cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

    No tags

მონღოლები-გაკვეთილის გეგმა

by Ekaterine Naroushvili — last modified 2012-01-07 17:58
group: История საზოგადოებრივი მეცნიერებები - Social sciences
Share
გაკვეთილის თემა მონღოლები

სწავლების საფეხური

მოსწავლეთა რაოდენობა

 მეთერთმეტე კლასი.განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე არ არის.

28

სასწავლო მიზნები

ე.ს.გ.

 

 

 

 

ზგემი

 

 

განსავითარებელი უნარები

ისტ.XI.3.მოსწავლე აანალიზებს მმართველობითი  სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და ცვლილებებს.

  • მოსწავლე ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობს კონკრეტულ ეპოქაში სახელმწიფოს წარმოშობისა და მმართველობით სტრუქტურებში ცვლილებების შესახებ.

ისტ.XI 6.მოსწავლე აანალიზებს რელიგიის გავლენას მატერიალურ და სულიერ კულტურაზე.

  •  ადარებს ერთმანეთს მონღოლების და დაპყრობილი ქვეყნების რელიგიებს და მსჯელობს მონღოლების დამოკიდებულების შესახებ რელიგიისადმი.

ცოდნაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი.

 

მოსმენის, სხვისი აზრის გაზიარების,ჯგუფში მუშაობის.საკითხის შეჯამებული სახით წერილობით წარმოდგენის,ზეპირი პრეზენტაციის,დროის ლიმიტის დაცვის.

რუკაზე მუშაობის.ელექტრონული რუკის გამოყენების,შემოქმედებითობის,თვალსაჩინოების გამოყენების,პრობლემის დანახვის, ისტორიული რესურსის შექმნის .

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ეცოდინებათ როგორ ყალიბდებოდა  მონღოლთა სახელმწიფო.

გაიგებენ მონღოლთა ლაშქრობების შედეგების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში.

გამოიყენებენ ელექტრონულ რუკას იმპერიის მაშინდელი ტერიტორიების შესასწავლად .ელ.რუკით იმავე ტერიტორიებზე  მონახავენ თანამედროვე სახელმწიფოებს ;

გაანალიზებენ მონღოლთა სამხედრო მიღწევების მიზეზებს.

შეაფასებენ  მონღოლთა ლაშქრობების შედეგებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე;გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას განსხვავებული შეფასებების შეახებ.

გამოხატავენ  დამოკიდებულებას დაპყრობითი ომების და იმპერიული პოლიტიკის მიმართ.

წინასწარი ცოდნა

1.ჩინგიზ ყაენი.მონღოლები.

2.პლანო კარპინის ცნობები მონღოლების შეახებ.

3. რუკა-მონღოლთა ლაშქრობები

კონკრეტული ცოდნა

 1.მონღოლთა იმპერიის შექმნა

 2.მონღოლთა დაპყრობები

 3.მონღოლები და რელიგია

 4. მონღოლთა დაპყრობების შედეგების განსხვავებული შეფასებები

 

აქტივობა 1.

კითხვა-პასუხი

ა.კ.რ. მეთოდით  და  ელექტრონულ ფორმატში   წინასწარ მომზადებული კითხვებით მოვახდენ მოსწავლეთა არსებული ცოდნის გააქტიურებას და იმ საკითხების გამოვლენას, რომლების არ ახსოვთ ან არ იციან. დაფაზე იწერება ყველა თარიღი თუ სახელი. მოვინიშნავ შეცდომებს ან გაურკვეველ საკითხებს და ვითვალისწინებ ლექციის დროს.

აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეებმა იციან ჩინგიზ ყაენის მიერ მონღოლური ტომების გაერთიანება.. გაიხსენეს  ძირითადი თარიღები მათი ლაშქრობების შესახებ.

ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან.

დრო: 5 წუთი.

რესურსები: დაფა,ცარცი, ლეპტოპი,პროექტორი,მარკერები.

 

 აქტივობა 2.

ელექტრონული 

პრეზენტაცია

აქტიური ლექციის  მეთოდით მოსწავლეებს ვესაუბრები ფოტო და ვიდეომასალის  გამოყენებით.

აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები გამოწვევის ფაზაზე გააქტიურებულ ცოდნას გაიმდიდრებენ ახალი ტექსტური, ფოტო და ვიდეომასალით, რომელიც საინტერესოდ არის მიწოდებული. გაარკვევენ უცნობ საკითხებს, გაუძლიერდებათ სურვილი უფრო მეტი გაიგონ და თავადაც შექმნან ახალი რესურსი. გამოიყენონ ელექტრონული რუკა და დაეუფლონ  ელექტრონული პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.

ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან

დრო: 10წთ.

რესურსები : 1 ლეპტოპი, 1 პროექტორი, 

ინტერნეტი.Power point presentation.

Google Earth.

google doc.presentation-,,მონღოლები''ავტორი:ე.ნ.

აქტივობა 3.

