cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ვარჯიში და ჯანმრთელობა

by guranda suliauri — last modified 2009-12-23 16:22 Share

1. გაკვეთილის თემა ვარჯიში და ჯანმრთელობა
2. სწავლების საფეხური  
და კლასი
 I საფეხური I კლასი
3. ინტეგრირებული
საგანი  
მასწავლებლების სახელი,
გვარი
ქართული ფიზკულტურა
პედაგოგი - ნესტან ჩიქოვანი
4. მოსწავლეთა რაოდენობა კლასში 25 მოსწავლეა.
5. განსაკუთრებული
მიდგომების
საჭიროებების მქონე         მოსწავლეთა                  
რაოდენობა და პროფილი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძნელად აღსაზრდელი ან სასწავლო პროგრამას ჩამორჩენილი მოსწავლეები არ არიან, მაგრამ მოსწავლეები რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ არიან კლასში
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
_ გამომეტყველებითი კითხვის ჩვევების დაუფლება
_ გაბმული მეტყველების უნარ ჩვევების ფორმირება, ლოგიკური თანმიმდევრობითი   თხრობა
_ ლექსიკური მარაგის გამდიდრება
_ აზროვნების და მეტყველების განვითარება
    საკუთარი თავის წარმოჩენის, აზრის თავისუფლად გამოთქმის  უნარის ჩამოყალიბება. ცოდნის გაღრმავება, კონკრეტული ცოდნის შეძენა. სწრაფი აზროვნების უნარ-ჩვევის განვითარება. კომუნაკაციური უნარების ჩამოყალიბება. მოსწავლეებმა გააცნობიერონ ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის;
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები       გამოუმუშავდათ დადებითი დამოკიდებულება ფიზიკური ვარჯიშისადმი. გააცნობიერონ სისტემატიური ფიზიკური ვარჯიშების შესრულების აუცილებლობა. შეძლონ მარტივი ფიზიკური ვარჯიშების სწორად შესრულება და დამახსოვრება.
მოსწავლეებს გაუჩნდეთ სურვილი იყვნენ ძლიერები ჯამრთელები და ლამაზები.
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)


აქტივობა 1.    10 წთ
მოთხრობის წაკითხვა. წინა დღეს წაკითხული მოთხრობის ანალიზი ლექსის წაკითხვა და ანალიზი.

     მასწავლებელი ვთხოვ მოსწავლეეებს გადაშალონ წიგნები 68 გვერდზე და ერთმა მოსწავლემ წამიკითხოს გაკვეთილის სათაური.
(“ვარჯიში და ჯანმრთელობა”)
-რას ხედავთ პირველ ნახატზე?
(გოგონა ტანვარჯიშის რგოლით ვარჯიშობს).
-რა წერია ამ ნახატის ქვეშ?
(თამარი ტანვარჯიშზე დადის).
-რას ხედავთ მეორე ნახატზე?
(მამა და შვილი დილით ადრე დარბიან.)
-რა ეწერება ამ ნახატის ქვეშ?
(გურამი ყოველ დილას მამასთან ერთად დარბის)
-რას ხედავთ მესამე ნახატზე?
(ბიჭი აუზში ცურავს).
-რა ეწერება ამ ნახატის ქვეშ?
(კოტე ყოველ საღამოს აუზში ცურავს).
-თუ გახსოვთ ბავშვებო რა მოთხრობა წავიკითხეთ გუშინ?
(“ფეხბურთელი თედო”)
მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ წიგნები 68 გვერდზე და სათაური წაიკითხონ. (“ფეხბურთელი თედო”)
-პირველ ხაზს ვინ წაიკითხავს?
(პატარა თედოს ფეხბურთელობა უნდოდა)
-ვინ გააგძელებს?
(მაგრამ ადრე ადგომა და ვარჯიში ეზარებოდა)
-რაზე ოცნებობდა თედო?
(თედო ფეხბურთელობაზე ოცნებობდა)
-რა მოიფიქრა მან?
ეგონა, ძალიან ბევრს თუ შეჭამდა, მალე გაიზრდებოდა და ყველაზე ჯანმრთელი იქნებოდა.)
-რა დაემართა თედოს მარტო ჭამისგან?
(მალე ბურთივით დამრგვალდა და ფეხბურთის თამაში ძალიან გაუჭირდა).
-მიხვდა როგორ უნდა მოქცეულიყო?(თედო მიხვდა, რომ ბევრ ჭამას ბევრი ვარჯიში ჯობდა.
მოთხრობის რომელი ნაწილია წიგნში დახატული? (ერთხელ პატარა ძმის კარშიც კი ვერ გაიტანა ბურთი.)
მასწავლებელი ბავშვებს სთხოვს
წიგნი გადაშალონ შემდეგ გვერდზე.
გვერდი 69 და ვკითხულობთ ახალ ლექსს “დილა”
      საპონი და კბილის პასტა,
      ღრუბელი და ჯაგრისი,
      დავიბანე ვივარჯიშე,
      მომემატა ხალისი;
      შენც ახლავე შეუდექი,
      არ გადადო ხვალისთვის!
  -რას ნიშნავს “ მომემატა ხალისი”?
     (უფრო ენერგიული გავხდი)   
  დავავალებ ბავშვებს მოძრავი ანბანით  ააწყონ ლექსის სათაური (“დილა”)

