LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა

by manana kvirkvelia — last modified 2011-12-12 17:14

1)ამოიცანით თქვენთვის ნაცნობი ძეგლები. 2)რა იცით მათ შესახებ? 3)დაახასიათეთ თითოეულის ინტერიერი, რომელი გამოსახულებები და სიუჟეტებია გამოსახული ტაძრის ინტერიერის რომელ ნაწილში. 4)რომელ პერიოდს მიეკუთვნებიან ეს ტაძრები?

sameba1.jpg

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა.

ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან - დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან . ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლევები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოდგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას. წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღედითაა შემკული.

ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა - sveticxoveli.jpg

სვეტიცხოველი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.
საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.
იგი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო:
გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრი ებრაელი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და - სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.
337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.
ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.

შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.
ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ".


ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა - jvari-3.jpg

ჯვრის მონასტერი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან მთის წვერზე.
ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III -მ ხის (ვაზის) მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც, რადგანაც იგი სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა,რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ.
მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის მონასტერებისა. აგრეთვე იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის გაფორმებაშიც არსებითი ადგილი უკავია რელიეფურ ქანდაკებებს. იგი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს.
XVII- XVIII საუკუნეებში, როცა გახშირდა შემოსევები, ჯვრის მონასტერს გალავანი შემოავლეს. დღემდე შემორჩენილია მისი ფრაგმენტები და ზრუდეში ჩართული ნახევრად დანგრეული კოშკები. 1997-1998 წლებში გალავანი ნაწილობრივ აღადგინეს. 1989 წლიდან ჯვრის მონასტერში ისევ აღსდგა ღვთისმსახურება.
ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, მისი გარეტა პირი და ინტერიერი ამოყვანილია ვარდისფერი ქვით, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი ქვის კარგად გათლილი კვადრებისაგან. ქვებს შორის ნაკერების სწორხაზოვნება, ყველგან მკაცრადაა დაცული, ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით, ორგანულად ერწყმის მთას. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი, დასავლეთით იგი ემყარება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. ტაძარში შესასვლელი სამხრეტიდან და ჩრდილოეთიდანაა. გუმბათის ნახევარსფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. რომელსაც აქვს როგორც მხატვრული ისე კონსტრუქციული დანიშნულება. გუმბათქვეშა სივრცე ოთხივე მხრივ გახსნილია აბსიდებით,

Kashveti.jpg

ქაშვეთი, ხუროთმოძღვრული ძეგლი თბილისში. აგებულია 1904-1910 ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა.
1947 ქაშვეთის ტაძარი მოხატა ლ. გუდიაშვილმა.

ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა - sioni.jpg

სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა.1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაფულია 550 წლის ახლოს მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები.
სიონის ტაძარი "ჩახაზული ჯვრის" ტიპის შენობაა. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს. საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი.

atenis sioni.jpg

VII საუკუნის I ნახევრის, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გორიდან 10 კმ-ზე, ატენის ხეობაში მდებარეობს. ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვან ტიპისაა და თითქმის ზუსტად იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს. თუმცაღა ატენის სიონს რამდენადმე შეცვლილი პროპორციები გააჩნია. ტაძრის გეგმის საფუძველია ჯვარი, რომლის აფსიდიან დაბოლოებებს შორის ოთხი საკანია მოთავსებული. ჯვრის შიდა მკლავების გადამკვეთ ცენტრალურ სივრცეზე გუმბათია აღმართული. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ტრომპების სისტემით ხდება. ტაძრის ფასადებს ამკობს რელიეფები და სარკმელთა ჩუქურთმიანი თავსართები. მხატვრულ-კომპოზიციურ თვალსაზრისითა და საშემსრულებლო ხარისხით, ატენის სიონის რელიეფები ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს, ამასთან ისინი ორგანულად არაა გადანაწილებული ფასადებზე. სტილისტური ანალიზი ცხადყოფს, რომ რელიეფები სხვადასხვა დროს არის შექმნილი.

