cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

მიქელანჯელო - სიქსტის კაპელა

by tinatin turkiashvili — last modified 2011-01-09 01:42 Share

1. გაკვეთილის თემა

მიქელანჯელო სიქსტის კაპელა 

2. სწავლების საფეხური და კლასი

საშუალო მეათე კლასი

 

3. ინტეგრირებული საგნები 

მასწავლებლების სახელი, გვარი.

საგნები

მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი

ინგლისური

ხელოვნება

სვეტლანა ხმალაძე

თინათინ თურქიაშვილი

4. მოსწავლეთა რაოდენობა

18

5.განსაკუთრებული მიდგომების აჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი    

 

 

             

                                                           

           

             

 

6. გაკვეთილის სასწავლო 

 მიზნები

 ( ინგლისური )

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელოვნება

 

ამოიცნობენ აღორძინების ეპოქალურ ნიშნებს მიქელანჯელოს შემოქმედებაში. გაანალიზებენ მიქელანჯელოს ბიოგრაფიასა და შემოქმედებას ინგლისურ ენაზე ახალი ლექსიკით მათ შორის ხელოვნების სპეციფიური ტერმინოლოგიის, წარმოებული ზედსართავვი სახელების და საჭირო გრამატიკული დროების გამოყენებით. შეადარებენ სიბრტყივი და მოცულობოთი ფორმების ფრესკებს ინგლისურ ენაზე, შეაფასებენ და გამოთქვამენ საკუთარ დამოკიდებულებას მიქელანჯელოს სიქსტის კაპელას მოხატულობის მიმართ, შეაფასებენ საკუთარ აქტივობას გაკვეთილზე.

 

 

 

 

 

 

გაიაზრებენ აღორძინებას, როგორც უმნიშვნელოვანეს ეპოქას კაცობრიობის ისტორიაში.

მოსწავლეები ამოიცნობენ მიქელანჯელოს შემოქმედების გარკვეული ნიმუშების მაგალითზე – აღორძინების ეპოქალურ ნიშნებს. გაეცნობიან ბიოგრაფიას, სიქსტის კაპელას. გაიაზრებენ მიქელანჯელოს როგორც რენესასნის ეპოქის არქეტიპს. გაიაზრებენ თემის მაშტაბურობას, ამოიცნობენ ბიბლიურ გმირებს, იმსჯელებენ თემაზე, მის განაწილებაზე.

მოსწავლეები შეძლებენ ინტერიერში კომპოზიციათა ერთობლიობის პროპორციული შეთანხმების აღთქმას. გაეცნობიან ფრესკის შექმნის მეთოდს, ახალ ტერმინებს. გაიაზრებენ როგორ, რა საშუალებებით იქმნება სიბრტყივი და მოცულობითIი ფორმები. შეადარებენ მოცულობით (მიქელანჯელოს სიქსტის კაპელის ჭერი 2 კომპოზიცია “ევას შექმნა”, “ადამი და ევას ცდუნება და განდევნა”) ფორმებს (კომპოზიცია, პერსპექტივა, ტონალური გადასვლები, შუქჩრდილები, სიბრტყივ ფორმებთან) ( შუა საუკუნეები თეოფანე ბერძენის ბიზანტიური ფრესკები, სხვა შუა საუკუნეების ფრესკები, ეგვიპტური ნახატი) შებრუნებული პერპექტივა (დეტალებიდან გამომავალი ხაზები მის გარეთ იყრის თავს და ზემოქმედებს ადამიანზე). შეაფასებენ საკუთარ აქტივობას გაკვეთილზე.