აქტივობა2. 5წთ
   საუბარი თემაზე:
“ვარჯიში და ჯანმრთელობა” საკლასო დისკუსია


-ვინ მეტყვის რისთვისაა საჭირო ვარჯიში?  (იმისთვის რომ ჯანმრთელები და ღონიერები ვიყოთ.)
-ვინ ვარჯიშობს დილაობით? (კლასის უმეტესობა იწევს ხელს)
-აბა მომიყევით ვინ როგორ ვარჯიშობთ! ( ბავშვები აქტიურად ყვებიან როგორ ვარჯიშობენ დილაობით.)
_სპორტზე ხომ არ დადიხართ? (მხოლოდ რამდენიმე იწევს ხელს. გამოვკითხავ ვინ რომელ სპორტზე დადის.)
_ ვარჯიში ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის. როგორ უნდა მოვიქცეთ ხოლმე, რომ ავად არ გავხდეთ? ( ადამიანი უნდა ასრულებდეს სისტემატიურად ფიზიკურ ვარჯიშებს.) მასწავლებელი ორ ფოტოსურათს აკრავს დაფაზე ერთზე გამოსახულია ნავარჯიშები, კარგი აღნაგობის დაკუნთული მამაკაცი, მეორეზე მსუქანი, უვარჯიშებელი კაცი.)
   მასწავლებელი ვთხოვ მოსწავლეებს შეადარონ ეს სურათები ერთმანეთს და უპასუხონ კითხვებს:
რა განსხვავებაა ამ ადამიანების აღნაგობას შორის?
(ერთი მსუქანია,მეორე გამხდარი)
 -რა განსხვავებაა მათ კუნთებს შორის?
(ერთი დაკუნთული სხეულია, ნავარჯიშევი, ხოლო მეორე მოდუნებული, მსუქანი სხეულია.)
რომელი უფრო ძლიერია? (დაკუნთული, ნავარჯიშევი სხეული.)
რომლის სხეული უფრო ლამაზია? (დაკუნთული, ნავარჯიშევი სხეული.)
რომელი ჩანს უფრო ჯანმრთელი? (ნავარჯიშევი სხეული)
 -როდის უფრო ჩქარი იყო გულისცემა?-ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ? (ვარჯიშის შემდეგ)
-სუნთქვა აგიჩქარდათ თუ შეგინელდათ?(აგვიჩქარდა)
-რა იგრძენით ვარჯიშის შემდეგ? (სხეულის გათბობა, დაღლა)
_როგორ ხასიათზე დაგაყენათ ვარჯიშმა? (კარგ ხასიათზე)
-რას გამოყოფს ადამიანის კანი ვარჯიშის დროს? (ოფლს)
-რა სჭირდება გაოფლილ სხეულს? (დაბანა, ოფლის მოშორება)
-როგორ ფიქრობთ, რომელი ადამიანია უფრო ძლიერი და ჯანმრთელი- ვინც ვარჯიშობს თუ ვინც არ ვარჯიშობს? (ვინც ვარჯიშობს)
   ბავშვებს სამ სურათს ვუჩვენებ და დაფაზე გავაკრავ:
1.ბავშვები თამაშობენ ბუნებაში.
2.ბავშვები ვარჯიშობენ.
3.ბავშვები საჭმელს ჭამენ
სურათების ქვემოთ მოცემულია შესაბამისი წარწერები. მოსწავლეები მასწავლებლის  დახმარებით ამოიკითხავენ წარწერებს და ხაზებით დაუკავშირებენ შესაბამის სურათებს. მოსწავლეები თან გააკეთებენ კომენტარს. (დავალებას ასრულებენ სწორად.)
-რატომ არის სასარგებლო ფიზიკური ვარჯიში? (იმიტომ რომ ჯანმრთელები ვიყოთ)
-რატომ არის აცილებელი და სასარგებლო ბუნებაში, სუფთა ჰაერზე თამაში? (იმიტომ რომ ჯანმრთელები ვიყოთ)
-რატომ არის სასარგებლო სწორი და მრვალფეროვანი კვება?
( იმიტომ რომ ჯანმრთელები ვიყოთ.)