რა განსხვავებაა ბაზილიკურ დაგუმბათოვან ტაძარს შორის?

bazilikuri.jpg

sveticxov.jpg

რისგან შედგება ტაძრის შიდა სივრცე ინტერიერი?

რა გამოსახულებები და სიუჟეტებია გამოსახული ტაძრის გუმბათზე, საკურთხეველში, კანკელის კედელზე და ტაძრის კედლებზე?

.

Sveticxoveli_interior.jpg

Jvari_Monastery_interior.jpg

ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა - 003.jpg

sioni.jpg

ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა - 2.jpg

ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა - 42_tumb.jpg

ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა - 100_tumb.jpg

Atenis_RvTismSobeli.jpg

Atenis_sionis_freskis_fragmenti1.jpg

att.jpg

xaxulis.jpg

ხახულის კარედი ხატი

fresk.jpg

რომელ ისტორიულ პერიოდს მიეკუთვნებიან ეს ტაძრები?
-წარმოდგენილი ისტორიული ძეგლები დაუკავშირეთ რაიმე ისტორიულ მოვლენას ან ისტორიულ პირს.
-რომელ ქრისტიანულ ტაძრებში გვხვდება ქართველი მეფეების ფრესკული სახეები?

.

yinwvisi seirnoba1.jpg

იკონოგრაფიული ტიპები
გზის მაჩვენებელი–ოდიგიტრია; ღვთისმშობლის ხატი,

xati.jpg

ვედრება –დეისუსი; ეს ისეთი კომპოზიციაა, რომლის ცენტრში არის ქრისტე, ხოლო მის ორსავე მხარეს ვედრების პოზაში –წმ. მარიამი და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული

xati1.jpg

მლოცველი ხატი–ორანტა; ღვთისმშობელს ორივე ხელი ზეცისკენ აქვს აპყრობილი

xati2.jpg

ქრისტე–პანტოკრატორი; ქრისტეს ერთ ხელში უჭირავს სახარება, მეორეთი იძლევა კურთხევას.

xatt.jpg

ელეუსა –ღვთისმშობელი ლოყით ეხუტება ქრისტეს.

xati3.jpg

კითხვები :
–ხომ არ იცით რომელ ისტორიულ პერიოდს მიეკუთვნებიან ეს ტაძრები?
-წარმოდგენილი ისტორიული ძეგლები დაუკავშირეთ რაიმე ისტორიულ მოვლენას ან ისტორიულ პირს.
-რომელ ქრისტიანულ ტაძრებში გვხვდება ქართველი მეფეების ფრესკული სახეები?

yinwvisi.jpg

.

yinwvisi1.jpg

yinwvisi3.jpg

yinwvisi seirnoba.jpg

yinwvisi seirnoba2.jpg

yinwvisi seirnoba3.jpg

yinwvisi seirnoba4.jpg

უპასუხეთ ტესტს:

1. საქართველოს ეკლესიის პირველი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იყო:

ა) ნიკოლოზ გულაბერიძე

ბ) საბა პირველი

გ) არსენ პირველი დიდ საფარელი

დ) მელქისედეკ პირველი

2. რომელ ისტორიულ პირს დაუკავშირებთ სამთავროს ეკლესიას

ა) ბაგრატ მესამე

ბ) მირიან მეფე

გ) გიორგი პირველი

3. რომელ საუკუნეში აშენდა ჯვრის ტაძარი?

ა) მე-6 -მე-7 საუკუნეების მიჯნაზე;

ბ) მე-5 საუკუნე

გ) მე-7 საუკუნის ბოლოს;

4. რომელი საუკუნიდან იწყება გუმბათოვანი ტაძრების მშენებლობა საქართველოში?

ა) მე-5 საუკუნე

ბ) მე-6 საუკუნე

გ) მე-7 საუკუნე

5. რა გამოსახულებებს ხვდებით ტაძრის გუმბათში?

ა) ჯვარი, ქრისტე, ღვთისმშბელი

ბ) მახარებლები

გ) სიუჟეტები სახარებიდან;

Creative Commons License