 

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ინგლისური

 

ინგლისურში უცხ.X1.სათანადო რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე ასრულებს სავარჯიშოებს

             უცხ.X.6 გამოთქმით კითხულობს ლეს

             უცხ.X.8 მონაწილოეობს ინერაქციში, გამოხატავს და განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას მიქელანჯელოს შემოქმედებასთან დაკავშირებით, აფასებს მოვლენებს მის შემოქმედებას

             უცხ.X.15 მოსწავლე იგებს ფაკტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს კულტურის სფეროდან. Aამოიცნობს ფაკტობრივ ინფორმაციას კლიპის მსვლელობის და პრეზენტაციის დროს

             უცხ.X.17 იგებს ბიოგრაფიას. Aმოიცნობს კარიერის ეტაპებს, რაც ჩანს სავარჯიშოებზე დაწყვილებული მუშაობის დროს

             უცხ.X.21 მოსწავლე აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას. გამოხატავს საკუთარ შეხედულებებს და განმარტავს მას

             უცხ.X.25 მიმართავს თვით შეფასებას შედეგებზე დაკვირვებით, აღნიშნავს – სადაააქვს წინსვლა, სად – უჭირს. Aსახელებს წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზებს.

             უცხ.X.26 მოიძიეებს ინფორმაციას როგორც სკოლაში ისე სკოლის გარეთ. თვალსაჩინოებები, ინტერნეი, ლექსიკონი, მასწავლებელი, ალბომები, კლიპოს შექმნა.

             უცხ.X.27 თანამშრომლობს კლასელებთან ( მასალის – ამოღება დამუშავება ) კლიპის შექმნა, გაკვეთილზე მუშაობა წყვილებში 

             უცხ.X.29 ამოიცნობს უცხოენოვან მასალას კულტურის სფეროდან. Aმოიცნობს ილუსტრაციებზე ასახულ კულტურულ რეალიეფს ( ალბომები, კლიპი ).

             უცხ.X.30 ავლებს პარალელებს სხვადასხვა კულტურებს შორის. პოულობს მსგავსება განსხვავებას ( რენესანსის ეპოქა, კლიპი, ილუსტრაციები )

 

ეროვნული სასწავლო გეგმით გასნასღვრული მისაღწევი შედეგი ინდიკატირები ხელოვნებაში

             ს.გ.X.1 მოსწავლე ეცნობა სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნისას

. ახდენს მარტივი პერსპეკტივის ცოდნის დემონსტრირებას წინა, უკანა, შუა პლანისა და , თავშეყრის წერტილისა და ჰორიზონტის ხაზის გამოყენებით

             ს.გ.X.3 მოსწავლე იყენებს სახვითI ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნას ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

. მსჯელობს ნახატში გამოსახული ობიეკტების კომპოზიციურ განაწილებაზე

             ს.გ.X.4 მოსწავლე საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით გაოწვეულ ემოციაზე და მსჯელობს იმის შესახებ, რამ აღძრა მაში ეს ემოცია.

. საუბრობს ნაწარმოებით აღძრულ პირელ შტაბეჭდილებაზე და განმარტავს რამ გამოიწვია ეს ემოცია ( სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა ექსპრესიულობამ )

            ს.გ.X.5 მოსწავლე ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქაში შეკმნილ ნაწარმოებებს და მსჯელობს მათ შორის არსებულ მსგავსება განსხვავებაზე,

. საუბრობს რეალისტური და პირობითი ხელოვნების ნიმუშებზე ( მიქელანჯელო – ბიზანტიური ფრესკები, ეგვიპტური ნახატი ) და ადარებს ერთმანეთს სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით

            ს.გ.X.6 მოსწავლე იკვლევს, რა გავლენას ახდენს ისტორიული და სოციალური კონტექსტი კონკრეტული ხელოვანის შემოქმედებაზე

. საუბრობს როგორ აისახა ეპოქისთვის დამახასიათებელი მსოფლხედვა, რელიგიური და ესთეტიური იდეალები მიქელანჯელოს ნაწარმოებებში

8. თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

ინგლისური მოსწავლეებმა წინა გაკვეთილზე გაიარეს აკვეთილზე გაიარეს ბუკიას სასკოლო სახელმძღვანელოს 21-ე გაკვეთილი. მიეცათ დავალება ინტერნეტიდან და ალბომებიდან ამოეღოთ მასალა მიქელანჯელოს შემოქმედებასთან და სიქსტის კაპელასთან დაკავშირებით. უნდა მოემზადებინათ მოკლე პრეზენტაციები, შეხებოდნენ მოღვაწეობის ყველა სფეროს (სკულპტურა, არქიტეკქტურა, საინჟინრო საქმე, პოეზია და მხატვრობა). გაერკვიათ როგორ იხატება ფრესკა, გადაეთარგმნათ ქართუალდ და ესწავლათ მიქელანჯელოს სონეტი სილამაზეზე, შეექმნათ კლიპი მიქელანჯელოს სიქსტის კაპელის ჭერის და საკურთხევლის კედლის მოხატულობის შესახებ.

