cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ნ.ბარათაშვილი ''ფიქრნი მტკვრის პირას''

by Natia Gabroshvili — last modified 2011-01-09 02:00 Share

გაკვეთილის თემა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ფიქრნი მტკვრის პირას

სწავლების საფეხური და კლასი

II საფეხური, VIII კლასი

ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი

ქართული ენა და ლიტერატურა: ნ. გაბროშვილი



მოსწავლეთა რაოდენობა

23

განსაკუთრებული მიდგომების,  საჭიროების მქონე მოსწავლეთა და პროფილი


გაკვეთილის სასწავლო მიზნები ( საგნების მიხედვით )


მოსწავლეები ამოიცნობენ ნაწარმოების ძირითად საკითხებს. არკვევენ დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს . მონიშნავენ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელოვან ადგილებს. იყენებენ გრაფიკულ ცხრილებს მათგამოსაკვეთად.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები

მოსწავლეები ისმენენ მსჯელობას კონკრეტულ ს აკითხზე და წარმოადგენენ საკუითარ თვალსაზრისს.ყენებენ კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს, ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს. ( 1, 5, 9, 10, 11, 12, 13)

 თანმიმდევრობა

მოსწავლეებს ვაცნობ ნ.ბარათაშვილის ბიოგრაფიულ ცნობებს. შემდეგ ისტ-ის გამოყენებით ვუჩვენებ პიროვნებებს, რომელთაც მის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოახდინეს გავლენა. ერთი მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს ლექსს. კლასს ვთხოვ, იმუშაონ წყვილებად და ლექსი გაყონ რამდენიმე ნაწილად.

წყვილთა უმრავლესობა ლექსს სამ ძირითად ნაწილად ჰყოფს.

  1. დასაწყისი

  2. ძირთადი ნაწლი

  3. დასკვნა

ამის შემდეგ მათ განვუმარტავ, რომ ნაწარმოებში ცალკეული ნაწილების თანმიმდევრობასა და ურთიერთკავშირს კომპოზიცია განსაზღვრავს. კომპოზიცია ლათინური სიტყვაა და აგებულებას ნიშნავს.

ვსვამ კითხვას: როგორ ფიქრობთ,რატომ იწყებს პოეტი ლექსს ბუნების აღწერით?

მსჯელობის შემდეგ, მოსწავლეები თანხმდებიან, რომ პირველი ნაწილის, ანუ ლექსის დასაწყისის მიზანი, მკითხველისათვის სათანადო განწყობის შექმნაა, რომელიც ამ შემთხვევაში ბუნებს სურათითაა წარმოდგენილი.

2) რატომ მიაშურა სევდიანმა პოეტმა ბუნების წიაღს და რა იყო მიზეზი რამაც მწუხარება გამოიწვია?

მოსწავლეები იხსენებენ პოეტის ბიოგრაფიულ ცნობებს. მსჯელობიდან გამომდინარე ისმის კითხვები:

  • რა მიზანს ემსახურება დღენიადაგ მშფოთვარე უძლეველი მეფისა და კეთილ9 ხელმწიფის მაგალითების მოხმობა?

  • რისი თქმა სურს პოეტს?

  • უპასუხა თუ არა პოეტმა ლექსში დასმულ კითხვას,ანუ გამოიტანა თუ არა მან მსჯელობიდან დასკვნა?

  • როგორ გესმით ,,შვილნი სოფლისა?“

კლასში იმართება მსჯელობა თემაზე: ,,მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი....“

15.20 წთ

მსჯელობის შემდგომ, მოსწავლეებს ვთხოვ, ააგონ გრაფიკული ცხრილი. ცალ მხარეს ჩაწერონ ლექსიდან, რომლის ინტერპრეტაციასაც მოახდენენ.

სამუშაო სრულდება ჯგუფებში, რის შემდეგადაც ხდება მათი ნამუშევრების პრეზენტაცია .

საუკეთესო ნამუშევრებს ვაფასებ მაღალი ქულით.

15 წთ

საშინაო დავალებად ვაძლევ თხზულებას: ,,არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს.“

3-5 წთ


 შეფასება

შეფასება მოხდა შესაბამისი კრიტერიუმით.

საკლასო     მენეჯმენტი / საგანმანათლებლო რესურსები

1.საპრეზენტაციო პროგრამა.2.კომპიუტერი.3.პროექტორი.


http://


Georgian

Creative Commons Attribution-ShareAlike License