ინტეგრირებული გაკვეთილი - „განსხვავებულ კულტურათა დიალოგი“
|
1. გაკვეთილის თემა |
განსხვავებულ კულტურათა დიალოგი |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2. სწავლების საფეხური და კლასი |
I საფეხური; V კლასი |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3. ინტეგრირებული საგნები მასწავლებლების სახელი, გვარი |
საგნები |
მასწავლებლ ( ებ ) ის სახელი, გვარი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ტოლერანტობა, ფრანგული ენა, რუსული ენა, მუსიკა |
ტოლერანტობა- ე. შეშაბერიძე , ფრანგული ენა- ნ. წოწკოლაური, სესილ რუკეტი*, მუსიკა - ნ. აბუაშვილი, რუსული ენა- ქ. ლაცაბიძე; |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა |
23 მოსწავლე |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი |
---- |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით) |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
7 . ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები |
საგნისთვის ტოლერანტობა შედეგები და ინდიკატორები ეროვნულ სასწავლო გეგმაში არ არის გათვალისწინებული. სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით: ფრანგული და რუსული ენები: მოსმენა მოსწავლე იგებს მასწავლებლის მითითებებს და სავარჯიშოების მითითებებს. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
მოსწავლე იგებს მცირე ზომის დიალოგს შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე :
ლაპარაკი მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში. შედეგი თვალსაჩინოა ,როდესაც მოსწაავლე:
კითხვა მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
მარტივი კატალოგი. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
მოსწავლე იგებს მცირე ზომის აღწერით ტექსტს. შედეგი თვალსაცინოა, როდესაც მოსწავლე:
ამოიცნობს მოვლენებს, მოქმედებებს. სწავლის სწავლა მოსწავლე ორგანიზებას უწევს საწავლო საქმიანობას შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
მოსწავლე იყენებს არსებულ და ქმნის ახალ რესურსებს. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
კულტურათა დიალოგი მოსწავლე ამოიცნობს უცხოენოვან კულტურულ ინფორმაციას. შედეგი თვალსაჩინოა ,როდესაც მოსწავლე:
მუსიკა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
8 . თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) |
კითხვა, წერა, ისტორიის მოყოლა, კითხვები და პასუხები, ჯგუფური მუშაობა, როლების თამაში, ლექსები, სიმღერები, თამაში, შედარება, თვალსაჩინოების გამოყენება, თვითშეფასება კლასის ორგანიზება კლასი მასწავლებლის შეხედულებისამებრ იყოფა სამ ჯგუფად , პირობითად სამი ქვეყნის საქართველოს, საფრანგეთის და რუსეთის წარმომადგენლებად; თითოეული ჯგუფის სამუშაო მაგიდაზე დევს ქვეყნის სიმბოლო:
(ამის მიხედვით ბავშვები ხვდებიან რომელი ქვეყნის კულტურა უნდა წარმოადგინონ) ჯგუფების პირდაპირ მაგიდაზე გამოფენილია ატრიბუტიკა, რომელსაც ჯგუფები თავად შეარჩევენ და გამოიყენებენ პრეზენტაციის დროს; წინასწარ მომზადებულია აპარატურა ფილმებიდან ნაწყვეტების საჩვენებლად. გაკვეთილს იწყებს ტოლერანტობის მასწავლებელი. მასწავლებელი: დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემაა განსხვავებულ კულტურებთან ურთიერთბა. მოდით გავიხსენოთ: რა არის კულტურა? ვიცით თუ არა რას ნიშნავს ურთიერთბა? რა შეიძლება იყოს კულტურათა შორის ურთიერთობა? მასწავლებელი უხსნის და უჩვენებს, თუ როგორ ესალმებიან ერთმანეთს ოთხი კულტურის საქართველოს, იაპონიის, საფრანგეთის და რუსეთის წარმომადგენლები. მასწავლებელი შესთავეზებს ბავშვებს თამაშს. ის ასახელებს ქვეყანას, ხოლო მოსწავლეები შესაბამისად ესალმებიან თავიანთ მეწყვილეს. მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს გაიხსენონ მოთხრობა ნარინჯისფერი ამბავი მწვანე ტონში. თუ რა ასწავლა ნარირინჯისფერმა ტურისტმა სხვა კულტურის წარმომადგენელს (ქოლგის გახსნა და მისი გამოყენება) მასწავლებებლი სვამს კითხვებს: 1. სწავლობთ თუ არა ისეთ საგანს, რომლის საშუალებით ეცნობით სხვა ქყვეყნის კულტურას, ისტორიას, წესჩვეულებას? სავარაუდო პასუხები: ხელოვნება, ტოლერანტობა, მუსიკა, ფრანგული ენა, რუსული ენა, ინგლისური ენა. 2. გაქვთ თუ არა ურთიერთობა სხვა კულტურის წარმომადგენელთან? სავარაუდო პასუხები: მყავს რუსი მეზობელი, მეგობარი; სკოლაში გვყავს მასწავლებელი საფრანგეთიდან ..... (მოსწავლეების პასუხები იწერება დაფაზე) 3. საქართელო საფრანგეთი რუსეთი რა საერთო აქვს ამ ქვეყნებს? სავარაუდო პასუხები: ევროპის ქვეყნები; დიდი ისტორიის მქონე ქვეყნები; დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნები; რელიგია ქრისტიანობა. 