LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

TimeRime

by Maka Eradze — last modified 2011-01-08 04:10
group: TimeRime

რა არის Timerime ?

TimeRime BV დაფუძნდა 2008 წლის 26 მარტს 2008 Marijn Bom-ის, Jaap Joziasse-ის, Gerard Pastwa-სა და Pico Wilbrenninck-ის მიერ.

TimeRime უნიკალური ვებპროგრამაა, რომელიც საშუალებას იძლევა ნახოთ, შექმნათ, გააზიაროთ და შეადაროთ ინტერაქტიული ქრონოლოგიური რუკები. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია მისამართზე www.timerime.com ქრონოლოგიური რუკების თემატიკა შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც უკავშირდება დროს. მაგალითად, საყვარელი პოპ-მომღერალი, ან სამეცნიერო თემა, როგორიცაა ისტორია.

TimeRime დროითი რუკები შეიძლება დახასიათდეს როგორც ინტერაქტიული და მულტიმედიური. დროითი რუკები შეიძლება შეივსოს ტექსტით, მუსიკით, YouTube ფილმებითა და ა.შ.

TimeRime.com პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს პოპულარულ საზოგადოებებს და სხვა ინტერნეტპროგრამებს ერთ პორტალზე. TimeRime.com-ზე ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია სხვადასხვა თემებზე. ეს იმ ინტერნეტ მომხმარებლებისთვისაა, რომლებიც ინტერნეტს უზარმაზარ ენციკლოპედიად იყენებენ. TimeRime ხელს უწყობს მომხმარებლების შემოქმედებითობას და ინფორმაციის მაძიებელთათვის საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.

TimeRime - 2010-04-30_1659.png

1. ძიება

2. რეგისტრაცია

3. საკუთარი რუკის შექმნა

4. გამოყენება/გაზიარება

Creative Commons License