აქტივობა3.  5 წთ
პირველი და ბოლო ასოს მიხედვით სიტყვის გამოცნობა წინადადების შედგენა და დიდაქტიკური თამაში


   მასწავლებელი ჩავიფიქრებ სიტყვას, ვიტყვი და დაფაზე დავწერ პირველ და ბოლო ბგერას. ბავშვებმა უნდა გამოიცნონ ჩაფიქრებული სიტყვა.
ჯ - - - - - ი
ძ - - - - ი
   კლასი აქატიურობს, გამოიცნობენ სიტყვებს, გამოვა ერთი მოსწავლე დაფასთან და შეავსებს გამოტოვებულ ასოებს.
ჯ ა გ რ ი ს ი
ძ ლ ი ე რ ი
   მასწავლებელი ვამბობ წინადადებას, რომელსაც აქვს თემის შინაარსი, თუ აზრი სწორია, მოსწავლეები ამბობენ, მართალია, თუ არა_ტყუილია.
-“თავს ჯაგრისთ ვიბანთ”. ტყუილია თუ მართალი?(ტყუილი)
-“ავადმყოფს აქვს სურდო”. ტყუილია თუ მართალი?(მართალი)
-“კბილებს ღრუბლით ვიხეხავთ”. ტყულია თუ მართალი?(ტყუილი)
-“თავს შამპუნით ვიბანთ”. ტყუილია თუ მართალი?(მართალი)
-“ჯანმრთელები რომ ვიყოთ, უნდა ვივარჯიშოთ”. ტყუილია თუ მართალი?(მართალი)
მასწავლებელი ვიტყვი სიტყვას და ამ სიტყვაზე წინადადება უნდა შეადგინონ.
-აბა რა წინადადებას მოიფიქრებთ სიტყვა “სუფთა”-ზე?
შეადგენენ წინადადებას(მე მიყვარს სუფთა ტანსაცმელი)

აქტივობა 4.  5წთ
არეული ასოებისაგან სიტყვის აწყობა სიტყვის შერჩევა, თემის სიტყვები. უცხო წინადადებების ამოკითხვა, ბგერა სიტყვაში


     მასწავლებელი მოძრავი ანბანით აწყობს დაფაზე სიტყვებს:
“ უ ჭ ი ჭ ყ ა ნ ი”
“ს უ ფ თ ი”
ბავშვებმა უნდა გაასწორონ შეცდომით დაწერილი სიტყვები.
 უჭიჭყანი - ჭუჭყანი
 სუფთი – სუფთა
    მასწავლებელს დაფაზე გამზადებული აქვს დაუმთავრებელი წინადადება. ბავშვები თემიდან გამომდინარე შესაბამის სიტყვას ჩაწერენ, რომელიც დაფის მეორე მხარეს აქვს ჩაწერილი.
ნინომ კბილები - - - - - - - - -
                       დაიბანა
                       გამოიხეხა
                      დაივარცხნა
(ნინომ კბილები გამოიხეხა)
 