ხელოვნება. მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე უნდა ესწავლად სახელმძღვანელოდან მხატვრობა და გეომეტრია 2.3. პერპექტივა - მეათე კლასი კომპოზიცია აღორძინების ხანის ხელვნებაში. ამოეღოთ მიქელანჯელოს სიქსტის კაპელის შესახებ მასალები ინტერნეტიდან, მისი მოღვაწეობის სხვა სფეროებსაც შეხებოდნენ. ამოეღოთ ინტერნეტიდან, ალბომებიდან სიბრტყივი ფორმების ფრესკები, თეოფანე ბერძენის ბიზანტიური ფრესკები, ეგვიპტური ნახატი.

 

გაკვეთილის მსვლელობა დაფაზე ასახულია თემის სათაური და გაკვეთილის გეგმა

გიგანტური ფრესკის მხატვრული ორგანიზება სიბრტყივი (შუა საუკუნეების და ეგვიპტური ნახატი) და მოცულობითი ( მიქელანჯელო ) ფორმები.

Talk on the Renaissance – რენესანსის ეპოქის მიმოხილვა – 2წუთი

Mიichelangelo's biography– მიქელანჯელოს ბიოგრაფია – 2წუთი

Mიichalangelo as an archetypel  Renaissal man.– მიქელანჯელო როგორც აღორძინების ეპოქის არქეტიპი – 10წუთი

The clip.– კლიპის პრეზენტაცია 21 წუთი

Compating flat and three dementional progections.-  მხატვრული და მოცულობითი ფორმებს შედარება 5 წუთი

Our emotions. – ბავშვების ემოციები 2 წუთი

PAIR WOR ON EXERCISESP– წყვილებში მუშაობა 2წუთი

Self -evaluations - თვით შეფასება 1 წუთი

 

საშინაო დავალება

სასწავლო ტექსტის მონაკვეთს ამბობს მოსწავლე სიქსტის კაპელის შესახებ (საშინაო დავალების შემოწმება)

გონებრივი იერიშის მეშვეობით დაფაზე ფიქსირდება რენესანსის ეპოქის მიმოხილვა ინგლისურ ენაზე. მიქელანჯელოს ბიოგრაფია (მოკლე) ლექსიკური მარაგის გამომჟღავნება პრეზენტაცია მოსწავლის მიერ. Gონებრივი იერიში მიქელანჯელო.

სკულპტურა – აღორძინდა ანტიკური კულტურა

არკიტეკტურა – წმ.პეტრეს ტაძრის გუმბათი – ბაროკოს სტილში ქმნის

ინჟინერი – ფლორენციის სამხედრო ფორტიფიკაციები

პოეტი – სონეტის ინგლისურიდან ქართულად თარგმნა წაკითხვა

მხატვარი – კლიპის პრეზენტაცია

სიქსტის კაპელის ჭერის და საკურთხევლის მოხატულობის აღწერა, თემატურად აღთქმა და ანალიზი მასშტაბური კომპოზიციისა.

9 ფრაგმენტის განხილვა, ჭერზე 12 წინასწარ მეტყველის აღწერა.

ქრისტეს წინაპრები, 4 სცენა ბიბლიიდან.

ფრესკის ხატვის ტექნიკა - მოსწავლის პრეზენტაცია (ინდივიდუალური მუშაობა). საკურთხევლის კედლის კომპოზიციის განხილვა. იმსჯელებენ კომპოზიციათა ერთობლიობის პროპორციული შეთანხმების შესახებ. განასხვავებენ ჭერისა და კედლის კომპოზიციას და ხატვის მანერას.

კლიპის მეორე ნაწილი - ბრტყელი და მოცულობითი ფორმები.

მოსწავლე დაფაზე ხაზავს მარტივ პერსპექტივას წინა, უკანა, შუა, პლანისა და თავშეყრის წერტილით. შემდეგ სიბრტყივ გამოსახულებას - შებრუნებული პერსპექტივა.

