LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

"დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან"

by cira chubinidze — last modified 2011-11-12 13:10
გაკვთილის მთავარი თემა ნ. ლორთქიფანიძის "თავსაფრიანი დედაკაცი"
სწავლების საფეხური მე-3 საფეხური, მე-12 კლასი
მოსწავლეთა პროფილი კლასში 20 მოსწავლეა. განსაკუთრებული მიდგომების მქონე ბავშვი არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა,აქტუალობა გაკვეთილი განუვითარებს ბავშვებს კვლევა-ძიების, არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის გრაფიკულად გამოსახვის, ტექსტის ანალიზის უნარს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);

·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;

XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება .                           

·         მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების, ასევე პერსონაჟებისმსგავსება-განსხვავებაზე;

XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.

·         განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში მოვლენათა (ავტორისეულ, პერსონაჟის) სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;

XII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.  

·         განსაზღვრავს კითხვის მიზანს და ირჩევს მიზნის შესაბამის სტრატეგიას  (ინფორმაციის მოძიების მიზნით მოძებნის საკვანძო სიტყვებს, წინადადებებს, აკეთებს ჩანაწერებს და აქვს ტექსტის მარკირების საკუთარი სისტემა).

·         ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებს და პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების მიზნით.

·         ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდ;ან დიალექტიზმებს, ქმნის მცირე ლექსიკონს; 

 

მოსწავლე შეძლებს:

         ტექსტის  გაგებას და ანალიზს,        იპოვის თავისებურებებს, პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

·         შეარჩიოს და გამოიყენოს საპრეზენტაციოდ ვიზუალური საშუალებები, დიაგრამები.....

·         პერსონაჟთა სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას.

·         ლექსიკონის გამოყენებით მათთვის უცხო სიტყვების ახსნას.

გამოუმუშავდებათ :

·         სათანადო მასალის შერჩევის, ციტატების ანალიზის, არგუმენტირებული მსჯელობის, კვლევა-ძიების, ინფორმაციის დახარისხების, შედარების,  დამოუკიდებელი აზროვნების, თანამშრომლობის, სხვათა აზრის მოსმენის, დასკვნების გაკეთების, ისტ–ის გამოყენების  უნარს.

 

წინასწარი ცოდნა მოსწავლეებმა იციან ტექსტის შინაარსი, წაკითხული აქვთ ი.ჭავჭავაძის " ოთარაანთ ქვრივი"
შეფასების საგანი დაპროცედურები მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფურ მუშაობაში, პრეზენტაციასა დისკუსიაში. გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო: ქართული ენა და ლიტერატურა  მე-12 კლასი, დიალექტიზმების ლექსიკონი, წიგნი ქართველი მწერლები სკოლაში №9, თაბახის ფურცლები, მარკერები, ისტ რესურსები ( კომპიუტერი, პროექტორი). ვებ-გვერდი: www.google.ge ,

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა №1 --- 5წთ

პროვოცირება--- ინტერესის გამოწვევისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები იხსენებენ რა იციან ნიკო ლორთქიფანიძის, მისი შემოქმედების შესახებ. ამით ვააქტიურებთ წინარე ცოდნას.

 

აქტივობა №2 --- 5წთ

მინი ლექცია --- მასწავლებელი მოსწავლეებს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია გაკვეთილის თემის უკეთ გაგებისა და გააზრებისათვის. კერძოდ, იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც ცხოვრობდა ნიკო ლორთქიფანიძე, იმ რეჟიმზე, რომლის სუსხიც საკუთარ თავზე იგრძნო , ასევე მის მდიდარ შემოქმედებაზე, მისთვის დამახასიათებელ ელემენტებზე, თავისებურებებზე, მანერასა და სტილზე; ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, ძალმომრეობაზე, უსამართლობასა და სისასტიკეზე .

