cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ლეგენდა თბილისზე, გარეული ფრინველები

by Dodo Mazmishvili — last modified 2011-01-09 01:25 Share

1. გაკვეთილის თემა

ლეგენდა თბილისზე, გარეული ფრინველები

2. სწავლების საფეხური და კლასი

II კლასი დაწყებითი საფეხური

3. ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლების სახელი, გვარი

საგნები

მასწავლებლის სახელი, გვარი

ქართული ენა

ბუნებისმცოდნეობა

დოდო მაზმიშვილი

4. მოსწავლეთა რაოდენობა

14

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

არ გვყავს

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნების მიხედვით)

თხრობისა და კითხვის კულტურის გაუმჯობესება, წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემა ახლად შესწავლილი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით, მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება თბილისის დაარსებაზე, მეფე ვახტანგ გორგასალზე. გარეულ ფრინველებზე (მიმინო, ხოხობი) ინფორმაციის მიწოდება, ფრინველების გამრავლების თავისებურების გაცნობიერება, ტყის სახეობების გაცნობა, პრაქტიკული გრამატიკა ზედსართავი სახელი.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ქართ.II.4 მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს. ა) ცდილობს განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით,ბ)გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, გ) ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის შინაარსს.

ქართ.II.5 მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს. ა) კითხულობს ხმამაღლა მთლიანი სიტყვიბით. ბ) გამოარჩევს ახალ სიტყვებსა და ფრაზებს წინადადებაში, აზუსტებს მათ მნიშვნელობას კითხვების საშუალებით. გ) ადეკვატურად პასუხობს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს. დ) კითხულობს გამომეტყველებით, იცავს პაუზებს.

ბუნ.II.1 მოსწავლე აღწერს ცხოველის ძირითად გარეგან ნაწილებს ა)თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორგანიზმის ძირითად გარეგან ნაწილებს, ასახელებს და გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ.

ბუნ.II.3 მოსწავლე აღწერს ადვილად დაკვირვებად მოძრაობებს. ა) აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება მისი გადაადგილება (ფეხები, ფრთები)

თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

აქტივობა 1. საშინაო დავალების შემოწმება (ლექსი ,,ზურას მუზეუმი" ზეპირად გამოკითხვა ) 5 წთ.

აქტივობა 2.10 წთ. მოთხრობის ილუსტრაციაზე მუშაობა. მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ წიგნები შესაბამის გვერდზე და მივუთითებ, რომ დღეს უნდა წაიკითხონ ახალი მოთხრობა ,,ლეგენდა თბილისზე". რას ნიშნავს სიტყვა ,,ლეგენდა" ? (მოგონილი ამბავი) თუ მოსწავლეები ვერ განმარტავენ, აუხსნის მასწავლებელი. დააკვირდით ნახატს ვინ არის გამოსახული და რას აკთებს? (მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელიც ტყეში ნადირობს) მივაწოდებ ინფორმაციას მეფეზე თუ რატომ დაარქვეს გორგასალი და რას ნიშნავს ეს სიტყვა (მგლის თავას) ვუჩვენებ ისტის გამოყენებით სურათებს მეფეზე. შემდეგ ყურადღებას გავამახვილებ გარეულ ფრინველებზე მიმინო, ხოხობი. მათ შორის განსხვავებაზე (მიმინო მტაცებელი ფრინველია, ხოხობს საკვებად იყენებენ, სამეფო სუფრას ამშვენებდა). ფრინველებზე მივაწოდებ დამატებით ინფორმაციას მრავლდებიან კვერცხის დებით, სხეული დაფარული აქვთ ბუმბულით, აქვთ ნისკარტი, ბრჭყალები, ფრთები. მიმინო იკვებება ხორცით, მცენარეებით; ხოხობი მწერებით, მცენარეებით. ისტის გამოყენებით ვუჩვენებ მიმინოსა და ხოხბის სურათებს. მოსწავლეები აკვირდებიან და აღწერენ.

