LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

გეომეტრიული პორტრეტები

by keti jinjolava — last modified 2011-01-08 14:42

1. გაკვეთილის თემა: გეომეტრიული პორტრეტები 2. სწავლების საფეხური და კლასი ზუგდიდი ს№2 საჯარო სკოლა, დაწყებითი საფეხური IVკლასი 3. ინტეგრირებული საგნები მასწავლებელთა სახელი, გვარი საგანი მათემატიკა ხათუნა ფანთია ხელოვნება ვერიკო ჯგუშია შრომითი სწავლება ხათუნა ფანთია ინფორმატიკა ქეთინო ჯინჯოლავა (ისტ მენეჯერი) 4. მოსწავლეთა რაოდენობა 29 მოსწავლე 5.გაკვეთილის სასწავლო მიზნები ხელოვნება: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ შემოქმედებით აზროვნებას, ემოციურ სფეროს,დახვეწენ წარმოსახვას, გემოვნებას, შეიძენენ დაკვირვების, კომუნიკაციის, შეფასების უნარებს. მათემატიკა: შეძლებენ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების დახაზვას, გამოჭრას, შედარებას, დაჯგუფებას, საჭიროებისამებრ განლაგებას ნახატის ან გამოსახულების მისაღებად. შრომა: ფლობენ აპლიკაციის გაკეთებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ფერად ქაღალდებზე მუშაობისას იცავენ უსაფრთხოებას, ჰიგიენას, სათანადოდ რეაგირებენ მასწავლებლის კომენტარზე, მეწყვილესთან ერთად გადაჭრიან დასახულ ამოცანას, განმარტავენ,რისი გადმოცემაც უნდათ. ინფორმატიკა: ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ ტექსტურ რედაქტორში გეომეტრიული ფიგურების გამოსახვას. 6. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები ს.გ. II.11. მოსწავლე იცნობს და იყენებს ელემენტარულ ტერმინოლოგიას. მოსწავლე აკვირდება მიმიკას, კითხულობს განცდებს და ასახელებს ემოციას. იყენებს ტერმინოლოგიას, განმარტავს მის შინაარსს. ს.გ.II.2. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას. ფერადი ქაღალდებისაგამ ამოჭრის მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს, პროპორციულად ირჩევს მის ზომებს ფურცლის ზომასთან შესაბამისობაში. ს.გ.II.5. მოსწავლე ამჟღავნებს მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს. პრაქტიკული მუშაობისას იცავს უსაფრთხოების წესებს, იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობების შესრულებისას. ს.გ.II.6. მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთად ერთად. მოსწავლეები ცდილობენ დასმული ამოცანა გადაჭრან მეწყვილესთან ერთად. ს.გ.7. მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრევბს, გამოთქვამს საკუთარ აზრს თანაკლასელთა ნაშრომებზე. პრეზენტაციისას წყვილი ნამუშევარს შეურჩევს სახელს და განმარტავს, რისი გადმოცემა სურდათ ნამუშევარში. ს.გ.II.13. მოსწავლე აკავშირებს ნაწარმოების შინაარსს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან. წყვილი საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე, მასში გამოხატულ განწყობილებაზე, ეძებს მსგავსებას და აკავშირებს თანამედროვე ცხოვრებასთან. მათ.I.7. გამოსახავს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს და ამოიცნობს ობიექტთა ურთიერთმდებარეობას. იცნობს, ხაზავს, ჭრის ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს ფერადი ქაღალდებისაგან. მათ.II.8. იყენებს თვისებრივ და რაოდენობრივ ნიშნებს ფიგურების აღსაწერად. გამოჭრილ გეომეტრიულ ფიგურებს, ადარებს, აჯგუფებს, აწყვილებს. მათ.II.9. ორიენტირებს გარემოში და აღწერს ობიექტთა ურთიერთგანლაგებას. ფიგურებს განალაგებს საჭიროებისამებრ ნახატის ან გამოსახულების მისაღებად. ისტ:1 ძირითადი ცნებები და ოპერაციები. სწორად იყენებს ისტ-ს საშუალებებთან ურთიერთმოქმედების, შეტანა-გამოტანის მოწყობილობებს ამ საშუალებების წარმატებით ფუნქციონირებისათვის (მაუსი, კლავიატურა, მონიტორი და სხვა) იყენებს ისტ-ს საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი აქტივობებისას ისტ3. პროდუქტის შესაქმნელი ტექნოლოგიურო საშუალებები: იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის წასახალისებლად. იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამის არსებულ რესურსებს. ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის დახმარებით. 7.