4. როგორც ქრისტიანებს რა ქრისტიანული დღესასწაულები გვაქვს საერთო? (შობა, აღდგომა) 5. რას იცავს ყველა ქრისტიანი ? (მარხვას) 6. თუ იცით დიდი მარხვის დაწყებას რა უძღვის წინ? (ყველიერი) დავალების მიცემამდე მასწავლებლები უჩვენებენ ბავშვებს ნაწყვეტებს დოკუმენტური და მხატვრული ფილმებიდან: ქართულინაწყვეტი მხატ. ფილმიდან მაია წყნეთელი (ბერიკაობის სცენა) რუსულინაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან ყველიერი რუსულად (Великая Масленица) ფრანგული ნაწყვეტი დოკ.ფილმიდან ბაიელის კარნავალი (კარნავალის ეპიზოდი) ამის შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ დავალება. გაეცნონ მიწოდებულ ტექსტს. შეარჩიონ შესაბამისი ატრიბუტიკა და წარმოადგინონ მოცემული ტექსტი თეატრალური ელემენტებისა (ნასწავლი ლექსები, სიმღერები, ცეკვები) და შესაბამისი ატრიბუტიკის გამოყენებით. ჯგუფებს დავალების განაწილებაში ეხმარებიან შესაბამისი საგნის მასწავლებლები. პრეზენტაციამდე ჯგუფს ეძლევა დავალება ყურადღებით მოუსმინონ სხვა ჯგუფის პრეზენტაციას და პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იპოვნონ და წარმოადგინონ მსგავსება განსხვავებები მოცემული ქვეყნების ტრადიციებს შორის. ჯგუფები იწყებენ პრეზენტაციას შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მასწავლებლები ურიგებენ თითოეულ მოსწავლეს თვითშეფასების სქემას. მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას მოცემული კითხვების შესაბამისად. დრო ჯგუფში მუშაობა 10 წთ პრეზენტაცია 5 წთ თითო ჯგუფს ნაწყვეტების ჩვენება ფილმებიდან სულ 3 წთ თვითშეფასება 2 წთ გონებრივი იერიში, ტოლერანტობის მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კითხვა პასუხი სულ 15 წთ გაკვეთილის ბოლოს ტოლერანტობის მასწავლებელი აკეთებს დასკვნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი ჩვეულების პტივისცემა, რომ ადამიანები საუკუნეთა განმავლობაში ერთმანეთის ჩვეულებებს იზიარებდნენ, რაც შემდეგ საერთო კულტურის ნაწილი ხდებოდა... და შესაძლოა, სწორედ ამიტომ გვაქვს ამდენი საერთო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამით განვსხვავდებით კიდეც. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
9 . შეფასება |
თვითშეფასების ცხრილი
/ეს ინფორმაცია გროვდება და განიხილება მასწავლებლების მიერ ეთობლივად. ცხრილში მოსწავლის მიერ დასმულ კითხვას პასუხი გაეცემა შესაბამისი საგნის მომდევნო გაკვეთილზე./ მასწავლებლის შეფასების ცხრილი:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
10 . საკლასო მენეჯმენტი _ საგანმანათლებლო რესურსები |
ტექნიკა და ინსტრუმენტები - კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ეკრანი, გლობუსი, |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ნფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..) ტოლერანტობის სახელმძღვანელო ჩვენი ეზოს ამბები, ქსერო მასალა ინფორმაციული ტექსტებით, DVD და ფოტომასალა შესაფერისი თემატიკით, საწერი კალამი, დაფა, ცარცი, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ატრიბუტები და არტეფაქტები: საკარნავალო ნიღბები, ქუდები, კოსტიუმები, საფრთხობელა, სამოვარი, ბლინები, ჩურჩხელა, ტკბილეულობა |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები Windows media player; Gomplayer; ვებ-გვერდები: სხვა ელექტრონული რესურსები: Flickr.com (http://www.flickr.com/photos/50725035@N04/?saved=1); , maps.google.com, earth.google.com, youtube.com youtube.com ( http://www.youtube.com/watch?v=mUgjRZlYy14feature=related ) http://www.youtube.com/watch?v=DFwXql5a2EEfeature=related |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შენიშვნა:
* სესილ რუკეტი სსიპ თბილისის #14 საჯარო სკოლის საერთაშორის ევროპული ბანაკის პარიზელი მოხალისე; ფრანგული გამომცემლობა დიდიერის რედაქტორი
სსიპ თბილისისმე-14 საჯარო სკოლა,
ინტეგრირებული გაკვეთილი,
ეთერ შეშაბერიძე,
ნინო აბუაშვილი,
ტოლერანტობა,
ქეთევან ლაცაბიძე,
ნინო წოწკოლაური
Georgian

