწავლო პროცესში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე; მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.ჩაგვიტარა ლექცია PowerPoint პრეზენტაციის გამოყენებით, გაგვაცნო კურსის სილაბუსი. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.

მეორე მოდულის პირველ დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება. აგრეთვე გაკვეთილის სამფაზიან მოდულს, გაკვეთილის დაგეგმვას და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადებას. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.

მეორე მოდულის მეორე დღეს გავაგრძელეთ ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით. გავეცანით ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვის ხერხებს. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.

მეორე მოდულის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების  პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას; სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში; MS PP პროგრამა ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.

მეორე მოდულის მეოთხე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: მუშაობა მცირე ჯგუფებში: პრეზენტაციის მომზადება შერჩეულ თემაზე; პრეზენტაციის წარმართვა; მოვამზადეთ სამოდელო პრეზენტაცია და წარვუდგინეთ აუდიტორიას, რის შემდეგაც შევავსეთ შეფასების ბარათები.

მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაშები; აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში; აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა.

მეორე მოდულის მეექვსე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება, მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა, ელექტრონული რესურსების საცავი, Lemill-ის მიმოხილვა.

მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: სწავლის შეფასება ( შეფასების ძირითადი პრინციპები და მეთოდები) გაკვეთილის შეფასება ( რუბრიკის დამზადება, პრეზენტაციები).

მეორე მოდულის მერვე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ისტ-ის გამოყენება მრავალკომპონენტიანი შეფასებისათვის; პირადი ელექტრონული დღიური ( ბლოგი); სემესტრული  ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, ბლოგის დარეგისტრირება. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.

მესამე მოდულში გავეცანით სასწავლო პროექს და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითად მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვასა და აღწერას, თანამშრომლობითი საწავლო პროექტის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.

მეოთხე მოდულში ვისწავლეთ მასწავლებლის თვით შეფასების ფორმები და ისტ ინსტრუმენტები, სლაიდშოუს გამოყენება, მასწავლებლიოს პორტფოლიო; Google სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი, Lemill. მოდულის დამთავრების შემდეგ შევავსეთ შეფასების ბარათები.

მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა,  დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა - საჭიროებაში. მივხვდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;

ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში; მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;·
აუცილებლად გამოვიყენებ  ისტ-ს  მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის; შევძლებ მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით; შევძლებ ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში. შვქმნი პერსონალურელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) გავეცანი სწავლა- სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს ისტ-ის გამოყენებით: ვისწავლე ცნების რუკის შექმნა; ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე სტრატეგია;   ვენის დიაგრამას, T- სქემას; სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე:  „ ისტ-ის გამოყენება სასწავლო რესურსების მომზადებაში”, „ როგორ გამოვიყენოთ ისტ-ი  მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის“; „თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება“

 ჩავატარებ პრეზენტაციას:  „ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესის დასაგეგმად;“ „ მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენება ისტ-ის საშუალებით;“ „გაკვეთილის დაგეგმვა“, „სასწავლო პროექტის დაგეგმვა“
ვითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან  სკოლაში ისტ-ის კულტურის დასანერგად. ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ნინო კაჟაშვილს  საინტერესო ტრენინგისთვის.

 

ხელმოწერა: რუსუდან გონაშვილი

თარიღი:26/07/2012

ღონისძიების დღის წესრიგი:

მოდული I. კურსის შესავალი (3 სთ.)

 

 

- კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება;

 

- სასწავლო პროცესში ისტ გამოყენების მნიშვნელობა;

 

- მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში;

 

- სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები;

 

- სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, სასწავლო პროექტი);

 

მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 სთ.)

 

- გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება;

 

- ეფექტური გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები;

 

- გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC);

 

- გაკვეთილის დაგეგმვა;

 

- ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში;

 

- გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა;

 

სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება;

 

- სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით;

 

- სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით;

 

- გაკვეთილის შეფასება;

 

მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6 სთ.) 

 

- სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება;

 

- ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები;

 

- სასწავლო პროექტის დაგეგმვა;

 

- ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში;

 

- თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;

 

- სასწავლო პროექტის შეფასება.

 

მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (3 სთ.)

 

- მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები;

 

- მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო;

 

- მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი;

 

- პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით. 

WP_20130629_008.jpg

ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:

,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თელავი, #3 საჯარო სკოლა;   16 საათის ხანგრძლივობით.

მიზანი : პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.