  ლექციის მსვლელობისას პროექტორით ნაჩვენები იქნება ფოტო მასალა, რომელიც შეავსებს და გაამრავალფეროვნებს ნიკო ლორთქიფანიძეზე ბიოგრაფიულ ცნობებსა და მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

 

 აქტივობა №3---12წთ

 ჯგუფური მუშაობა --- მოსწავლეები დაყოფილია ოთხ ჯგუფად, თითოეულს ურიგებს ბარათებს განსხვავებული დავალებებით.

I ჯგუფი:

1. ტექსტის ადეკვატურად წაკითხვის მიზნით გაშიფრონ შესაბამისი კოდი ( შევახსენებ რეზო ყარალაშვილის „მხატვრული ნაწარმოების აღქმას“)  და  მოიყვანონ რამდენიმე დამადასტურებელი ადგილი ტექსტიდან.

2. ლექსიკონის დახმარებით განმარტონ მათთვის გაუგებარი სიტყვები.

II ჯგუფი:

                   მთავარი პერსონაჟის დახასიათების მიზნით მოძებნონ შესაბამის საკვანძო სიტყვები, წინადადებები, ფრაზები  და გაანალიზონ.

III  ჯგუფი:

     გაიხსენონ მათ მიერ შესწავლილი ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“,  ერთმანეთს შეადარონ ამ ნაწარმოებების ღირებულებები და ფასეულობები, ასევე მთავარი პერსონაჟები (ოთარაანთ ქვრივი და თავსაფრიანი დედაკაცი) და მათი შვილები. იპოვონ მათ შორის მსგავსება- განსხვავებებიდიაგრამების გამოყენებით. პრეზენტაციისთვის გამოიყენონ  ისტ-ი.

IV ჯგუფი:

                         კვლევა -ძიების უნარის განვითარების მიზნით ისტ-ის გამოყენებით მოიძიონ ვინ არიან ეპიგრაფში მოხსენიებული მარკოზი და იოანე;

             რა აზრი იმალება შემდეგი სიტყვების უკან „შეისწორა თავსაფარი“, „კალთები დაიბერტყა“, „ვერცხლის ფული“. გამოთქვან საკუთარი შეხედულებები სახე-სიმბოლოების შესახებ: „თითბრის ჯვარი“, „ნიშნობის ბეჭედი“.

 

 აქტივობა №4 --- 10 წთ

პრეზენტაცია -- ნამუშევრები საპრეზენტაციოდ გამოაქვთ ჯგუფის მიერ შერჩეულ ლიდერებს.მიმდინარეობს კითხვა–პასუხი.

 

აქტივობა №5 ---- 6წთ

შეჯამება -  გაკვეთილს მასწავლებელი აჯამებს მინი დისკუსიით.  მოსწავლეებთან ერთად შეარჩევს სათაურს „თავსაფრიანი დედაკაცი -ზედმეტი ნივთი თუ დიდებული ადამიანი“. მოსწავლეები იმსჯელებენ,  უნდა წასულიყო თავსაფრიანი დედაკაცი ოჯახიდან და „შეერცხვინა“ ტანჯვით დაზრდილი შვილები თუ უნდა დარჩენილიყო მათთან და უარი ეთქვა ღირსებასა და ზნეობაზე.მოსწავლეები გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.

 აქტივობა    6–– 4 წთ

  შეფასება   

მოსწავლეები ფასდებიან ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის, დისკუსიის სქემების მიხედვით. გამოყენებულ იქნება განმავითარებელი შეფასებაც.

აქტივობა №7 --- 3წთ

       საშინაო დავალება         

  1.                            მოსწავლეებს საშინაო დავალებად ეძლევათ ტექსტის ანალიზი მხატვრულ -ენობრივი თვალსაზრისით  
  2.                 ევალებათ  მოიძიონ ა.მირბოს „მუქთამჭამელები“ და წაიკითხონ მარკირების წესით.
  3.                           დაწერონ მცირე ესე -- "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან."

Creative Commons License