cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

გაკვეთილის გეგმა

by () — last modified 2012-05-12 11:28 Share

გაკვეთილის გეგმა:

·        თემა :,,ბაქტერიები და ვირუსები“

·        მიზანი :გააცნიბიერონ ბავშვებმა უხილავი საფრთხის რეალობა  და ისწავლონ თავდაცვა ვირუსებისაგან და ბაქტერიებისაგან.

·        აქტივობები :ინფორმაცია,პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა,ჰიგიენის როლის გააზრება–გამოყენება.

·        სასწავლო მეთოდები :სურათები,  კომპიუტერი.

·        სასწავლო რესურსები :სახელმძღვანელო,სტატიები, ინტერნეტი.

·        გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედგი :კარგად გააცნობიერონ უხილავი საფრთხის საშიშროება,ისწვალონ ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლა, დაიცვან ჰიგიენის წესები.

·        გამოწვევა :გავახსენოთ მოსწავლეებს ავადმყოფობით გამოწვეული ცუდი შეგრძნებები და ამის გამო დროის ფუჭად კარგვის გარდაუვალობა.პოზიტიური განწყობის შექმნა,ინტერესის გაღვივება.

·        თვითშეფასება :მიაღწიეს თუ არა  მოსწავლეებმა გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს და უფრო რომელი შედეგებით არ ვარ კმაყოფილი.

გაკვეთილის მსვლელობა :

თემა

 

კლასის ორგანიზების შემდეგ ვაცნობ თემის სათაურს.2წთ

აქტივობები

კითხვა –პასუხით კლასის დახმარებით მივდივარ ძირიათად თემამდე.10წთ.

მეთოდები

ვაჩვენებ უხილავ , ანუ მცირე ზომის მიუხედავად, გამანადგურებელი ბაქტერიებისა და ვირუსების სურათებს55 –10 წთ.

რესურსები

სახელმძღვანელოს ვიყენებ მისი ილუსტრაციებით.ვაცნობ სტატიას საინტერესო მოვლენებს. ვიყენებ კომპუტერს, სადაც ვიდეომასალაა ჩატვირთული ბაქტერიებზე.7წთ.

შედეგი

თვალით დანახული საშიშროება ინტერესს უღვივებს მოსწავლეებს უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ მასალა, გამოიყენონ უსაფრთხოების წესები , დაიცვან ჰიგიენა, საკვების  მიღების წინ დაიბანონ ხელები.მოერიდონ უკვე დაავადებულ ადამიანებს და თვითონაც  დარჩნენ სახლში ავადმყოფობის შემთხვევაში.5 წთ.

გამოწვევა

მოსწავლეები იხსენებენ როგორ სტკიოდათ ყელი და პირის ღრუ მასში დაუბანელი ხელით მოხვედრილი ბაქტერიის გამო, აცნობიერებენ რა დიდი დრო დაკარგეს ავადმყოფობის გამო როცა ეს დრო შეიძლებოდა სასარგებლოდ გამოეყენებინათ, და თავიდან აეცილებინათ საფრთხე.3 წთ

თვითშეფასება

ამისთვის ვიყენებ წინასწარ მომზადებულ ბარათებს:

·        3 რამ რაც დამამახსოვრდა გაკვეთილზე

·        შეკითხვა , რომელზეც მინდა მივიღო პასუხი

2წთ.

 

მე–3 კლასი. ბუნება. მასწ:ლ.კილაძე.

 


lali kiladze, batumis # 1 sajaro skola, dawyebiti


Georgian

Creative Commons License