ამოცანები:

·               კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;

n   კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;

n   კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა

n   მონაცემთა შეგროვება

n   მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;

n   მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა.

n   მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.

n   პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;

n   პროექტის შეფასება;

n   კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;

n   სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;

n   მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;

n   სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.

რეზიუმე: პირველ სესიაზე ტრენერმა ეკა ხუციშვილმა  წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია. გვესაუბრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შესახებ. გაგვაცნო კრედიტების დაგროვების გზები, განვიხილეთ თითოეული აქტივობა და  აქტივობების განხორციელების ეტაპები,  გავეცანით სქემაში ჩართვის შემდეგ რა დროში მოგვიწევდა თითოეული აქტივობის განხორციელება.  შევიტყვეთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელება ხდება შვიდი წლის განმავლობაში.

მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პედაგოგიური კვლევის შესახებ. გაგვაცნო, თუ რას ისახავს მიზნად აღნიშნული პედაგოგიური კვლევა. ქალბატონმა ეკამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. გვესაუბრა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განსხვავებაზე, გავეცანით პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპებს,  ვისაუბრეთ კვლევის პროცესში გამოსაყენებელ გზებზე, რომლებმაც ობიექტურ დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს. ტრენერმა აგვიხსნა, რომ კვლევის მეთოდები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: თვისობრივ ( დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივ ( მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა - ანკეტირება) მეთოდებად.

მეორე დღის პირველ სესიაზე ჯგუფებში ვიმუშავეთ პრაქტიკულ კვლევებზე.  შევაჯამეთ და გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა,  შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ კვლევებზე, თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი სავარაუდო კვლევის პრეზენტაცია.

მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პროექტგაკვეთილის  შესახებ. გაგვაცნო, თუ რას ისახავს მიზნად პროექტგაკვეთილი. ქალბატონმა ეკამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. გვესაუბრა პროექტგაკვეთილის დადებით მხარეებზე. აგვიხსნა, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, რომ პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს. გავეცანით   პროექტგაკვეთილის დამახასიათებელ ნიშნებს, პროექტზე მუშაობის სტადიებს,  გავიგეთ, რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას.

მესამე სესიაზე ტრენერი გვესაუბრა პროექტის შეფასების რუბრიკაზე. აგვიხსნა, რომ იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. გავიგეთ, რომ პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა - როგორ წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგის ჩატარება, გავეცანით მონიტორინგისა და შეფასების სახეებს.

მეოთხე სესიაზე  ჯგუფებში ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილებზე.  შევაჯამეთ და გავიხსენეთ წინა დღეს მოსმენილი მასალა,  შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილზე, ყველა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი სავარაუდო პროექტმეთოდის პრეზენტაცია.

მესამე დღის პირველ სესიაზე გავეცანით კათედრებზე მუშაობასა და კოლეგებთან  თანამშრომლობის ეფექტური კომუნიკაციის  ფორმებს, გავეცანით 4 ტიპის სასკოლო კულტურას ( ინდივიდუალისტური, ბალკანიზებული, ხელოვნური, თანამშრომლობა).

მეორე სესიაზე ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია მასწავლებლის პორტფოლიოს შესახებ, გავიგეთ, რა არის მასწავლებლის პორტფოლიო, რისთვის გვჭირდება, რისგან შედგება იგი. მივიღეთ რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, როგორ ვაწარმოოთ პორტფოლიო, რის შემდეგაც შევაჯამეთ ტრენინგი.

მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის. ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან  სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები. თვალნათლივ დავინახე, რომ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ჩემი ძალებით შეუძლებელია და საჭიროა მოსწავლეთა სასწავლო პროექტებში ჩართვა, რაც გამოიწვევს მათ მოტივირებას და გაზრდის მათ პასუხისმგებლობას. დავრწმუნდი  რომ პორტფოლო შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში. ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მეტი სარგებელის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ამ ტრენინგის დახმარებით მე გავეცანი ისეთ მეთოდებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის წარმატებული პრაქტიკისთვის ( მაგ. კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა, კათედრაზე მუშაობა, შეფასება, თვითშეფასება, საკუთარი მიღწევების სათანადოდ წარმოდგენა).

ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა,  დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა-საჭიროებაში.

სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე:  „ როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე”, „ როგორ ვაწარმოოთ მასწავლებლის პორტფოლიო“, „ შეფასების მეთოდები“, „ რა გავლენას ახდენს კოლეგებთან კომუნიკაცია მასწავლებლის პროფესიულ ცხოვრებაზე“, „ რატომ უნდა ჩავერთოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში“.  ჩავატარებ პრეზენტაციას:  „ პედაგოგიური ტესტის შედგენისთვის საჭირო რეკომენდაციები“,  კოლეგებთან ერთად დავგეგმავ კვლევას და/ან ინტეგრირებულ პროექტს: „ რითია გამოწვეული მშობელთა არასაკმარისი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, „ რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის დაწევას“, „რა არის საკლასო კონფლიქტების მიზეზი“.  დავნერგავ „ კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტს სკოლაში, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან  სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად. ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ეკა ხუციშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.

ხელმოწერა: რუსუდან გონაშვილი

თარიღი: 16/12/2012

ღონისძიების დღის წესრიგი:

I დღე - 4 საათი

n   I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა

n   II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა

 

II დღე - 6 საათი

n   I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლევა

n   IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტგაკვეთილი

n   III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა

n   IV სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)

 

III დღე - 6 საათი

n   I სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლევა

n   II სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო

n   III სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.

4. განხორციელებული კვლევა და პროექტები

პროექტი - " ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები"

 

პროექტი - " მიწის ყივილი"

 

პროექტი - " გზა ევროპისკენ" 

 

პროექტი - "დედოფლისწყარო" 

 

 

5. ინფორმაციულ - საკომუნიკაციო რესურსები

სახალისო ტესტი - " იპოვე აქეთა მიმართულების ზმნისწინები"

სახალისო ტესტი - "შეადგინეთ სიტყვები მარცვლებისგან"

პრეზენტაცია - "აფხაზეთი საქართველოა"

ელექტრონული ტესტი - " შუშანიკის წამება"

პრეზენტაცია - "სულხან-საბა ორბელიანი"

პრეზენტაცია - " ნიკო ფიროსმანი"

პრეზენტაცია - " ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება"

ელექტრონული ტესტი - " სტუმარ-მასპინძელი"

ტესტი - ვაჟა-ფშაველას " გველის მჭამელი"

ტესტი - "გველის მჭამელი" შეფასების ფორმა

პრეზენტაცია - " შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი"

ბურთები (თამაში თემაზე " მარცვლები" )

პრეზენტაცია - " ტაო და გრიგოლ ხანძთელი"

6. კონფერენციაზე, სემინარსა და კათედრის სხდომაზე მასწავლებლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის ან მონაწილეობის ამსახველი მასალა

პრეზენტაცია - "პედაგოგიური ტესტის შედგენისთვის საჭირო რეკომენდაციები"

პრეზენტაცია - " ჭეშმარიტია - მცდარია" ტიპის ტესტური დავალება

პრეზენტაცია - მასწავლებლის პორტფოლიო

მასწავლებელთა პროექტების პრეზენტაცია.jpg

მასწავლებლების პროექტების პრეზენტაცია, მასწავლებლის სახლი, დაჯილდოების ცერემონია, "შერატონ მეტეხი პალასი"

WP_20130630_001.jpg

7. სამოდელო გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა - " ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა" (ბიოგრაფიული ცნობები )



გაკვეთილის გეგმა - "აკრძალული ქალაქის სევდა"

8. ინტეგრირებული, სამოდელო გაკვეთილები

მურმან ლებანიძე - " ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"  

 

 

 

 

 

ინტეგრირებული გაკვეთილი - " ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა" ( მასალები )

ვაჟას საპრეზენტაციო სურათი

ვაჟას მოგონებები თელავის სასწავლებელზე

„მე ბუხარში ვიჯექი და იქიდან ვუცქერდი საშინელებას. დიახ, ბუხარი იყო ჩემი სკამი მთელი ორი წელი, რადგან ადგილი აღარ  იყო შეგირდისათვის და ერთთავად ნაცარში ამოგანგლული ვიჯექი...ექვსი წლის ჩემი თელავში ყოფნის დროს სწავლის ნაყოფად ჩაითვლება რამდენიმე რუსულ-ბერძნული ფრაზა. ქართულს ვინ  გვაღირსებდა...უვარგისი სისტემა სწავლისა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, ვერ აწვდიდა ნოყიერ საზრდოს... მე რომ მიმიყვანეს სკოლაში, როზგი ხმარებაში მხოლოდ ორ წელსღა იყო... ჩვენთვის სკოლა საპყრობილე იყო...დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს...ნუთუ მუდამ სწავლა ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?...“-_იგონებდა შემდეგში ვაჟა.

 

სქოლიო

შეგირდი- მოწაფე,მოსწავლე;

საპყრობილე- ციხე;

ნოყიერი (აქ)- საფუძვლიანი;

როზგი- ჯოხით ცემა .