განიხილავენ განსხვავებას სიბრტყივ და მოცულობით ფორმებს შორის, განიხილავენ აგრეთვე ეგვიპტურ ნახატს, შუა საუკუნეები ბიზანტია მიქელანჯელო 2 ფრაგმენტი.

მოსწავლეები ერთი სიტყვით (ზედსართავი სახელით) გამოხატავენ თავიანთ ემოციებს მიქელანჯელოსთან ასოცირებულს, ინგლისურ ენაზე. დაფაზე გაკრულია პოსტერი გამოსაყენებელი სიტყვებით. აკეთებენ სავარჯიშოს რომლითაც მოწმდება ხელოვნების თემატიკის ცოდნა და კომპოზიციური დაგეგმვის თანმიმდევრობა. სავარჯიშოში მოცემულია არეულად ჭერზე განლაგებულ კიმპოზიციათა თანმიმდევრობა. ნაწილ ბავშვებს აქვთ დასალაგებელი, თანმიმდევრობის მიხედვით მიქელანჯელოს მიერ მოხატული 9 სიუჟეტური ფრაგმენტი. სისწორე მოწმნდება დაფაზე გამოკრული პოსტერის საშუალებით.

II ნაწილი ბავშვებისა წყვილებში ასრულებენ სავარჯიშოს თავიანთ ფურცლებზე მიქელანჯელოს შედევრების სახელწოდებებს და მათ შექმნის თარიღებს ათანხმებენ. შემდეგ გამოდიან დაფასთან და იგივეს ასრულებენ პოსტერზე ფერადი ფლომასტერებით.

ამით მოწმდება მიქელანჯელოს ბიოგრაფიის ცოდნა და ხელოვნებაში კომპოზიციის დაგეგმვის ცოდნა. საშინაო დავალება თარგმნიან 2 მოკლე ამონარიდს მიქელანჯელოს თანამედროვე – ვაზარის სტატიიდან.

შემდეგ თვით შეფასება: გაკვეთილის დასაწყიში დარიგებულ ფურცლებზე შემოხაზონ თუ რამდენად აქტიურები იყვნენ გაკვეთილზე

კლასი აკტიურია და აქვს სურვილი ქართულად და ინგლისურად ხელოვნებაზე საუბრისა.

9. შეფასება  

 

ინგლისური

1-4 არ შეუძლია ჩარეთოს მუშაობაში. ვერ იყენებს ინგლისურ სიტყვებს თემასთან დაკავშირებით.

5-7 ნაწილობრივ შეუძლია სურათის გარჩევა საუბრობს მიქელანჯელოს შემოქმედებაშთან დაკავშირებით. სავარჯიშოებს აკეთებს ინგლისურად.

8-10 ჩართულია ყველა საკითხში. პასუხობს ლოგიკურად და არგუმენტირებულად. შაუბარი დამაჯერებელია. შეუძლია ჭარბად გამოიყენოს არსებითი, ზედსრთავი, დროები ინგლისურად.

Xელოვნება

1-4 არ შეუძლია ჩაერთოს მუშაობაში. ვერ არ ჩევს ნახატს.

5-7 ნაწილობრივ შეუძლია სურატების გარჩევა. შაუბარი მიქელანჯელოს შემოქმედებასთან დაკავშირებით.

8-10 ჩართულია ყველა საკითხში. კითხვებზე პასუხი ლოგიკური და არგუმენტირებულია. თემის ირგვლივ საუბრობს დამაჯერებლად. მუშაობს გუნდურად და წყვილებში

10. საკლასო მენეჯმენტი _საგანმანათლებლო რესურსები

სახელმძღვანელოები, ალბომები –Tullio PoliDori  Splendors of Rome and Vatican. s rgio cartocci  ROMA ei suoi tesori,, კომპიუტერი, პროექტორი, პოსტერები სხვადასხვა ინფორმაციებით ბავშვებისთვის. ინტერნეტ საიტები: www.google.ge  www.wikipedia.ge  გაკვეთილის ჩატარება ერთი კომპიუერითაც შესაძლებელია.

 

 

Creative Commons License