    დაფაზე ჩამოწერილია სიტყვები, რომლებიც კვირის თემას ეკუთვნის. უნდა აღნიშნონ ის ორი სიტყვა, რომელიც ზედმეტია და ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და უნდა ახსნან რატომ?
ჯაგრისი               ჯაგრისი
ღრუბელი            კალამი
                          _____
საშლელი            საპონი
_____
სავარცხელი         კბილის პასტა
ბავშვები შემოხაზავენ ზედმეტ სიტყვებს და ახსნიან, რომ საშლელი და კალამი სასწავლო ნივთებია.
   კალათაში ჩაყრილია თემის შესაბამისი სიტყვებისაგან შედგენილი წინადადებები.
რამდენიმე მოსწავლე ჩაყოფს ხელს კალათაში და ამოიღებს მისთვის უცხო წინადადებას და წაიკითხავს.
  თმას სავარცხლით ვივარცხნი.
  ტანი ღრუბლით დავიბანე.
  ჯაგრისით კბილები გამოვიხეხე.
  ჭუჭყიანი ხელები საპნით დავიბანე.
   ბავშვებო ავირჩიოთ რომელიმე ბგერა. მაგალითად _უ_
მე ჩამოგითვლით სიტყვებს,  რომელშიც ეს ბგერაა, მათ შორის დაგისახელებთ სიტყვას, რომელშიც არ არის _უ_
გამოიცანით ეს სიტყვა.
 სუსტი, ძლიერი, ჭუჭყიანი.(ძლიერი)
გავაკეთოთ კიდევ ერთი ასეთი მაგალითი. ბგერა _დ_
 დაბანა, დავარცხნა, ვარჯიში. (ვარჯიში)

აქტივობა5. 10წთ.
მუშაობა ჯგუფებში


კლასს გავყოფ 5 ჯგუფად. ავირჩევ ჯგუფის ხელმძღვანელს. თითო ჯგუფში გავაერთიანებ 5 მოსწავლეს და დავურიგებ ყველას განსხვავებულ  სავარჯიშოს გასაკეთებლად.
  ჟგუფები იმუშავებენ დამოუკიდებლად და შემდეგ მოვაწყობ პრეზენტაციას შესრულებული დავალებებისას. ჯგუფის ხელმძღვანელი წარმოადგენს ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებას და გამარჯვებული ჯგუფი გამოვლინდება. I ჯგუფი, II ჯგუფი, III ჯგუფი, IV ჯგუფი და მხოლოდ V ჯგუფი დაუშვებს შეცდომას, თუმცა მათი სამუშაო სიტყვა რთული იყო. (ფეიერვერკი) .
9. შეფასება     ბავშვებო, გაკვეთილის მსვლელობის დროს რა უფრო საინტერესო იყო თქვენთვის?
ბავშვებმა გაკვეთილის შეფასების დროს აღნიშნეს რომ მათთვის დიდაკტიკური თამაშები, ვარჯიშები, წყვილებში მუშაობა ყოველთვის მოსაწონი და სასიხარულოა.
    ყველა მოსწავლე აქტიურობდა გაკვეთილის მსვლელობის დროს. არ დარჩენილა ბავშვი, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია მუშაობის დროს. შეისწავლეს და დაიმახსოვრეს ახალი ტერმინები ქართულ ენაში. თემასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო აქტივობა ჩატარდა. სუფთა ჰაერზე სეირნობა, სისუფთავე და სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობისათვის რომ აუცილებელია კარგად დაიმახსოვრეს. გამოიკვლიეს ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილება (გულისცემა, სუნთქვა) ფიზიკური ვარჯიშის დროს. გააცნობიერეს ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის და გამოუმუშავდათ დადებითი დამოკიდებულება. შეძლეს მარტივი ფიზიკური ვარჯიშების სწორად შესრულება და დამახსოვრება. გაუჩნდათ სურვილი მოსწავლეებს იყვნენ ძლიერები, ჯანმრთელები და ლამაზები
10.საკლასო მენეჯმენტი-
საგანმანათლებლო რესურსები
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, ფოტოაპარატი, გაკვეთილისთვის საჭირო სურათები, დაფა, ცარცი.


ვარჯიში და ჯამრთელობა, გაკვეთილის თემა


Georgian

Creative Commons License