ტექსტზე,წყაროებზე

მუშაობა

კომბინირებული ჩანაწერის გაკეთების მეთოდით მოსწავლეები მუშაობენ ტექსტზე სახემძღვანელოდან, წყაროებიდან ამოიღებენ ძირითად ინფორმაციას  და  ლექციით მიწოდებულ ინფორმაციასთან შეჯერებულად აკეთებენ მნიშვლოვანი მომენტების ჩანაწერს. ძირითადი თემები შეჯამებული სახით ჩაიწერება და სამუშაო ფურცლის მარჯვენა მხარეს სქემის  სახით გამოისახება.. მაგ. ჩინგიზის დინასტიის წარმომადგენლები, ლაშქრობების შესახებ დროის დიაგრამა.

 შედეგები: მოსწავლეებმა წინარე და ახალი ცოდნის საფუძველზე გაანალიზეს მონღოლთა სამხედრო წარმატებების მიზეზები,  შეაფასეს ლაშქრობების შედეგები, გამოთქვეს საკუთარი აზრი შედეგების განსხვავებულად შეფასების შესახებ.

გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება დაპყრობითი ომების და იმპერიული პოლიტიკის  შესახებ.

ორგანიზების ფორმა; კლასი დაყოფილია 4 ჯგუფად.

დრო 10წთ.

რესურსები: : სახელმძღვანელო, მასწავლებლის მიერ დამატებით შეთავაზებული ინტერნეტით მოძიებული ტექსტური მასალა და მასწავლებლის მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი. ელექტრონული რუკა.ისტორიის ატლასი. 

1.http://ka.wikipedia.org/wiki/ მონროლთა იმპერია.

http://en.wikipedia.org/wiki/Mongol_Empire

2. Timeline _of_Mongol _conquests 

3..http://en.wikipedia.org/wiki/Timeline_of_the_Mongol_Empire

4..http://g.co/maps/365a9

ვაფასებ: ჯგუფური მუშაობის უნარს. იხ ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა. დანართი 1.

 

აქტივობა 4.

პრეზენტაცია 

 

 

 

 

 

აქტივობა 5.

შეფასება

ზეპირი პრეზენტაცია

ჯგუფი წარმოადგენს თავის დავალებას შეჯამებული და შეჯერებული სახით, რომელსაც ახმოვანებს  ლიდერი.

პირველი ჯგუფი-ჩინგიზ ყაენი.მონღოლთა იმპერიის შექმნა.

მეორე ჯგუფი-მონღოლთა ლაშქრობების შედეგები

მესამე ჯგუფი-მონღოლთა დამოკიდებულება რელიგიის მიმართ.

მეოთხე ჯგუფი-მონღოლთა ლაშქრობების შედეგების განსხვავებული შეფასებები

დრო: 12წთ.

რესურსები: დაფა,ცარცი, ,მარკერები,რუკა.

1.http://www.heritage-history.com/maps/philips/phil060.jpg

2.http://www.heritage-history.com/maps/philips/phil059.jpg

პრეზენტატორი: ლიდერი

ვაფასებ: საინტერესოდ, შეჯამებული სახით საკითხის გამართული ენით, ლოგიკურად ზეპირად გადმოცემის  უნარს. საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარს. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარს.

დრო: 2წთ.

იხ.პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. დანართი 1.

 

 

აქტივობა 6

საშინაო დავალება

საშინაო დავალების მიცემა

დრო;3წთ.

საშინაო დავალების მიცემისას ვითვალისწინებ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ მათვის სასურველი დავალება:

1.კონსპექტის შედგენა

http://www.heritage-history.com/www/heritage.php

2.დროის დიაგრამის შედგენა

http://en.wikipedia.org/wiki/Timeline_of_the_Mongol_Empire

3.ელ.პრეზენტაციის მომზადება (2-3 დღე) Power point presentation.

4. ესე-ს დაწერა (2-3 დღე)

5.ტესტის შესრულება -  http:// Play Quiz: The Empire of Genghis Khan now!       http://www.funtrivia.com/playquiz/quiz32714025737e8.html

 

 შეფასება

 

მიმდინარე განმსაზღვრელი:

დრო: 3წთ.

 

 შენიშვნები

 
 მასწავლებლის თვითშეფასება  
   

 

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 
 საინტერესო შესავალი   1
 შემოქმედებითი უნარი   1
 პრობლემის დანახვის უნარი   1
პრობლემის გადაჭრის გზების შემოთავაზება   1 
ინფორმაციის ფლობის უნარი   1
გამართული საუბარი   1
თვალსაჩინოების გამოყენება   1
თემის შეჯამებული სახით წარმოდგენის უნარი   1
აუდიტორიასთან კონტაქტი   1
დროის ლიმიტის დაცვა   1
ჯამი  
შენიშვნები  
   

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

  ყველა მონაწილეობს დავალების შესრულებაში    1 
 ჯგუფის წევრები კარგად თანამშრომლობენ   1 
 ჯგუფის წევრები მხოლოდ საკითხის ირგვლივ საუბრობენ   1
 ჯგუფის წევრები ართმევენ თავს დავალების შესრულებას   1
 ჯგუფის წვრები პასუხობენ შეკითხვებზე   1
 პრეზენტაციის დროს ავლენენ შემოქმედებითობას   1
 ქმნიან და იყენებენ ისტორიულ რესურსებს   1
 ჯგუფის წევრები ითვალისწინებენ სხვების გამოცდილებას   1
 არიან კორექტულები სხვა ჯგუფის სარმომადგენლებტან მიმართებაში   1
 იცავენ დროის ლიმიტს   1
ჯამი    
შენიშვნები