კიდევ რომელ გარეულ ფრინველებს იცნობთ? პასუხი: არწივი, კოდალა, ბუ, გუგული, ყვავი, ოფოფი. არწივს ფრინველთა მეფეს უწოდებენ, კოდალას კი ტყის ექიმს.

სად ნადირობდა მეფე? პასუხი: ტყეში.

როგორი სახის ტყეები ვიცით? პასუხი: მეჩხერი, უღრანი.

როგორია მეჩხერი? უღრანი? პასუხი: მეჩხერ ტყეში გავლა ადვილია, უღრანში კი რთულია.

კიდევ როგორი ტყეები ვიცით? პასუხი: ფოთლოვანი, სადაც ფითლოვანი ხეებია; წიწვოვანი, სადაც მხოლოდ წიწვოვანი ხეებია; შერეული, სადაც ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეებია.

ისტის გამოყენებით ვუჩვენებ ტყის სურათებს.

აქტივობა 3. 5 წთ. მოთხრობის წაკითხვამდე ვთხოვ შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები:

ვიცი 1) მეფე ვ. გორგასალი იყო საქართველოს მეფე, გააძლიერა საქართველოს საზღვრები.

2) ქ. თბილისში არის მისი ძეგლი და ვ. გორგასლის სახელობის ქუჩა.

მინდა ვიცოდე 1) რამდენი წლის იყო, როცა სამეფო ტახტზე ავიდა? 2) რამდენი წელი იმეფა? 3)ვინ დაასრულა მისი დაწყებული საქმე?

ვისწავლე დაარსა ქ.თბილისი, სამეფო ტახტზე ავიდა 15 წლის, იმეფა 45 წელი, მისი დაწუებული საქმე გააგრძელა შვილმა დაჩიმ.

მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ასრულებენ მესამე მოთხოვნას.

აქტივობა 4. 5 წთ. მოთხრობის წაკითხვა მასწავლებლის მიერ. შეკითხვების დახმარებით ვამოწმებ, როგორ გაიგეს მოთხრობის შინაარსი.

რა იყო ძველად საქართველოს დედაქალაქი?

რა დაადევნა ვახტანგმა ხოხობს?

სად იპოვეს ხოხობი და მიმინო?

რის გამო დაარქვა გორგასალმა თბილისს ,,თბილისი"?

აქტივობა 5. 5 წთ. მოთხრობის წაკითხვა მოსწავლეების მიერ. კითხულობენ გაგრძელებებით, ამორჩევით.

აქტივობა 6. 5 წთ. უცნობ სიტყვებზე მუშაობა. ( ამალა, გაუჩინარდა, გაეკაფათ. )

აქტივობა 7. 10 წთ. ცნების რუკის შედგენა. მოსწავლეები ახასიათებენ მეფის პიროვნულ ღირსებებს. შემდეგ ვვარჯიშობთ გრამატიკაში ( ჩამოთვლილ სიტყვებს უსვამენ კითხვებს როგორი? და განმარტავენ, რომ კითხვა როგორი? უჩვენებს როგორია საგანი ( ამ შემთხვევაში მეფე, ამ სიტყვების გამოყენებით ადგენენ წინადადებებს) სლაიდ შოუს პრეზენტაცია.

გაკვეთილი მთავრდება საშინაო დავალების მიცემით მოთხრობა ,,ლეგენდა თბილისზე" კითხვით, დამატებითი ინფორმაციის მოძიება მეფე ვ. გორგასალზე, მტაცაბელ და ტყის ფრინველებზე.

9. შეფასება

ვაფასებ კომენტარებით, ვინ რომელ აქტივობაში გამოიჩინა თავი.

.



10 . საკლასო მენეჯმენტი





საგანმანათლებლო რესურსები

ტექნიკა და ინსტრუმენტები

კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, წიგნები.


83–ე საჯარო სკოლა, ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


Georgian

Creative Commons License