cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ამერიკის დროშა–გეგმა

by tekushiko — last modified 2011-10-02 14:02 Share

გაკვეთილის თემა

რა ვიცით ამერიკის დროშაზე?    გრამატიკა: ნაცვალსახელი; თავსართ–ბოლოსართები

სწავლების საფეხური და კლასი

საბაზო; VII კლასი

ინტეგრირებული საგნები; მასწავლებლის სახელი და გვარი

ინგლისური ენა, ისტორია, გეოგრაფია; თეონა აბუაშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

18

განსაკუთრებული მიდგომების,საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

0

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

  •  მოსწავლეებს ეცოდინებათ ამერიკის დროშის წარმოშობის შესახებ სასურველი ინფორმაცია და ისტორია
  • მათ ჩამოუყალიბდებათ ერთმანეთში თანამშრომლობის უნარი-ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე

გაკვეთლის მიზნები და შედეგები

 მოსმენა: უცხ.VII.1.   მოსწავლე იგებს მასწავლებლის მითითებებს და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.

 შედეგი თვალსაჩინოა,როდესაც მოსწავლე:

  • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე
  • ასრულებს სავარჯიშოებს
ლაპარაკი: უცხ.VII.6.  მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში.  შედეგი თვალსაჩინოა,როდესაც მოსწავლე:
  • სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
  • უცხოურ ენაზე გადმოსცემს სათქმელს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით("ვერ გავიგე?";"ეს რას ნიშნავს?";"აქედან არ ჩანს"...)
კითხვა: უცხ.VII.8. მოსწავლე ფლობს ხმამაღლა კითხვის ტექნიკას.  შედეგი თვალსაჩინოა,როდესაც მოსწავლე:
  • გარკვევით და გამართულად კითხულობს უცნობ ტექსტს
უცხ.9.  მოსწავლე იგებს ინსტრუქციებს(სავარჯიშოს პირობა,გამაფრთხილებელი წარწერა,რჩევა–დარიგება).  შედეგი თვალსაჩინოა,როდესაც მოსწავლე:
  • ამოიცნობს მითითებებს
  • სათანადოდ რეაგირებს მათზე
კულტურათა დიალოგი: უცხ.VII.28.  მოსწა ვლე იჩენს ინტერესს კულტურული თავისებურებების მიმართ.  შედეგი თვალსაჩინოა,როდესაც მოსწავლე:
  • ადარებს ერთმანეთს უცხო და მშობლიურ კულტურულ გარემოს(დღესასწაულები,ზნე–ჩვეულებები,დროშა,დედაქალაქის ისტორია...)

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებს აქვთ მცირე წარმოდგენა ამერიკის დროშის წარმოშობის ისტორიაზე და აქვთ სურვილი გაიგონ უფრო მეტი

შეფასების საგანი და პროცედურები

 შეფასება ხდება სპეციალურად მასწავლებლის მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკით

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

 მოსწავლის სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეული, კალამი, ფანქარი, თეთრი დაფა, მარკერები, პოსტერები, ფლეშქარდები

გაკვეთილის მსვლელობა

  •  მისალმება, უცხოელი მასწავლებლის წარდგენა მოსწავლეებთან, სიის ამოკითხვა. 5წთ.
  • საშინაო დავალების შემოწმება. 5წთ.
  • გრამატიკული მასალის ახსნა. 8წთ.
  • აქტივობა: matching-ნაცვალსახელებზე. 3წთ.
  • აქტივობა: პრეფიქს–სუფიქსის წარმოებაზე (გამოყენებულ იქნა T-სქემა). 3წთ.
  • ტექსტზე მუშაობამდე პასუხობენ შემდეგ შეკითხვებს: რას ნიშნავს აბრევიატურა აშშ?, რა იცით მის შესახებ? (ეს შეკითხვები დასმულია ინგლისურად და საერთოდ, გაკვეთილის მსვლელობა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე); ამერიკის შეერთებული შტატების პოსტერის ჩვენების შემდგომ პასუხობენ შემდეგ შეკითხვებს: რა არის ეს?, იცით თუ არა რამდენი შტატია ამერიკაში?(შევახსენებ, რომ ჩვენი დამსწრე ამერიკელი მასწავლებელი არის კალიფორნიის შტატიდან). 4წთ.
  • ტექსტზე მუშაობა(წაკითხვა, გააზრება, და წყვილებში მუშაობა_კითხვა–პასუხი). 12წთ.
  • აქტივობა: თეთრ დაფაზე ფერადი მარკერებით ხატავენ ამერიკის, ინგლისის და საქართველოს დროშებს. 3წთ.
  • საშინაო დავალების მიცემა. 2წთ.


Georgian

Creative Commons License