cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ჭორიკანა კაჭკაჭი

by ნინო საკანდელიძე, lasha genelidze — last modified 2011-01-09 01:29 Share

ქ.ქუთაისის №33 საჯარო სკოლა

  გაკვეთილის თემა

ჭაბუა ამირეჯიბის ,,ჭორიკანა კაჭკაჭი"

სწავლების საფეხური და კლასი

დაწყებითი 3 კლასი 

ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლების სახელი, გვარი

ქართული ენა-ლიტ. ხელოვნება

 

ბიოლოგია

 

მუსიკა

ი. ს. ტ.

ნინო საკანდელიძე

 

ეთერი ბატანაკოვა

 

ნინო ჩიხლაძე

რობერტ ბუღაძე

მოსწავლეთა რაოდენობა

28 მოსწავლე

განსაკუთრებითი მიდგომა 0

 

გაკვეთილის სასწავლო მიზნები

ქართული ენა და ლიტერატურა

  • შეძლებენ ჭ. ამირეჯიბის ,,ჭორიკანა კაჭკაჭის" -ის წარმოდგენას
  • იმსჯელებენ პერსონაJების ზნეობრივი საქციელის შესახებ და გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, შთაბეჭდილებებს.
  • მოსწავლეები გაიგებენ და იმსჯელებენ რომ რელიგიური წესის მიხედვით სხვისი განკითხვა, დაცინვა, ენის მიტანა და ა.შ. საზიანოა, რომ ადამიანზე ყოველივე ამას ცუდი შედეგი მოაქვს.

ბუნება

  • მოსწავლე ისმენს და აგროვებს ინფორმაციას ცხოველებისა და ფრინველების შესახებ.
  • მოსწავლე განარჩევს ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას.
  • განასხვავებს გარემოსთვის ადამიანისათვის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.

მუსიკა

  • მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან შეთანხმებულად.
  • მოსწავლე სიმღერით იმეორებს ფრაზებს და მელოდიებს.

ხელოვნება

  • მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად ამოცანის გადაჭრას.
  • შეძლებენ და ასახავენ დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები.

ქართული 3.  4 . მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს და იგებს სხვადასხვა სახის ტეხსტს მისთვის ნაცნობ თემებზე.

  • საუბრობს პერსონაჟთა დამოკიდებულებაზე

(ვინ-ვის ეხმარება / ატყუებს / უყვარს / სძულს)

ქართული 3. 5. მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ტეხტების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.

  • გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს.
  • ასახელებენ ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიგცა ასე) და აფასებენ მათ საქციელს.
  • წაკითხული ნაწარმოებისგან მიღებული შთაბეჭდილებებით ილუსტრაციებს.

ბუნება 3. 12.  მოსწავლე ამჟღავნებს გარემოზე ზრუნვის ელემენტებს.

  • განასხვავებს გარემოსთვის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ცოცხალი ორგანიზმებისათვის მიყენებული ზიანის მიმართ.

ხელოვნება 3. 4.    მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის საფუძველზე წარმოშობილ იდეებს.

  • ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას.

3.6. მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

  • ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.

გაკვეთილის  თანმიმდევრობა და  დრო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობები ნაბიჯ-ნაბიჯ  1.

განწყობილების შესაქმნელად გაკვეთილი იწყება მუსიკალური ნომრით.

ბავშვები შეასრულებენ სიმღერას ,,ჯადოსნური ქალაქი"   5წთ.

აქტივობა 2.  5 წთ.

მოსწავლეები წარმოადგენენ მოპოვებულ ინფორმაციებს ნაწარმოებში მოცემულ პერსონაჟებზე აგრეთვე წარმოდგენილი აქვთ ხელოვნების გაკვეთილზე დამზადებული ნაშრომები (ნაძერწები) რითაც მოსწავლეები გადმოცემენ ზღაპრის შინაარსს.

პერსონაჟთა ურთირთდამოკიდებულებას კსრგად გამოხატავენ ნახატებითაც. აქ კარგად ჩანს მათი ფანტაზია.

აქტივობა 3.   5წთ.  

ბიოლოგიის მასწავლებელი დამატებით ინფორმაციას აწვდის ცხოველებზე.

  • ლომზე
  • ვირზე
  • მელაზე

ფრინველებზე

  • გუგულზე
  • კაჭკაჭზე

პროექტორით ეკრანზე ვუჩვენებთ ტყესა და მის მობინადრეებს, რაც მოსწავლეა დიდ ყურადღებას გამოიწვევს. პედაგოგი მოსწავლეებს ესაუბრება წითელი წიგნის შესახებ.

აქტივობა 4.    7წთ.

წარმოვადგენთ ჭ. ამირეჯიბის ,,ჭორიკანა კაჭკაჭის" როლურ გამოკითხვას.  როლებს ირჩევენ მოსწავლეები. ისინი საკუთარ ემოციებს გამოხატავენ. განასახიერებენ პერსონაჟებს შეძლონ აუდიტორიაზე შთაბეჭდილებების მოხდენა. მართებულად გამოიყენონ მიმიკა და ჟესტიკულაცია. აზრი გადმოსცენ თანმიმდევრულად და სწორად. დაიცვან პუნქტუაციის ნიშნები. როდესაც გამოკითხვა დამთავრდება მოსწავლეებს მივმართავ შემდეგი კითხვებით:

  1. დაასახელონ სამი რამ რომელიც არ მოეწონათ და რატომ ?
  2. სამი რამ რომელიც მოეწონათ და რატომ?

მოსწავლეები ასახელებენ და მსჯელობენ.