პრეზენტაცია- " ვაჟას ცვოვრება"

სადისკუსიო კითხვები სამოდელო გაკვეთილისთვის

1.      როგორი ცხოვრება ჰქონია ვაჟა-ფშაველას და რატომ?

2.   რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ვაჟას მოგონებიდან, რომელიც თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდს უკავშირდება?

3.      რის საფუძველზე გამოიტანეთ ასეთი დასკვნა?

4.      როგორ ფიქრობთ რატომ ინატრა სიკვდილის წინ ვაჟა-ფშაველამ მთის წყარო და ტყე?

სამოდელო გაკვეთილის დავალების ნიმუში

დავალების   ნიმუში

დავალება 1.

გაეცით   პასუხი   ქვემოთ   მოცემულ  კითხვებს:

 

1.       გაიხსენეთვაჟა-ფშაველას დაბადების ადგილი და  დრო

 

 

 

2.      დაასახელეთ ერთ-ერთი პოემა

 

 

3.      რომელი სოფლები შეიქმნა ვაჟა-ფშაველას თაოსნობით და როდის?

 

 

4.      რომელ წლებში სწავლობდა ვაჟა-ფშაველა  პეტერბურგში?

 

5.      რა ერქვათ მის მშობლებს?

 

6.  როდის დაწერა ვაჟა-ფშაველამ  „შვლის ნუკრის ნაამბობი“?

 

7.  როდის გარდაიცვალა და სად არის დასაფლავებული ვაჟა-ფშაველა?

 

 

 

შენიშვნა : ამ კითხვებზე  პასუხის გასაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ვებ გვერდები (www.wikipedia.org , www.lib.ge ) და საძიებო სისტემა - Google

 

 

 

დავალება 2:

 

მოიძიეთ და ჩასვით ქვემოთ ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი რამდენიმე სურათი.

სტრატეგია - " ვიცი - მინდა ვიცოდე - გავიგე "

ვიცი

მინდა ვიცოდე

გავიგე

1.        

 

 

2.        

 

 

3.        

 

 

4.        

 

 

5.        

 

 

6.        

 

 

7.        

 

 

8.        

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა

 

 

 

ქულები

პირობასთან შესაბამისობა

 

იცავენ დროის ლიმიტს

0 - 1

იცავენ პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს

0 - 0, 5 - 1

კომუნიკაციურ უნარ-ჩვევები

 

გასაგებად წერენ  პასუხებს

0 – 1

ენობრივი უნარ-ჩვევები

 

იყენებენ მართებულ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს

0 - 2

ჯგუში თანამშრომლობა

 

გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა

0-1-1,5-2

გაკვეთილზე ჩართულობა

0-1

ისტ_ის ეფექტურად გამოყენება

0-1

მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა

0-1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10  

(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)

 

ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა

ინდიკატორები

კრიტერიუმები

დაბალი

1-3

საშუალოზე დაბალი

4-5

საშუალოზე მაღალი 6-8

მაღალი

 

9-10

 

ქულა

 

1.       მსჯელობის უნარი 

 

 

 

 

 

 

2.       გაკვეთილზე ჩართულობა   

 

 

 

 

 

 

3.       ისტ-ს ეფექტურად გამოყენება

 

 

 

 

 

4.       მოძიებული ინფორმაცის დავალებასთან შესაბამისობა 

 

 

 

 

 

 

საშუალო ქულა

 

 

 

 

 

 

ბუნების სურათები საშინაო დავალებისთვის


პრეზენტაცია მასწავლებლებისთვის სამოდელო გაკვეთილის შესაფასებლად

9. ფოტოგალერეა

treningi1.jpg

IMGP4355.jpg

IMG_0107.JPG

ანუშკის ორი დღე უტარებია ეს ლექსი, ვერ ბედავდა მოცემას, მრცხვენოდაო

DSCN8766.JPG

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები

პროექტი "დედოფლისწყარო"

პროექტი "დედოფლისწყარო", ბლოგის სურათი

უსათაურო20130331172746.png

უსათაურო20130331172814.png

უსათაურო20130331172833.png

უსათაურო20130331172921.png

პროექტ "დედოფლისწყაროს" პრეზენტაცია

11. რესურსები

http://rusagonashvili23.blogspot.com/

http://rusagonashvili327.blogspot.com/

http://rusagonashvili1972.blogspot.com/

http://dedoflistskaro.blogspot.com/

http://gonashvilirusa.blogspot.com/

http://lemill.net/community/people/RuGonashvili/collections

http://testi-savarjisho.blogspot.com/

 

 

 

 

P. S. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი შეფასება, ფასდაუდებელი...

       ხანდახან როგორ გნატრობთ და გიხმობთ,

     ვნატრობ მე თქვენი თვალების სითბოს.
     ხანდახან მინდა,  დაბრუნდეს წლები,
     ხან ბრუნდებიან ეს წლებიც...თითქოს.

