cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

„ქართლის ჭირი“

by belachaxnashvili — last modified 2011-01-09 01:45 Share
გაკვეთილის თემა დავით გურამიშვილი ქართლის ჭირი
სწავლების საფეხური საშუალო
ინტეგრირებული საგნები

ქართული ენა და ლიტერატურაბაბულია ჩახნაშვილი

ისტორია, რელიგია, ისტი
მოსწავლეთა პროფილი 15(არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე).
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები

ტექსტზე მუშაობის უნარ ჩვევების განვითარება, ინფორმაციის მოძიებისა და მასზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთების ,მასალის ერთმანეთთან დაკავშირების,შეფასებისა და ანალიზის უნარჩვევების განვითარება,საპრეზენტაციო უნარჩვევების ჩამოყალიბება.


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგი/ინდიკატორები

ქართ.X.8.მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს,პუბლიცისტურ თხზულებებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას

საუბრობს იმის შესახებ,თუ რაზე დააფიქრა ნაწარმოებმა

აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს(მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად)

მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა ნაწარმოებში.

ქართ.X.9. მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს.

განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას/პრობლემატიკას.

განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს.

აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან(მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა

ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).

ქართ.X.10. მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.

იყენებს კითხვის სხვადასხვა ხერხს: გაცნობითი კითხვა, შესწავლითი კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის;

მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს.

ქართ.X.5.მოსწავლე ამოიცნობს და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს.

ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო

სტრსტეგიებს, როგორიცაა აზრის პერიფრაზირება სიცხადისათვის ან მომზადებული ტექსტიდან გადახვევა აზრის უკეთ განმარტებისთვის.

ისტორიული ინტრპრეტაცია და კვლევა

ისტორია X.1. მოსწავლე აანალიზებს და აფასეებს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულ

ინტერპრეტაციებს.

ადარებს ორ წ ყაროს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე გვაწვდის განსხვავებულ ინფორმაციას (ან გვაძლევს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის ან პიროვნების განსხვავებულ შეფასებას); მსჯელობს იმ ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა კონკრეტული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობა.

ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტა ციისაგან, რამდენად არის დაკავშირებული ისინი ერთმანეთთან.

რელიგიაX.6. აანალიზებს რელიგიის გავლენას მატერიალურ და სულიერ კულტურაზე.

ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

შეარჩევს და იყენებს ისტის საშუალებებს სასწავლო დიციპლინებში კვლევის, ინფორმაციის ანალიზის, პრობლემების გადაჭრის მიზნით(4, 5)

იყენებს ისტის საშუალებებს(მაგ.საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შეფასებისა და ანალიზისთვის.

იყენებს ისტის საშუალებებს ინფორმაციის შენახვის, სხვებისთვის მიწოდების მიზნით.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან დავით გურამიშვილის ბიოგრაფია, დავითიანის კომპოზიცია, პოეტის შემოქმედებითი მეთოდი, მისი მსოფლმხედველობა ნაწილობრივ, პოეტის დიდაქტიკური შეხედულებანი, უფლის ჯვარცმის ამბავი.

თანმიმდევრობა

კლასის ორგანიზება (2წთ)

საგაკვეთილო თემის გაცნობა (3წთ)მინი ლექცია. გამოვიყენებ ფოტო მასალას.

სამოტივაციო კითხვები (3წთ) ფოტო მასალის გამოუენებით მოსწავლეებს ვაძლევ სამოტივაციო კითხვებს:

  1. სად განისვენებს დავით გურამიშვილი?
  2. თავად სად ჰქონდა წარმოდგენილი პოეტს საუკუნო განსასვენებელი
  3. რამ განაპირობა პოეტის გარდაცვალება სამშობლოსგან შორს, უცხოობაში?
  4. თქვენი აზრით როგორ აისახება ერის ბედი პიროვნების ბედზე?

აქტიცობა 3. სამოტივაციო კითხვების შემდეგ მოსწავლეებს ვანაწილებ ჯგუფებად და ვაძლევ შესაბამის დავალებას.მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და უკეთებენ კომენტარს10წთ)

ჯგუფი1ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება

სამუშაო თემა: ეროვნ

ლ მანკიერებათა მხილება. პოეტისა და მემატიანის მონაცემების შედარება.

ჯგუფი 2 მართლის თქმის პრინციპი. ავტორის მოსაზრებათა თეზისების სახით ჩამოყალიბება.

ჯგუფი 3კონკრეტული ისტორიული ფაქტების მოძიებაამოკრეფა და მასზე და მასზე დაყრდნობით ეპოქის სურათის აღდგენა.

აქტივობა 4 შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია (15წთ)

აქტივობა 5.ავტორის მსოფლმხედველობის გამოკვეთა. კითხვებზე პასუხის მეშვეობით ავტორის შედულებათა თეზისების სახით ჩამოყალიბება:

შეფასება
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსი


belachaxnashvili, ქართული ენა


Georgian

Creative Commons License