თანმიმდევრობა მისალმების შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან დაფაზე ჩამოწერილ გაკვეთილის გეგმას. მოსწავლეთა წყვილი მიუჯდება თითო კომპიუტერს. მოთელვისათვის 6 მოხალისე მოსწავლე იღებს ბარათებს, რომელზედაც დაწერილია სხვადასხვა ემოციების სახელწოდებები: შიში, იმედგაცრუება, მედიდურობა, ცნობისმოყვარეობა, გაბრაზება, სასოწარკვეთა. თითოეული შესაბამის ემოციას სათანადოდ განასახიერებს ჟესტიკულაციის გამოყენებით, ხოლო კლასი ცდილობს გამოიცნოს, თუ რა სიტყვები წერია ბარათზე. (ანუ რას განასახიერებენ მოხალისები). ხელოვნების მასწავლებელი სვამს შემდეგ კითხვებს: - რა დაგეხმარათ ემოციების წაკითხვაში? - რა არის მიმიკა? - როდის ვიყენებთ მიმიკას? - თუკი ერთმანეთისაგან შორს ვართ, რისი საშუალებით ვეკონტაქტებით ერთმანეთს? ჩამოთვლის პასუხებს შორის არის მობილური ტელეფონი, ინტერნეტი. მესიჯი, სკაიპი, ელექტრონული ფოსტა.(5 წუთი) ინფორმატიკის მასწავლებელმა open office.org Prezentation საპრეზენტაციო პროგრამის მეშვეობით, გააცნო მოსწავლეებს ემოციების გამომხატველი ფიგურების-ე.წ. ,,სმაილიკების“- სიცილაკების შექმის ისტორია და გამოყენების სფერო. სწორედ სიცილაკები ხდიან ელექტრონულ წერილებს სახალისოს და უქმნიან განწყობას ადრესატს.(8 წუთი) ინფორმატიკის მასწავლებლის დავალებით მოსწავლეები open office.org Writer ტექსტურ რედაქტორში გეომეტრიული ფიგურების საშუალებით შექმნიან განსხვავებული ემოციების მქონე სიცილაკებს, აფერადებენ მათ და უკეთებენ შესაფერის კომენტარებს. (7 წუთი) ხელოვნების მასწავლებელი წყვილებს აძლევს დავალებას ერთმანეთს შეხედონ მხიარული, გაბრაზებული, გაოცებული სახეებით. მოსწავლეები აკვირდებიან სახის კუნთების მოძრაობას და ყოველი ემოციების შემდეგ ასკვნიან, რომ მხიარულ სახეზე თვალები ოდნავ მოჭუტულია, ტუჩების ბოლოები მაღლა აწეულია. გაბრაზებულ სახეზე თვალები ფართოდაა გახელილია, წარბები შიგნიდან მაღლა აწეულია. გაოცებულ სახეზე პირი ოდნავ იღება და წარბები მრგვალად მაღლა იწევს.(3 წუთი) შრომის მასწავლებელი ურიგებს წყვილს ცარიელ ქაღალდის სმაილს და სთხოვს მოსწავლეებს ამ ნიუანსების გათვალისწინებით ააწყონ პორტრეტები. მოსწავლეები მიდიან სამუშაო მაგიდასთან, იღებენ ფერად ქაღალდებს, წებოს, მაკრატელს, იწყებენ გეომეტრიული ფიგურების გამოჭრას, აწყობენ პორტრეტებს და შეურჩევენ შესაბამის სახელს (12 წუთი). მოსწავლეები კედელზე გააკრავენ მათ ნამუშევრებს. პრეზენტაციაზე წყვილი თითოეული პორტრეტისათვის მოიფიქრებს შესაფერისი შინაარსის ,, მესიჯს” -ტექსტს. (3 წუთი) საშინაო დავალება. მოსწავლეებმა უნდა მისწერონ მეგობარს წერილი და დაურთონ შესაფერისი სიცილაკი. 8.შეფასება გაკვეთილის პროცესში მასწავლებლები იყენებენ განმავითარებლ შეფასებებს. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აფასებენ როგორც გეომეტრიულ, ასევე კომპიუტერულ პორტრეტებსაც. თითოეულ მოსწავლეს ურიგდება 2 ფერადი წებოვანი გული. ერთს იგი აწებებს გეომეტრიული გალერეის საუკეთესო ნამუშევარს, ხოლო მეორეს-საუკეთესო კომპიუტერულ პორტრეტს. (მათ არა აქვთ საკუთარი ნამუშევრის შეფასების შეფასების უფლება) წარმატებულია წყვილი, რომლის ნამუშევარმაც მეტი ,,გული დაიპყრო“. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი დგებიან მოსწავლეების წინ და ახლა მოსწავლეები აფასებენ მათ ემოციებს. რა თქმა უნდა, მათ ღიმილიანი სახეები ურთიერთანამშრომლობით კმაყოფილებას გამოხატავენ (5წთ) გაკვეთილის ამსახველი სურათები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://www.youtube.com/watch?v=iLwjWIl-_Aofeature=channel 9. საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში ჩართული 15 კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი ფერადი მარკერები, ფლომასტერები, ფანქრები, წებო, მაკრატელი, ფერადი ქაღალდები, ფერადი სტიკერები, სტანდარტის ფურცლები ინფორმაციის წყაროები: ეროვნული სასწავლო გეგმა ელექტრონული პროგრამები და რესურსები: open office.org Writer open office.org Prezentation ვებ გვერდები: www. Google.com www. Ka. Wikipedia.org

1.JPG

2.JPG

3.JPG

4.JPG

5.JPG

6.JPG

7.JPG

9.JPG

10.JPG

11.JPG

1.JPG

2.JPG

3.JPG

4.JPG

5.JPG

6.JPG

7.JPG

8.JPG

9.JPG

10.JPG

Creative Commons License