     მზრდიდით, და ამ გულს, გრძნობები თქვენი,
     დედისეული სიტყვებით მითბობს.
     მასწავლებელზე მეტი ხართ ჩემთვის,
     და გული თქვენი მეძახის, მიხმობს.

     დროს წლები ცვლიან, წლები - დროებას,
     ადამიანებს ვერ ცვლიან, ვფიქრობ.
     და თქვენც უცვლელი დარჩებით ჩემთვის,
     მანამ ეს გული ცოცხლობს და მიგრძნობს!

     გვზრდიდით და ჩვენში სდებდით მთელ ამაგს,
     მთელს თქვენს სიყვრულს გვინაწილებდით.
     და ამ ცხოვრების მძიმე ეტაპებს,
     ჩუმად აქრობდით, გვიმარტივებდით.

     გვზრდიდით ამაყებს, ქედმოუხრელებს,
     ჩვენთვის იყავით მეორე დედა.
     თქვენ გვასწავლიდით ბრძოლას, დაძლევას
     შუბლზე წაწერილ საკუთარ ბედთან.

    დიდი სიყვარულითა და მონატრებით

    თქვენიყოფილიმოსწავლეგიორგიგიგაური                             

ტრენინგი:   ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“ 

                                                   ანგარიში

თარიღი ---23/06/2013

1.     ტრენინგის შესახებ:

  • ტრენინგის დასახელება:   ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: სსიპ ----დედოფლისწყაროს № 1  საჯარო სკოლა.
  • ტრენინგის ხანგრძივობა:   1 დღე (4 საათი).

2.   მიზანი და დღის წესრიგი:

  • მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების  თავისებურებებსა და  სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას პროგრამა  „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე  ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
  • დღის წესრიგი:

Ø  წარდგენა,  გაცნობადა მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა- 20 წთ

Ø  ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ

Ø  ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები  (დისკუსია) - 10 წთ

Ø  რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker-ში. - 10წთ

Ø  D-GP-IP -პროგრამა Movie Maker-ისძირითადიინსტრუმენტები, როგორიქმნებავიდეო-კლიპი. -  45 წთ

Ø  შესვენება -20წთ

Ø  ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ

Ø  ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთ

Ø  პრაქტიკული    ინდივიდუალური სამუშაო- 30წთ

Ø  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი   - 20 წთ.

Ø  D–GP–IP - როგორ ხდება ვიდეო -მასალისატვირთვაYoutube-ში,ინსტრუმენტებისგაცნობა- 30წთ

Ø  გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?” - 10წთ

Ø  ტრენინგის შეფასება - 10 წთ

3.   ტრენინგის მსვლელობა:

  • წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ 2 შეკითხვას  ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“

·         ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები : ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები

  • ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები : ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.

·         რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა ,,სვანეთი“, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.

·         D - GP - IP -პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. ტრენერმა განმარტა,  რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.

  • შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
  • ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
  • ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო - კლიპს და ყველაფერი ეს მოგვეთავსებინა ჩვენს საქაღალდეში. გარდა ამისა, ტრენერს წინასწარ ჰქონდა კომპიუტერებში ჩაწერილი ტრენინგის მასალა (სხვადასხვა ვიდეო და აუდიო ფაილები), გვაჩვენა სად იყო ჩაწერილი ეს მასალა და გვითხრა, რომ სავარჯიშო ვიდეო - მასალის შექმნისთვის შეგვეძლო გვესარგებლა ამითაც.
  • პრაქტიკული  ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
  • D – GP – IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა: ვინაიდან სკოლის კომპიუტერულ ლაბორტორიებში დაბლოკილია ვიდეო - ფაილების საცავი Youtube, ტრენერმა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით გაგვაცნო ის მარტივი ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება აიტვირთოს შექმნილი ვიდეო - მასალა Youtube - ში და უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
  •  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი : თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ. პრეზენტატორი მოკლედ მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო შემდეგ აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ წარმოდგენილ ნამუშევარს.
  • დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში? ”  ტრენინგის მიწურულს მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
  • ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მატთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება.

4.   ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:

აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.

აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.

კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

5.   ტრენინგის შემდეგ:

ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რომელიც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად გამემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელიც ავტვირთე Youtube - ში.

ჩემი სასწავლო მასალა:

 

სსიპ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:                                       რუსუდან გონაშვილი

 

რიცხვი - 23/06/2013

Creative Commons License