აქტივობა 5. დისკუსია (ჯგუფური მუშაობა)  8წთ.

კლასი დაყოფილია ჯგუფებათ (გადათვლის მეთოდით)

1-2 ჯგუფი წარმოადგენს ლომის პოზიციას

3 ჯგუფი წარმოადგენს მელიის პოზიციას

4-5 ჯგუფი  ვირის პოზიციას

6 ჯგუფი გუგულის პოზიციას

7 ჯგუფი კაჭკაჭის პოზიციას - ეს ჯგუფი ,,მოპასუხე ჯგუფია" რომელიც ხსნის, აზუსტებს, უარყოფს, ეთანხმება დანარჩენების მიერ კაჭკაჭის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მოსწავლეები იმსჯელებენ, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და იცავენ თავიანთ პოზიციებს.

პრეზენტატორები ეწყობიან 2 რიგად.

ერთ მხარეზე არის ლომის, ვირის, გუგულის და მელას დამცველები,

მეორე მხარეს კი კაჭკაჭის დამცველები.

გაიმართება საინტერესო დისკუსია.

აქტივობა 6.   5წთ.

 ლოტო (ჯგუფური მუშაობა) მოსწავლეებს ეკრანზე პროექტორის საშუალებით ვაჩვენებთ ცხრილს, სადაც წერია ანდაზების დასაწყისი დასასრული კი ცალკე ფურცლებზე რომლებიც ურიგდება ჯგუფს. ჯგუფები ფიქრობენ ადარებენ და შემდეგ პრეზენტატორები წარმოადგენენ ანდაზების გაგრძელებას. მასწავლებელი მიმართავს შემდეგი კითხვებით:

ანდაზები შეესაბამება თუ არა ჩვენს გაკვეთილში გადმოცემულ აზრს?

რას გვასწავლის ეს ანდაზები?

მოსწავლეთა აქტივობით ხდება ანდაზების გააზრება.

აქტივობა 7.     4 წთ.

დამიტოვე სათქმელი .

  მოსწავლეებს მიმართავს მასწავლებელი, იქნებ გაგიჩნდათ კითხვა, იქნებ გაქვთ სურვილი რაიმე ინფორმაციის მიღების, ჩვენ მზად ვართ თქვენს კითხვებს ვუპასუხოთ. მოსწავლეები სვამენ კითხვებს პასუხების გაცემისას ერთვება ბიოლოგიის მასწავლებელი. ამ აქტივობით მოსწავლეები გახდებიან აქტიურები და ინტერესიანები. მასწავლებელი აკეთებს დასკვნას:ჩვენ ვიმუშავეთ ინფორმაციის შეგროვებისათვის მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ რომ უნდა ვიყოთ ბუნების ერთგულები. ვიმსჯელებთ ჭ. ქმირეჯიბის ,,ჭორიკანა კაჭკაჭის ირგვლივ" გამოვხატავთ საკუთარ შთაბეჭდილებებს გავმართავთ დისკუსიას და დავასახელებთ ანდაზებს.

აქტივობა 8    2წთ.

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება - გაუგზავნეთ წერილი თქვენთვის სასურველ პერსონაჟს.

 

შეფასება

გაკვეთილის დასასრულს მოვახდენ მოსწავლეთა შეფასებას შემდეგ კომპონენტებში  2წთ.

საშინაო დავალება.

რუბრუკები:

  • რამდენად შეესაბამება ნაშრომი ჩვენი ზღაპრის პერსონაჟს ან სიუჟეტს.
  • რამდენად სწორად ჩანს მოსწავლეთა ფანტაზია.
  • რამდენად კარგად წარმოაჩენს ნაშრომს.
  • საინტერესო მასალის მოძიება.

როლური გამოკითხვა

რუბრიკები

  •  მართებულად იყენებს მიმიკასა და ჟესტიკულაციას.
  • იცავს ზეპირმეტყველების კულტურას.
  • აზრს გადმოსცემს თანმიმდევრულად და სწორად.
  • პუნქტუაციის ნიშანთა დაცვა.
  • აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდნა.

დისკუსია 

 რუბრიკები

  • თანაბრად ანაწილებს სამუშაოს  
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • შეუძლია აზრის გამოთქმა და არგუმენტებით დაცვა
  • შეუძლია სხვისი აზრის მოსმენა და გააზრება.
  • იცავს დროს

ური კომპონენტი

საშინაო დავალება და დისკუსია შეფასდება მასწავლებლის მიერ.

როლურ გამოკითხვას შეაფასებენ თვით მოსწავლეები. შეფასება მოხდება მომღიმარი კაცუნებით

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს შევასრულებინებთ ერთ-ერთ მუსიკალურ ნომერს (აქ ჩართულია მუსიკის მასწავლებელი) რათა მომდევნო გაკვეთილს ხალისიანად შეხვდნენ.   2წთ.

საკლასო მენეჯმენტი

 

 

 

 

 

 

 

 

გაკვეთილის მსვლელობაში მონაწილეობს სამი მასწავლებელი:

  • ქართული ლიტ. და ხელოვნების
  • ბიოლოგიის
  • მუსიკის

 

საგანმანათლებლო

რესურსები

 

 ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი და პროექტორი, ვიდეოკამერა, მარკერები, ფორმატები,საძერწი მასალა, ფერადი ფურცლები და საღებავები




 

 

 

 

 

 

 

 

 


http://lemill.net/methods/10ed10dd10e010d810d910d010dc10d0-10d910d010ed10d910d010ed10d8


გაკვეთილი, lesson plan


Georgian

Creative Commons License